პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დის" საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ორი პი­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დღეს, 14:00 სა­ათ­ზე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­დეს, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სა­სა­მარ­თლოს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თა­ვენ. მა­თი­ვე ცნო­ბით, ად­ვო­კა­ტებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უკვე გა­და­ე­ცათ.

"გად­მოგ­ვე­ცა მა­სა­ლე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით 15 ტო­მია. დღეს გა­ნიხ­ლე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხი. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ითხოვს პა­ტიმ­რო­ბას. გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს პი­რე­ბი არ მი­მა­ლუ­ლან და და­დი­ოდ­ნენ და­კი­თხვებ­ზე, ამი­ტომ და­ვა­ყე­ნებთ გი­რა­ოს სა­კითხს. მი­ვე­სალ­მე­ბით იმას, რომ საქ­მე­ში ჩა­ერ­თო მი­ქე­ლა­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი. მა­საც მა­სა­ლე­ბი გა­და­ე­ცა და ერ­თი­ან პო­ზი­ცი­ას ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ. მას­თან მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და. ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში პრკუ­რა­ტუ­რას მი­აჩ­ნია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს ჰქონ­დათ გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ მიერ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა. სა­უ­ბა­რია ტექ­ნი­კურ ოთახ­ზე, სა­დაც მოხ­და აა­ლე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბას მი­ა­ჩია, რომ იქ იყო ზედ­მე­ტი ნივ­თე­ბი და ეს პი­რე­ბი მი­აჩ­ნია პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რე­ბად“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა კახა წე­რე­თელ­მა.

კი­დევ ერთი ად­ვო­კა­ტი ბად­რი ბე­რი­ძე ამ­ბობს, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის, გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძის ოჯა­ხი ამ­ბობს, რომ ის სას­ტუმ­როს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი არ იყო და 24 ნო­ემ­ბერს სას­ტუმ­რო­ში ხან­ძრის დროს თურ­ქეთ­ში სას­ტუმ­როს საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე ფატი ია­უ­ზი სას­ტუმ­რო­ში ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძე - ტექ­ნი­კურ სა­წყობ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოთხთვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სას­ტუმ­რო „ლე­ოგ­რან­დში“ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, ბა­თუმ­ში, აღ­ნიშ­ნულ სას­ტუმ­რო­ში მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე 2 პირი: თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ი. და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. და­ა­კა­ვეს. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8-წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი დღეს, 14:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. როგორც დაცვის მხარის ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დღევანდელ პროცესზე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე მიმართავენ. მათივე ცნობით, ადვოკატებს მტკიცებულებები უკვე გადაეცათ.

"გადმოგვეცა მასალები, დაახლოებით 15 ტომია. დღეს განიხლება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. ჩვენთვის ცნობილია, რომ პროკურატურა ითხოვს პატიმრობას. გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს, ეს პირები არ მიმალულან და დადიოდნენ დაკითხვებზე, ამიტომ დავაყენებთ გირაოს საკითხს. მივესალმებით იმას, რომ საქმეში ჩაერთო მიქელაძის ოჯახის ადვოკატი. მასაც მასალები გადაეცა და ერთიან პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. მასთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა. ბრალდების დადგენილებაში პრკურატურას მიაჩნია, რომ დაკავებულებს ჰქონდათ გარკვეული ვალდებულებები, მათ მიერ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა. საუბარია ტექნიკურ ოთახზე, სადაც მოხდა აალება. გამოძიებას მიაჩია, რომ იქ იყო ზედმეტი ნივთები და ეს პირები მიაჩნია პასუხისმგებელ პირებად“, - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

კიდევ ერთი ადვოკატი ბადრი ბერიძე ამბობს, დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი მიქელაძის ოჯახი ამბობს, რომ ის სასტუმროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არ იყო და 24 ნოემბერს სასტუმროში ხანძრის დროს თურქეთში სასტუმროს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე ფატი იაუზი სასტუმროში ტექნიკური სამსახურის უფროსი იყო, ხოლო საქართველოს მოქალაქე გიორგი მიქელაძე - ტექნიკურ საწყობზე პასუხისმგებელი პირი.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ