პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია მადრიდში - დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია მადრიდში - დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი

ქარ­თვე­ლი და ეს­პა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად ქა­ლაქ მად­რიდ­ში, ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 4 წევ­რი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინ­ზე შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ოთხი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ქა­ლაქ მად­რიდ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს ქურ­დავ­დნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო: ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 4 წევ­რი მად­რიდ­ში და­ა­კა­ვეს - რა ნივ­თე­ბი ამო­ი­ღეს ნივთმტკი­ცე­ბად?

”სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან მუდ­მი­ვი კავ­ში­რი აქვთ და თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ოპე­რა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და ყვე­ლა სა­ჭი­რო ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის კუ­თხით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ენი­ჭე­ბა ინ­ტერ­პოლ­თან და ევ­რო­პოლ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ასე­ვე, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის ატა­შე­ე­ბის მუ­შა­ო­ბას. ეფექ­ტი­ა­ნი სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია რამ­დე­ნი­მე დღის წინ მად­რიდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­აც. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნულ პო­ლი­ცი­ას­თან ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, ქა­ლაქ მად­რიდ­ში და­კა­ვე­ბულ იქნა ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 4 წევ­რი. ოთხი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ინი­ცი­ა­ტო­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­მელ­მაც ეს­პა­ნელ კო­ლე­გებს ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ქა­ლაქ მად­რიდ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს ქურ­დავ­დნენ”, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და 9 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

”და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხ­ლე­ბით, რაც კრი­მი­ნა­ლურ-და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რო­ბას, ქურ­დო­ბას, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბას გუ­ლის­ხმობს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 2-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბას ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი აწარ­მო­ებს”, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან.

”ამ ეტაპ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - აღ­ნიშ­ნა ჭე­ლი­ძემ.

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია მადრიდში - დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია მადრიდში - დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი

ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად ქალაქ მადრიდში, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინზე შსს-ს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ.

იხილეთ ვიდეო: ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი მადრიდში დააკავეს - რა ნივთები ამოიღეს ნივთმტკიცებად?

”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს. ქართველ სამართალდამცველებს ევროპელ კოლეგებთან მუდმივი კავშირი აქვთ და თანამშრომლობენ ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას, ასევე, ევროპის ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების მუშაობას. ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შედეგია რამდენიმე დღის წინ მადრიდში ჩატარებული სპეცოპერაციაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ პოლიციასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ მადრიდში დაკავებულ იქნა ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნული საქმის ინიციატორი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ესპანელ კოლეგებს ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა კრიმინალური დაჯგუფების და მისი საქმიანობის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ”, - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

”დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს”, - განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან.

”ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ჭელიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ