საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კმ-ზე (სოფ. ხევთან) მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, 19:00 საათზე, აღნიშნულ გზაზე, თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი მოძრაობდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით.