პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაანაწილოთ ყურადღება, თუ ორი, ან მეტი შვილი გყავთ
როგორ გადაანაწილოთ ყურადღება, თუ ორი, ან მეტი შვილი გყავთ

ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია იმ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც თავს იჩენს ოჯა­ხებ­ში, სა­დაც სამი და მეტი ბავ­შვია. რო­გორც კი ოჯა­ხი სამ­შვი­ლი­ა­ნი ხდე­ბა, თი­თო­ე­ულ ბავ­შვს ერ­გე­ბა მშობ­ლე­ბის ნორ­მა­ლუ­რი და არა უწინ­დე­ბუ­რად ჭარ­ბი ყუ­რა­დღე­ბა. ეს ბუ­ნებ­რი­ვია - ჩვე­უ­ლებ­რივ, დედ-მამა "დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლია" არა ერთი, არა­მედ ორი, სამი, ოთხი შვი­ლის აღ­ზრდა­ზე.

ოჯახ­ში შვი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თან იზ­რდე­ბა. პა­ტა­რე­ბი ჰა­ე­რი­ვით ავ­სე­ბენ ოჯა­ხის სივ­რცეს. ერთ ბავ­შვს მშობ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რად ეკუთ­ვნის, ორი თა­ნაბ­რად იყოფს, სამი კი იე­რი­შით მო­ი­პო­ვებს მას. ნურც ეც­დე­ბით, სა­მი­ვე შვილს ერ­თდრო­უ­ლად მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა - ეს ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია და ამას ვერც ერთი დედა ვერ შეძ­ლებს. დიდ ოჯა­ხებ­ში ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ დე­დის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ყუ­რა­დღე­ბას. ის ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დი, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც დედა მხო­ლოდ "მი­სია", ბავ­შვის­თვის დიდი სტი­მუ­ლია, ნე­ბის­მი­ერ შა­ქარ­ლა­მა­ზე უფრო ტკბი­ლი. რაც უფრო მეტი ბავ­შვია ოჯახ­ში, მით უფრო უკე­თე­სად თა­მა­შო­ბენ ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან. ეს ბუ­ნებ­რი­ვია - ჩნდე­ბა თა­მა­შის­დროს პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვის შან­სი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სივ­რცე საგ­რძნობ­ლად ფარ­თოვ­დე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ეხე­ბა იმ პე­რი­ოდს, როცა მე­სა­მე ბავ­შვიც იმ­დე­ნად წა­მო­იზ­რდე­ბა, რომ თა­მა­შის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბა.

უფ­რო­სე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა

უფ­რო­სი შვი­ლი ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­საც ახ­სოვს თა­ვი­სი "გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი" მდგო­მა­რე­ო­ბა, დრო, როცა ის დე­დი­სერ­თა იყო და მშობ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას არა­ვის უზი­ა­რებ­და. უფ­რო­სი შვი­ლი, წე­სი­სა­მებრ, იძუ­ლე­ბუ­ლია, ნად­რე­ვად "გა­ი­ზარ­დოს". უმ­ცრო­სი და-ძმე­ბი წუ­თი­თაც არ აძ­ლე­ვენ მას პა­ტა­რა ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ნი­შა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შანსს. უფ­როსს კი ძა­ლი­ან უნდა, ცოტა ხნით მა­ინც ისევ გახ­დეს პა­ტა­რა. მისი ეს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მშობ­ლებ­მა უნდა გა­ი­ზი­ა­რონ და ამის გამო მკაც­რად არ უნდა მო­ე­პყრონ შვილს. თუ უფ­როს შვილს მე­ტის­მე­ტად გა­დავ­ტვირ­თავთ უმ­ცრო­სებ­ზე ზრუნ­ვით, უმ­ცრო­სი და-ძმე­ბი მის­თვის შე­საძ­ლოა ზედ­მეტ ტვირ­თად იქ­ცნენ. ასე რომ არ მოხ­დეს, უფ­რო­სი შვი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი სავ­სე­ბით უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს მის ასა­კობ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვს სა­ერ­თოდ არ უნდა და­ვა­ვა­ლოთ ჩვი­ლის ეტ­ლთან ან სა­წოლ­თან დიდ­ხანს ჯდო­მა, ხოლო სას­კო­ლო ასა­კი­სას უმ­ცრო­სის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით გარ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა ვთხ­ოვოთ. უფ­როს ბავ­შვს უნდა დარ­ჩეს დრო თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის­თვის, თა­ვი­სი გა­ტა­ცე­ბე­ბის­თვის. ამ შემ­თხვე­ვა­ში ის სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­ი­წყებს პა­ტა­რას­თან თა­მაშს და ეს სუ­ლაც აღარ მო­ეჩ­ვე­ნე­ბა დამ­თრგუნ­ველ და­ვა­ლე­ბად. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ გადაანაწილოთ ყურადღება, თუ ორი, ან მეტი შვილი გყავთ

როგორ გადაანაწილოთ ყურადღება, თუ ორი, ან მეტი შვილი გყავთ

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც თავს იჩენს ოჯახებში, სადაც სამი და მეტი ბავშვია. როგორც კი ოჯახი სამშვილიანი ხდება, თითოეულ ბავშვს ერგება მშობლების ნორმალური და არა უწინდებურად ჭარბი ყურადღება. ეს ბუნებრივია - ჩვეულებრივ, დედ-მამა "დაპროგრამებულია" არა ერთი, არამედ ორი, სამი, ოთხი შვილის აღზრდაზე.

ოჯახში შვილების რაოდენობა თანდათან იზრდება. პატარები ჰაერივით ავსებენ ოჯახის სივრცეს. ერთ ბავშვს მშობლების ყურადღება პერსონალურად ეკუთვნის, ორი თანაბრად იყოფს, სამი კი იერიშით მოიპოვებს მას. ნურც ეცდებით, სამივე შვილს ერთდროულად მიაქციოთ ყურადღება - ეს ტექნიკურად შეუძლებელია და ამას ვერც ერთი დედა ვერ შეძლებს. დიდ ოჯახებში ბავშვები ძალიან აფასებენ დედის ინდივიდუალურ ყურადღებას. ის ხანმოკლე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დედა მხოლოდ "მისია", ბავშვისთვის დიდი სტიმულია, ნებისმიერ შაქარლამაზე უფრო ტკბილი. რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით უფრო უკეთესად თამაშობენ ისინი ერთმანეთთან. ეს ბუნებრივია - ჩნდება თამაშისდროს პარტნიორის არჩევის შანსი, ფსიქოლოგიური სივრცე საგრძნობლად ფართოვდება. რასაკვირველია, ეს ეხება იმ პერიოდს, როცა მესამე ბავშვიც იმდენად წამოიზრდება, რომ თამაშის სრულფასოვანი მონაწილე გახდება.

უფროსების განსაკუთრებული მდგომარეობა

უფროსი შვილი ერთადერთია, რომელსაც ახსოვს თავისი "გაბატონებული" მდგომარეობა, დრო, როცა ის დედისერთა იყო და მშობლების ყურადღებას არავის უზიარებდა. უფროსი შვილი, წესისამებრ, იძულებულია, ნადრევად "გაიზარდოს". უმცროსი და-ძმები წუთითაც არ აძლევენ მას პატარა ბავშვის ფსიქოლოგიურ ნიშაში დაბრუნების შანსს. უფროსს კი ძალიან უნდა, ცოტა ხნით მაინც ისევ გახდეს პატარა. მისი ეს ბუნებრივი მოთხოვნილება მშობლებმა უნდა გაიზიარონ და ამის გამო მკაცრად არ უნდა მოეპყრონ შვილს. თუ უფროს შვილს მეტისმეტად გადავტვირთავთ უმცროსებზე ზრუნვით, უმცროსი და-ძმები მისთვის შესაძლოა ზედმეტ ტვირთად იქცნენ. ასე რომ არ მოხდეს, უფროსი შვილის მოვალეობები სავსებით უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკობრივ შესაძლებლობებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვს საერთოდ არ უნდა დავავალოთ ჩვილის ეტლთან ან საწოლთან დიდხანს ჯდომა, ხოლო სასკოლო ასაკისას უმცროსის მხოლოდ ნახევარი საათით გართობა შეიძლება ვთხოვოთ. უფროს ბავშვს უნდა დარჩეს დრო თავისი ცხოვრებისთვის, თავისი გატაცებებისთვის. ამ შემთხვევაში ის საკუთარი ნებით დაიწყებს პატარასთან თამაშს და ეს სულაც აღარ მოეჩვენება დამთრგუნველ დავალებად. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი