პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქსის თაუერსი“ "დედამიწის საათის" დადგომისას ერთი საათით ჩაბნელდება
"აქსის თაუერსი“ "დედამიწის საათის" დადგომისას ერთი საათით ჩაბნელდება

"აქ­სის თა­უ­ერ­სი" - თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლი­სის სახე და დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა დღეს, "დე­და­მი­წის სა­ა­თის" დად­გო­მი­სას 20:30-დან 21:30 სა­ა­თამ­დე ჩაბ­ნელ­დე­ბა და მსოფ­ლი­ოს ცნო­ბილ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­თან ერ­თად, კლი­მა­ტი­სა და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ს­ნი­უსს" "აქ­სის თა­უ­ერ­სი­დან" აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "დე­და­მი­წის სა­ა­თი", პირ­ვე­ლად სი­ნათ­ლის ერთი სა­ა­თით გა­მორ­თვის სიმ­ბო­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბად სიდ­ნე­ი­ში 2007 წელს გა­ი­მარ­თა და მას შემდeg ყო­ველ­წლი­უ­რად მარ­ტის ბო­ლოს, 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა.

"ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დის სა­ყო­ველ­თაო გა­რე­მოს დაც­ვი­თი მოძ­რა­ო­ბა უკვე მე­თერ­თმე­ტედ აღი­ნიშ­ნე­ბა და მისი მი­ზა­ნი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის მი­მართ ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბაა. 2018 წელს "დე­და­მი­წის სა­ა­თის" გლო­ბა­ლუ­რი თე­მაა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, რად­გან სწო­რედ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბაა ერთ-ერთი უდი­დე­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­მოწ­ვე­ვა. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, ასე­ვე გა­მოკ­ვე­თი­ლი და მწვა­ვე სა­კი­თხია ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი ტემ­პი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სა­კი­თხის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბად არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ წლე­ვან­დელ „დე­და­მი­წის სა­ათ­ზე“ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის პრობ­ლე­მას გა­ეს­მე­ვა ხაზი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"აქსის თაუერსი“ "დედამიწის საათის" დადგომისას ერთი საათით ჩაბნელდება

"აქსის თაუერსი“ "დედამიწის საათის" დადგომისას ერთი საათით ჩაბნელდება

"აქსის თაუერსი" - თანამედროვე თბილისის სახე და დედაქალაქის ყველაზე მაღალი შენობა დღეს, "დედამიწის საათის" დადგომისას 20:30-დან 21:30 საათამდე ჩაბნელდება და მსოფლიოს ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების ცვლილების შესახებ ცნობადობის ამაღლების მხარდამჭერ აქციას შეუერთდება, - ამის შესახებ "ინტერპრესსნიუსს" "აქსის თაუერსიდან" აცნობეს.

მათი ინფორმაციით, "დედამიწის საათი", პირველად სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლურ ღონისძიებად სიდნეიში 2007 წელს გაიმართა და მას შემდeg ყოველწლიურად მარტის ბოლოს, 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

"ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საყოველთაო გარემოს დაცვითი მოძრაობა უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანი ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მიმართ ცნობადობის ამაღლებაა. 2018 წელს "დედამიწის საათის" გლობალური თემაა კლიმატის ცვლილება, რადგან სწორედ კლიმატის ცვლილებაა ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი გამოწვევა. კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ასევე გამოკვეთილი და მწვავე საკითხია ბიომრავალფეროვნების შემცირების მაღალი ტემპი. საზოგადოება ამ საკითხის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული. სწორედ ამიტომ წლევანდელ „დედამიწის საათზე“ კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიომრავალფეროვნების შემცირების პრობლემას გაესმევა ხაზი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი