პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ბრალს არ აღიარებს
სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ბრალს არ აღიარებს

სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დის" საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს, - ამის შე­სა­ხებ მის­მა ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა ბოლ­ქვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძე სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" ტექ­ნი­კურ სა­წყობს კუ­რი­რებ­და და გა­მო­ძი­ე­ბა უსა­ფუძ­ლოდ ედა­ვე­ბა. ად­ვო­კა­ტის თქმით, იგი გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას შე­ეც­დე­ბა.

რო­გორც პა­ა­ტა ბოლ­ქვა­ძე აცხა­დებს, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სა­სა­მარ­თლო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს. "ხან­ძა­რი ტექ­ნი­კურ სა­წყობ­ში არ გა­ჩე­ნი­ლა, ხან­ძა­რი იყო საქ­ვა­ბე­ში, რომ­ლის კონ­ტრო­ლიც მას არ ევა­ლე­ობ­და", - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა ბოლ­ქვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ ბრალ­დე­ბულს, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ის ამ დრომ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. სას­ტუმ­რო ლე­ოგ­რან­დის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რამ­დე­ი­მე წუთ­ში და­ი­წყე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოთხთვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სას­ტუმ­რო „ლე­ოგ­რან­დში“ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, ბა­თუმ­ში, აღ­ნიშ­ნულ სას­ტუმ­რო­ში მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე 2 პირი: თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ი. და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. და­ა­კა­ვეს. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8-წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ბრალს არ აღიარებს

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ბრალს არ აღიარებს

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, გიორგი მიქელაძე სასტუმრო "ლეოგრანდში" ტექნიკურ საწყობს კურირებდა და გამოძიება უსაფუძლოდ ედავება. ადვოკატის თქმით, იგი გიორგი მიქელაძის უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება.

როგორც პაატა ბოლქვაძე აცხადებს, დღევანდელ პროცესზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელებს. "ხანძარი ტექნიკურ საწყობში არ გაჩენილა, ხანძარი იყო საქვაბეში, რომლის კონტროლიც მას არ ევალეობდა", - აღნიშნა პაატა ბოლქვაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ის ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. სასტუმრო ლეოგრანდის საქმეზე სასამართლო პროცესი რამდეიმე წუთში დაიწყება.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს