პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია მეტრეველი - ბაქრაძემ ახსენა ლევან გვაზავა, რომელიც როგორც მივხვდი, ასევე სიმართლის თქმას აპირებს
ია მეტრეველი - ბაქრაძემ ახსენა ლევან გვაზავა, რომელიც როგორც მივხვდი, ასევე სიმართლის თქმას აპირებს

თუ საპ­რო­ცე­სო გა­უ­ფორმ­დე­ბა და ბაქ­რა­ძე გა­რეთ გა­მო­ვა, მე წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვიქ­ნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" ბუტა რო­ბა­ქი­ძის დე­დამ, ია მეტ­რე­ველ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ეს ადა­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და სა­უბ­რობს სი­მარ­თლეს.

"თუ საპ­რო­ცე­სო გა­უ­ფორმ­დე­ბა და გა­რეთ გა­მო­ვა ბაქ­რა­ძე, მე არ ვიქ­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი. ეს ადა­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლობს და სა­უბ­რობს სი­მარ­თლეს. მან პირ­და­პირ და­ა­სა­ხე­ლა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და პირ­და­პირ და­ა­დო ხელი დო­ნა­ძეს, იაშ­ვილს და სხვას. დო­ნა­ძეს ძა­ლი­ან უნდა, რომ იო­ლად გა­მოძ­ვრეს, მაგ­რამ ვერ გა­მო­უ­ვა. ბაქ­რა­ძემ ისა­უბ­რა, რო­გორ ამონ­ტა­ჟებ­და დო­ნა­ძე ვი­დე­ოს, რო­გორ დგამ­და სცე­ნებს. 85 პატ­რუ­ლი, რო­მე­ლიც არის მოწ­მე და რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ადას­ტუ­რებ­და, ია­რა­ღი იყო მო­ტა­ნი­ლი, მათ­ზე ჩან­და დო­ნა­ძის გავ­ლე­ნა, რო­გორ აშან­ტა­ჟებ­და დო­ნა­ძე სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და ამა­ზე ისა­უბ­რა ბაქ­რა­ძე­მაც, რომ სა­სა­მარ­თლოს წინა დღეს აყუ­რე­ბი­ნებ­და ვი­დე­ო­ებს და აშან­ტა­ჟაბ­და. აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­დას­ტურ­და ისიც, რომ ბარ­თა­ი­ას ჩა­უ­დეს ე.წ. "ლი­მონ­კა". ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი გია სა­რიშ­ვი­ლი იყო მოწ­მე, რო­გორ წა­ი­ღო ავ­ტო­მა­ტე­ბი მი­ქა­ძემ. ესეც და­ემ­თხვა ბაქ­რა­ძის ჩვე­ნე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მეტ­რე­ველ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სრუ­ლი აბ­სურ­დია, რომ ბაქ­რა­ძე­ზე ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. "2013 წელს ბაქ­რა­ძემ ისა­უბ­რა სი­მარ­თლე და თქვა, რომ მზად იყო ჩა­მო­სას­ვლე­ლად. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ ვერ ჩა­მო­ვი­და. მან შე­ი­ტყო, რომ ინ­ტერ­პო­ლით გა­მო­ცხად­და ძებ­ნა, რის გა­მოც ვერ მო­ა­ხერ­ხა ჩა­მოს­ვლა, თუმ­ცა, სურ­ვი­ლი ჰქონ­და. მან და­მა­ჯე­რებ­ლად ისა­უბ­რა იმა­ზეც, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან და ეს იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც ვერ ჩნდე­ბო­და. რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, ის პი­რი­ქით იხ­ვე­წე­ბო­და ჩა­მო­სუ­ლი­ყო და ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა”, - გა­ნა­ცხა­და მეტ­რე­ველ­მა.

მი­სი­ვე ვა­რა­უ­დით, შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ლე­ვან გვა­ზა­ვაც აპი­რებს სი­მარ­თლის თქმას. "დღეს ბაქ­რა­ძემ ასე­ვე ახ­სე­ნა ლე­ვან გვა­ზა­ვა, რო­მე­ლიც რო­გორც მე მივ­ხვდი, ასე­ვე, სი­მარ­თლის თქმას აპი­რებს", - აღ­ნიშ­ნა მეტ­რე­ველ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ 16 თებრვალს, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "დღის თე­მა­ში" და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გუ­რამ დო­ნა­ძე და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ მი­ქა­ძე შან­ტაჟ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან აღი­ა­რა, რომ 2004 წელს რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღე­ბი მი­ი­ტა­ნეს. მისი თქმით, ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ქა­ძემ მი­ი­ტა­ნა. ასე­ვე ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, რომ რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, რომ ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ არის, გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან ინა­ხე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ია მეტრეველი - ბაქრაძემ ახსენა ლევან გვაზავა, რომელიც როგორც მივხვდი, ასევე სიმართლის თქმას აპირებს

ია მეტრეველი - ბაქრაძემ ახსენა ლევან გვაზავა, რომელიც როგორც მივხვდი, ასევე სიმართლის თქმას აპირებს

თუ საპროცესო გაუფორმდება და ბაქრაძე გარეთ გამოვა, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან და საუბრობს სიმართლეს.

"თუ საპროცესო გაუფორმდება და გარეთ გამოვა ბაქრაძე, მე არ ვიქნები წინააღმდეგი. ეს ადამიანი თანამშრომლობს და საუბრობს სიმართლეს. მან პირდაპირ დაასახელა დამნაშავეები და პირდაპირ დაადო ხელი დონაძეს, იაშვილს და სხვას. დონაძეს ძალიან უნდა, რომ იოლად გამოძვრეს, მაგრამ ვერ გამოუვა. ბაქრაძემ ისაუბრა, როგორ ამონტაჟებდა დონაძე ვიდეოს, როგორ დგამდა სცენებს. 85 პატრული, რომელიც არის მოწმე და რომელთა უმრავლესობა ადასტურებდა, იარაღი იყო მოტანილი, მათზე ჩანდა დონაძის გავლენა, როგორ აშანტაჟებდა დონაძე სასამართლოს წინაშე და ამაზე ისაუბრა ბაქრაძემაც, რომ სასამართლოს წინა დღეს აყურებინებდა ვიდეოებს და აშანტაჟაბდა. აბსოლუტურად დადასტურდა ისიც, რომ ბართაიას ჩაუდეს ე.წ. "ლიმონკა". ყოფილი პოლიციელი გია სარიშვილი იყო მოწმე, როგორ წაიღო ავტომატები მიქაძემ. ესეც დაემთხვა ბაქრაძის ჩვენებას", - განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, სრული აბსურდია, რომ ბაქრაძეზე ზეწოლა ხორციელდება. "2013 წელს ბაქრაძემ ისაუბრა სიმართლე და თქვა, რომ მზად იყო ჩამოსასვლელად. დღევანდელ პროცესზე განმარტა, თუ რატომ ვერ ჩამოვიდა. მან შეიტყო, რომ ინტერპოლით გამოცხადდა ძებნა, რის გამოც ვერ მოახერხა ჩამოსვლა, თუმცა, სურვილი ჰქონდა. მან დამაჯერებლად ისაუბრა იმაზეც, რომ უკრაინაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და ეს იყო მიზეზი, რის გამოც ვერ ჩნდებოდა. როგორც კი საშუალება მიეცა, ის პირიქით იხვეწებოდა ჩამოსულიყო და ჩვენება მიეცა”, - განაცხადა მეტრეველმა.

მისივე ვარაუდით, შს ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავაც აპირებს სიმართლის თქმას. "დღეს ბაქრაძემ ასევე ახსენა ლევან გვაზავა, რომელიც როგორც მე მივხვდი, ასევე, სიმართლის თქმას აპირებს", - აღნიშნა მეტრეველმა.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ 16 თებრვალს, "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს