პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს
„ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სას­ტუმ­რო „ლე­ოგ­რან­დში“ ხან­ძრის გა­ჩე­ნის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნენ სას­ტუმ­რო „ლე­ოგ­რან­დის“ ტექ­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რი, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე ფ.ი. და ამა­ვე სას­ტუმ­როს ტექ­ნი­კუ­რი სა­წყო­ბის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გ.მ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სას­ტუმ­რო „ლე­ოგ­რან­დის“ ტექ­ნი­კურ­მა მე­ნე­ჯერ­მა, ფ.ი. - მ და ტექ­ნი­კუ­რი სა­წყო­ბის პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პირ­მა, გ.მ.- მ არ შე­ას­რუ­ლეს მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა - სას­ტუმ­რო „ლე­ოგ­რან­დში“ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვა. კერ­ძოდ, სას­ტუმ­რო „ლე­ოგ­რან­დის“ შე­ნო­ბის მე-4 სარ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბულ ტექ­ნი­კურ (საქ­ვა­ბე) ოთახ­ში, სა­დაც ასე­ვე გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მე­ბი, წყლის მი­წო­დე­ბის და­ნად­გა­რე­ბი, გა­მათ­ბობ­ლე­ბი, ელექტრო კა­რა­დე­ბი და სხვა­დას­ხვა ხელ­სა­წყო­ე­ბი, გ.მ.- მ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის მო­თხოვ­ნა­თა სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ა­სა­წყო­ბა წვა­დი, მათ შო­რის ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დი მა­სა­ლე­ბი და ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა 2017 წლის 24 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 20:00 სა­ათ­ზე, ტექ­ნი­კურ (საქ­ვა­ბე) ოთახ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის სწრა­ფად გაძ­ლი­ე­რე­ბა და სას­ტუმ­რო­ში ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის წარ­მოქ­მნა. ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის შე­ნო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბას ასე­ვე ხელი შე­უ­წყო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბამ. ამას­თან შე­ნო­ბა არ იყო აღ­ჭურ­ვი­ლი გა­მარ­თუ­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რი სა­ხან­ძრო და კვამლმა­უ­წყი სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ით, რაც ფ.ი. - ს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. სას­ტუმ­როს მე-5 და მე-6 სარ­თუ­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბულ აუზ­სა და სპა სა­ლონ­ში, ხან­ძრით გა­მოწ­ვე­უ­ლი ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო, ნახ­შირ­ჟან­გით (CO) გა­მოწ­ვე­უ­ლი მწვა­ვე ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით გარ­და­იც­ვა­ლა 11 პირი, ხოლო 19 პირ­მა მი­ი­ღო ჯან­მრთე­ლო­ბის მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა.

ფ.ი. - ს და გ.მ. - ს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 243-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბის მხა­რე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ფ.ი.- ს და გ.მ. - სთვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

„ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს

„ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს

საქართველოს პროკურატურა სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაკავებული იქნენ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკური მენეჯერი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ი. და ამავე სასტუმროს ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელი პირი - საქართველოს მოქალაქე გ.მ.

გამოძიებით დადგინდა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურმა მენეჯერმა, ფ.ი. - მ და ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელმა პირმა, გ.მ.- მ არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა - სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძოდ, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში, სადაც ასევე განთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლები, ელექტრო კარადები და სხვადასხვა ხელსაწყოები, გ.მ.- მ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დაასაწყობა წვადი, მათ შორის ადვილად აალებადი მასალები და ნივთიერებები, რამაც განაპირობა 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში გაჩენილი ხანძრის სწრაფად გაძლიერება და სასტუმროში ძლიერი დაკვამლიანების წარმოქმნა. ძლიერი დაკვამლიანების შენობაში გავრცელებას ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების ნორმების არარსებობამ. ამასთან შენობა არ იყო აღჭურვილი გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყი სიგნალიზაციით, რაც ფ.ი. - ს პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. სასტუმროს მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგით (CO) გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, ხოლო 19 პირმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

ფ.ი. - ს და გ.მ. - ს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფ.ი.- ს და გ.მ. - სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"