მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო პეტრო პოროშენკო მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკაში მოხვდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
24 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს მხილება „სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს“.
„მე ჯერ სასამართლოში დავიცავ თავს, ხოლო გაისად კი პოროშენკოს წინააღმდეგ სასამართლოზე ჩვენებას მივცემ. ჩემზე ნუ დარდობს. მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო ეს გაუგებრობა პოროშენკო კი, მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკაში თუ მოხვდება“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.