საქართველო-ლიტვის საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვდებიან.
ორივე ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სტადიონის ტრიბუნაზე ასევე გამოკრული იყო პლაკატი წარწერით: "გმირები მუდამ ცოცხლობენ – არჩილ ტატუნაშვილი".
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.