საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ქურდავენ მაღაზიებს არასრულწლოვანები თბილისში? - "პალიტრანიუსი" სათვალთვალო კამერების ექსკლუზიურ ჩანაწერებს აქვეყნებს
როგორ ქურდავენ მაღაზიებს არასრულწლოვანები თბილისში? - "პალიტრანიუსი" სათვალთვალო კამერების ექსკლუზიურ ჩანაწერებს აქვეყნებს

ბოლო პე­რი­ოდ­ში 14 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვებ­მა საგ­რძნობ­ლად იმა­ტა. მა­ღა­ზი­ე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი, ოფი­სე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მათი ძარ­ცვის ძი­რი­თა­დი ობი­ექ­ტე­ბია, რა­საც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბიც აფიქ­სი­რებს. ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მიერ მა­ღა­ზი­ე­ბის გა­ქურდვის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს. ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, რო­გორ მი­დის ორი არას­რუ­წლო­ვა­ნი მა­ღა­ზი­ას­თან, ერთ-ერთი სახ­რახ­ნი­სით ხსნის კარს და სა­ლა­რო­დან ფული მი­აქვს, მე­ო­რე კი მას გა­რეთ ელო­დე­ბა. ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მიერ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის ძარ­ცვის არა­ერ­თი ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს მხო­ლოდ თბი­ლის­ში 50-მდე მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და. არას­რულ­წლოვ­ნე­ბი იპა­რა­ვენ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, ტან­საც­მლი­სა და ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ებ­ში და სხვა­გან, რაც ზოგ­ჯერ დღის სა­ა­თებ­ში ხდე­ბა.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 14 წლამ­დე მო­ზარ­დებ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ ვრცელ­დე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა­ში ხე­დავს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ამ ეტაპ­ზე კა­ნო­ნის გა­და­ხედ­ვა არ იგეგ­მე­ბა, რა­საც იუ­რის­ტე­ბიც გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან, მათი აზ­რით, არას­რულ­წლოვ­ნებ­ში სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი ვერ იქ­ნე­ბა და მოგ­ვა­რე­ბის გზებს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ხე­და­ვენ.

არას­რულ­წლო­ვან­თა და­ნა­შა­უ­ლი რომ გახ­ში­რე­ბუ­ლია, ამას შს მი­ნის­ტრიც აღ­ნიშ­ნავს. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, არას­რულ­წლო­ვან­თა კო­დექსმა, რო­მე­ლიც 2016 წლის პირ­ველ იან­ვარს ამოქ­მედ­და, გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღო, თუმ­ცა 14 წლამ­დე მო­ზარ­დებ­ში და­ნა­შა­უ­ლი გაზ­რდი­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00

როგორ ქურდავენ მაღაზიებს არასრულწლოვანები თბილისში? - "პალიტრანიუსი" სათვალთვალო კამერების ექსკლუზიურ ჩანაწერებს აქვეყნებს

როგორ ქურდავენ მაღაზიებს არასრულწლოვანები თბილისში? - "პალიტრანიუსი" სათვალთვალო კამერების ექსკლუზიურ ჩანაწერებს აქვეყნებს

ბოლო პერიოდში 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. მაღაზიები, აფთიაქები, ოფისები და ავტომობილები მათი ძარცვის ძირითადი ობიექტებია, რასაც სათვალთვალო კამერებიც აფიქსირებს. ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" არასრულწლოვნების მიერ მაღაზიების გაქურდვის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. ვიდეოებში ჩანს, როგორ მიდის ორი არასრუწლოვანი მაღაზიასთან, ერთ-ერთი სახრახნისით ხსნის კარს და სალაროდან ფული მიაქვს, მეორე კი მას გარეთ ელოდება. ბოლო თვეების განმავლობაში არასრულწლოვნების მიერ სავაჭრო ობიექტების ძარცვის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, წელს მხოლოდ თბილისში 50-მდე მსგავსი შემთხვევა მოხდა. არასრულწლოვნები იპარავენ სუპერმარკეტებში, ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიებში და სხვაგან, რაც ზოგჯერ დღის საათებში ხდება.

იმის გათვალისწინებით, რომ 14 წლამდე მოზარდებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება, მოსახლეობის ნაწილი პრობლემის მოგვარებას კანონის გამკაცრებაში ხედავს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კანონის გადახედვა არ იგეგმება, რასაც იურისტებიც გამართლებულად მიიჩნევენ, რადგან, მათი აზრით, არასრულწლოვნებში სადამსჯელო ღონისძიება გამოსავალი ვერ იქნება და მოგვარების გზებს სხვა მიმართულებით ხედავენ.

არასრულწლოვანთა დანაშაული რომ გახშირებულია, ამას შს მინისტრიც აღნიშნავს. გიორგი გახარიას თქმით, არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც 2016 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, გარკვეული შედეგები გამოიღო, თუმცა 14 წლამდე მოზარდებში დანაშაული გაზრდილია.

წაიკითხეთ ასევე:

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს