პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპატივცემულოა იმ ადამიანების პრინციპულობა, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთში წასვლაზე" - ნატალია ქუთათელაძის ინტერვიუ ნიუ-იორკიდან
"საპატივცემულოა იმ ადამიანების პრინციპულობა, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთში წასვლაზე" - ნატალია ქუთათელაძის ინტერვიუ ნიუ-იორკიდან

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლის ნანი ბრეგ­ვა­ძის მოს­კოვ­ში 28 მარტს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღარ გა­ი­მარ­თე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის­თვის" მი­ცე­მულ ბოლო კო­მენ­ტარ­ში, ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ავად არის და შეძ­რუ­ლია არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის წა­მე­ბით. ამ გან­ცხა­დე­ბამ­დე ჩავ­წე­რეთ ინ­ტერ­ვიუ მის შვი­ლიშ­ვილ­თან ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ ბე­ბი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რის­თვის ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი არ არის.

ნა­ტა­ლი­ამ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში, ცნო­ბილ ბე­ბი­ა­სა და დე­დას­თან ეკა მა­მა­ლა­ძეს­თან ერ­თად სიმ­ღე­რი­სას მი­იქ­ცია. მა­ღა­ლი, შავგვრე­მა­ნი გო­გო­ნა კა­ლა­სი­სე­უ­ლი სას­ცე­ნო შარ­მით სწრა­ფად მო­ექ­ცა უცხო­უ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი წრე­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშიც. ამ­ჟა­მად ნა­ტა­ლია,ნიუ იორკში, ჯუ­ლი­არ­დის სა­ხელ­გან­თქმულ მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში კლა­სი­კუ­რი ვო­კა­ლის მა­გის­ტრა­ტუ­რის კურსს გა­დის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი მე­დია არ არის მომ­ღერ­ლის გა­მო­ჩე­ნით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი, kvirispalitra.ge მკი­თხველს ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე ნიუ იორ­კი­დან სა­ო­პე­რო კა­რი­ე­რა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ესა­უბ­რა.

ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე:- ჯუ­ლი­არ­დში სას­წავ­ლო გრა­ფი­კი საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლია, დღე იწყე­ბა ძი­რი­თა­დად 10 სა­ათ­ზე და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მთავ­რდე­ბა სა­ღა­მოს 9-ზე, თუმ­ცა სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმის პე­რი­ოდ­ში ღა­მის 11 სა­ა­თამ­დე გვი­წევს ხოლ­მე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ყოფ­ნა, ამას ემა­ტე­ბა თე­ო­რი­უ­ლი საგ­ნე­ბი, რაც მო­ი­თხოვს სახ­ლში და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. საკ­მა­ოდ მკაც­რი წე­სე­ბია ჯუ­ლი­არ­დში გაც­დე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს საქ­მეს, სამი გაც­დე­ნის შემ­დეგ ავ­ტო­მა­ტუ­რად თა­ვი­დან გი­წევს ამა­ვე საგ­ნის გავ­ლა. თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას რო­დე­საც ვა­და­რებ აქა­ურ სწავ­ლე­ბას, გან­სხვა­ვე­ბა საკ­მა­ოდ დი­დია. პირ­ველ რიგ­ში მა­სა­ლის და პროგ­რა­მის რა­ო­დე­ნო­ბის მო­თხოვ­ნით და ასე­ვე და­უნ­დობ­ლო­ბით, რო­მე­ლიც უფრო "სას­ტიკს" ხდის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას. თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას ძა­ლი­ან ბევ­რი და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი აქვს, თავს რო­გორც სა­კუ­თარ მყუდ­რო სახ­ლში ისე ვგრძობ­დი, რა­საც ვერ ვი­ტყვი ჯუ­ლი­არ­დზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უდი­დეს ნა­წილს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ვა­ტა­რებ, მა­ინც უცხოა ჩემ­თვის ის გა­რე­მო, თუმ­ცა სამი წლის თავ­ზე ბევრ მოვ­ლე­ნას­თან მო­მი­წია შე­გუ­ე­ბა, იმის მი­ღე­ბა, რა­საც ადრე ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"საპატივცემულოა იმ ადამიანების პრინციპულობა, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთში წასვლაზე" - ნატალია ქუთათელაძის ინტერვიუ ნიუ-იორკიდან

"საპატივცემულოა იმ ადამიანების პრინციპულობა, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთში წასვლაზე" - ნატალია ქუთათელაძის ინტერვიუ ნიუ-იორკიდან

ცნობილი ქართველი მომღერალის ნანი ბრეგვაძის მოსკოვში 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი, სავარაუდოდ, აღარ გაიმართება, ყოველ შემთხვევაში, ტელეკომპანია "იბერიისთვის" მიცემულ ბოლო კომენტარში, ქალბატონმა ნანიმ განაცხადა, რომ ავად არის და შეძრულია არჩილ ტატუნაშვილის წამებით. ამ განცხადებამდე ჩავწერეთ ინტერვიუ მის შვილიშვილთან ნატალია ქუთათელაძესთან, რომელმაც გვითხრა, რომ ბებიის გადაწყვეტილებაზე საუბრისთვის ის უფლებამოსილი არ არის.

ნატალიამ ქართველი საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ ბავშვობაში, ცნობილ ბებიასა და დედასთან ეკა მამალაძესთან ერთად სიმღერისას მიიქცია. მაღალი, შავგვრემანი გოგონა კალასისეული სასცენო შარმით სწრაფად მოექცა უცხოური მუსიკალური წრეების ყურადღების ცენტრშიც. ამჟამად ნატალია,ნიუ იორკში, ჯულიარდის სახელგანთქმულ მუსიკალურ სასწავლებელში კლასიკური ვოკალის მაგისტრატურის კურსს გადის.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მედია არ არის მომღერლის გამოჩენით განებივრებული, kvirispalitra.ge მკითხველს ნატალია ქუთათელაძე ნიუ იორკიდან საოპერო კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ესაუბრა.

ნატალია ქუთათელაძე:- ჯულიარდში სასწავლო გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია, დღე იწყება ძირითადად 10 საათზე და უმეტეს შემთხვევაში მთავრდება საღამოს 9-ზე, თუმცა სპექტაკლების დადგმის პერიოდში ღამის 11 საათამდე გვიწევს ხოლმე რეპეტიციებზე ყოფნა, ამას ემატება თეორიული საგნები, რაც მოითხოვს სახლში დავალებების შესრულებას. საკმაოდ მკაცრი წესებია ჯულიარდში გაცდენებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს, სამი გაცდენის შემდეგ ავტომატურად თავიდან გიწევს ამავე საგნის გავლა. თბილისის კონსერვატორიას როდესაც ვადარებ აქაურ სწავლებას, განსხვავება საკმაოდ დიდია. პირველ რიგში მასალის და პროგრამის რაოდენობის მოთხოვნით და ასევე დაუნდობლობით, რომელიც უფრო "სასტიკს" ხდის ყოველდღიურობას. თბილისის კონსერვატორიას ძალიან ბევრი დადებითი მხარეები აქვს, თავს როგორც საკუთარ მყუდრო სახლში ისე ვგრძობდი, რასაც ვერ ვიტყვი ჯულიარდზე, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს დღის განმავლობაში იქ ვატარებ, მაინც უცხოა ჩემთვის ის გარემო, თუმცა სამი წლის თავზე ბევრ მოვლენასთან მომიწია შეგუება, იმის მიღება, რასაც ადრე ვაპროტესტებდი...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ