რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერი ამოტრილდა და ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილია ტრაილერის მძღოლი.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დამწვრობები აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სახანძღო სამაშველლო ბრიგადა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ავტროსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: "გურიანიუსი"