პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შათირიშვილი და ლილუაშვილი ბორდის წევრები გახდნენ - პარლამენტმა ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო
შათირიშვილი და ლილუაშვილი ბორდის წევრები გახდნენ - პარლამენტმა ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო

პარ­ლა­მენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ში არ­სე­ბულ ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ორი კან­დი­და­ტი - უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­დგი­ნე­ბით ზაზა შა­თი­რიშ­ვი­ლი და აჭა­რის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭოს კვო­ტით ბე­სიკ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი აირ­ჩია.

პარ­ლა­მენ­ტმა უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­რეთ მყო­ფი დე­პუ­ტა­ტე­ბის კვო­ტით წარ­დგე­ნი­ლი ნი­ნია კა­კა­ბა­ძის კან­დი­და­ტუ­რა ჩა­აგ­დო - მას მხა­რი პარ­ლა­მენ­ტის მხო­ლოდ 11-მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა, ხოლო 40-მა დე­პუ­ტატ­მა კა­კა­ბა­ძის კან­დი­და­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ხმა. კენ­ჭი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ წარ­დგე­ნილ ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რა­საც ეყა­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩა­ვარ­და (3-მომ­ხრე, 45-წი­ნა­აღ­მდე­გი). რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ დევ­და­რი­ან­მა სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა, პარ­ლა­მენ­ტში შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა არ შე­სუ­ლა, რის გა­მოც დევ­და­რი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რა კენ­ჭისყრა­ზე დად­გა.

ზაზა შა­თი­რაშ­ვი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის კვო­ტით, 103 ხმით და­ამ­ტკი­ცეს (8 - წი­ნა­აღ­მდე­გი), რაც შე­ე­ხე­ბა ბე­სიკ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას, ის 101 ხმით (5 - წი­ნა­აღ­მდე­გი) აირ­ჩი­ეს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ში ორი ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლი რჩე­ბა.

"არ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას 18 აპ­რი­ლი­დან შე­უდ­გე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­რეთ დარ­ჩე­ნილ წევ­რებს და სა­ხალ­ხო დამ­ცველს, მათ შე­უძ­ლი­ათ ათი დღის ვა­და­ში წა­რად­გი­ნონ იგი­ვე ან სხვა კან­დი­და­ტუ­რა", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

შათირიშვილი და ლილუაშვილი ბორდის წევრები გახდნენ - პარლამენტმა ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო

შათირიშვილი და ლილუაშვილი ბორდის წევრები გახდნენ - პარლამენტმა ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ორი კანდიდატი - უმრავლესობის წარდგინებით ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესმა საბჭოს კვოტით ბესიკ ლილუაშვილი აირჩია.

პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო - მას მხარი პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა დეპუტატმა კაკაბაძის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭი სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ზვიად დევდარიანის კანდიდატურასაც ეყარა, რომელიც ასევე ჩავარდა (3-მომხრე, 45-წინააღმდეგი). როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტში შესაბამისი განცხადება არ შესულა, რის გამოც დევდარიანის კანდიდატურა კენჭისყრაზე დადგა.

ზაზა შათირაშვილი უმრავლესობის კვოტით, 103 ხმით დაამტკიცეს (8 - წინააღმდეგი), რაც შეეხება ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურას, ის 101 ხმით (5 - წინააღმდეგი) აირჩიეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორი ვაკანტური ადგილი რჩება.

"არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 18 აპრილიდან შეუდგებიან. რაც შეეხება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ წევრებს და სახალხო დამცველს, მათ შეუძლიათ ათი დღის ვადაში წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.

როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა - რა თანხის დახარჯვა გეგმავს მერია?

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - განახლებული ინფორმაცია  stop.gov.ge-დან

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია პროკურატურასთან შეუძლოდ გახდა - იგი კლინიკაში გადაიყვანეს