საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო 2 პირი დააკავეს - შსს გამოძიების შედეგებს ასაჯაროებს
"ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო 2 პირი დააკავეს - შსს გამოძიების შედეგებს ასაჯაროებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დის" ხან­ძრის ფაქ­ტზე, ოთხთვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 2 პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოთხთვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, ბა­თუმ­ში, აღ­ნიშ­ნულ სას­ტუმ­რო­ში მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე 2 პირი: თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ი. და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. და­ა­კა­ვეს.

მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

2017 წლის 24 ნო­ემ­ბერს ბა­თუმ­ში, შავ­შე­თის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რის შე­დე­გა­დაც, შე­ნო­ბა­ში მყო­ფი 11 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 19-მა პირ­მა კი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ექ­სპერ­ტი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბის შე­დე­გად, და­ად­გი­ნა, რომ სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დი" სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. კერ­ძოდ, შე­ნო­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი არ იყო გა­მარ­თუ­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რი სა­ხან­ძრო და კვამლმა­უ­წყე­ბე­ლი სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ით, ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არ იყო ხან­ძრის დროს კვამ­ლის მო­ცი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ავა­რი­უ­ლი კვამლსა­წი­ნაღ­მდე­გო ვენ­ტი­ლა­ცი­ის პრო­ექ­ტი­რე­ბით, რათა, ხან­ძრის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ნო­ბის სხვა სა­თავ­სე­ბი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია. მე-4 სარ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბულ ტექ­ნი­კურ (საქ­ვა­ბე) ოთახ­ში ინა­ხე­ბო­და წვა­დი, ად­ვი­ლა­და­ა­ლე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, გა­მო­ყო­ფი­ლი არ იყო თამ­ბა­ქოს მო­სა­წე­ვი ად­გი­ლე­ბი.

ამა­ვე ტექ­ნი­კურ (საქ­ვა­ბე) ოთახ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი არ იყო ავ­ტო­მა­ტუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც, ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ვენ­ტი­ლა­ციო არ­ხებ­ში წვის პრო­დუქ­ტე­ბის გა­უვრცე­ლებ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დად­გინ­და, რომ სას­ტუმ­რო­ში სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი სწო­რედ გ.მ. და ფ.ი. იყ­ვნენ. მათ მიერ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად, 2017 წლის 24 ნო­ემ­ბერს, სას­ტუმ­რო­ში გაჩ­ნდა ხან­ძა­რი, რა დრო­საც, ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო, CO-თი გა­მოწ­ვე­უ­ლი მწვა­ვე ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით გარ­და­იც­ვა­ლა 11 პირი, სას­ტუმ­როს სხვა­დას­ხვა სარ­თულ­ზე მყოფ­მა 19-მა პირ­მა კი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 243-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, იმ პი­რის მიერ, ვი­საც ამ წე­სის დაც­ვა ევა­ლე­ბო­და, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ან სხვა მძი­მე შე­დე­გი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხან­ძრამ­დე სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" ჩა­ტარ­და გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა, გა­მოვ­ლინ­და დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­სას­წო­რებ­ლად პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს მი­ე­ცათ გო­ნივ­რუ­ლი ვადა. გან­მე­ო­რე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბა სას­ტუმ­რო­ში 2017 წლის 20 ივ­ნისს გან­ხორ­ცი­ელ­და, რის შე­დე­გა­დაც, „ლეო გრან­დი“ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­ჯა­რიმ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" მომ­ხდა­რი ფაქ­ტი ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ხან­ძა­რია. პო­ლი­ცი­ამ და მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა, უშუ­ა­ლოდ ხან­ძრის მო­მენ­ტში, 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს ყვე­ლა სა­ჯა­რო თუ კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, და­იც­ვან სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი, რათა და­ვიც­ვათ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა" - აღ­ნიშ­ნა ჭე­ლი­ძემ.

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" ხან­ძა­რი 2017 წლის 24 ნო­ემ­ბერს გაჩ­ნდა. ხაძ­რის შე­დე­გად 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, რო­მელ­თა­გან 10 სა­ქარ­თვე­ლოს და 1 ირა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე იყო, ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 21 ადა­მი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო 2 პირი დააკავეს - შსს გამოძიების შედეგებს ასაჯაროებს

"ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო 2 პირი დააკავეს - შსს გამოძიების შედეგებს ასაჯაროებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო "ლეო გრანდის" ხანძრის ფაქტზე, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, 2 პირი დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო "ლეო გრანდში" სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

გამოძიებამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად, დაადგინა, რომ სასტუმრო "ლეო გრანდი" სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ, შენობა აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით, ასევე, უზრუნველყოფილი არ იყო ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინაღმდეგო ვენტილაციის პროექტირებით, რათა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, შენობის სხვა სათავსებიდან შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების ევაკუაცია. მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილადაალებადი ნივთიერებები, გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები.

ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში დამონტაჟებული არ იყო ავტომატური მოწყობილობა, რომელიც, ხანძრის შემთხვევაში, სავენტილაციო არხებში წვის პროდუქტების გაუვრცელებლობას უზრუნველყოფდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელი პირები სწორედ გ.მ. და ფ.ი. იყვნენ. მათ მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც, ძლიერი დაკვამლიანების გამო, CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19-მა პირმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

შეგახსენებთ, რომ ხანძრამდე სასტუმრო "ლეო გრანდში" ჩატარდა გეგმიური შემოწმება, გამოვლინდა დარღვევები, რომელთა გამოსასწორებლად პასუხისმგებელ პირებს მიეცათ გონივრული ვადა. განმეორებითი შემოწმება სასტუმროში 2017 წლის 20 ივნისს განხორციელდა, რის შედეგადაც, „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაჯარიმდა.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარი ფაქტი ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ხანძარია. პოლიციამ და მეხანძრე-მაშველებმა, უშუალოდ ხანძრის მომენტში, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას, დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები, რათა დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა" - აღნიშნა ჭელიძემ.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ