შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, უწყება დაინტერესდა ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციებით, სადაც კონკრეტული პირები მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ადევნების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.