პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი გათავისუფლება საშიშია, შეიძლება მისი ლიკვიდაციაც მოახდინონ" - სოსო რობაქიძე ბრალდებულის შესახებ და დაპირისპირება სასამართლო დარბაზში
"მისი გათავისუფლება საშიშია, შეიძლება მისი ლიკვიდაციაც მოახდინონ" - სოსო რობაქიძე ბრალდებულის შესახებ და დაპირისპირება სასამართლო დარბაზში

ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის მა­მის სოსო რო­ბა­ქი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაც­ვის მხა­რეს და ბრალ­დე­ბუ­ლებს სურთ, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ზაზა ბაქ­რა­ძე არ და­ი­კი­თხოს. სოსო რო­ბა­ქი­ძე აცხა­დებს, რომ თუ ბაქ­რა­ძეს ჩვე­ნე­ბა არ ექ­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი, ისე მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ში­შია.

"ამათ უნ­დათ, რომ ბაქ­რა­ძემ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა ვერ მო­ას­წროს, თა­ნახ­მა არი­ან ბაქ­რა­ძე გა­რეთ გა­მო­ვი­დეს. თუ ბაქ­რა­ძეს ჩვე­ნე­ბა არ ექ­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი, ისე მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ში­შია. რას ეტყვი­ან, ვინ შე­ა­ში­ნებს, არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა მისი ლიკ­ვი­და­ცი­აც მო­ახ­დი­ნონ. თუ ბაქ­რა­ძის ჩვე­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს ექ­ნე­ბა, მერე აზრი არ აქვს მას­თან ვინ­მე მივა თუ არა. და­კი­თხეთ მისი შვი­ლი, რო­გორ აში­ნებ­დნენ, ვიდ­რე ბაქ­რა­ძე ჩა­მო­ვი­დო­და", - გა­ნა­ცხა­და სოსო რო­ბა­ქი­ძემ.

ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არაა დღეს პა­ტიმ­რო­ბა­ში ვიქ­ნე­ბი თუ არა - მე დღეს მინ­და სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე სი­მარ­თლე ვთქვა და ვალი მო­ვი­ხა­დო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, ვი­საც აღარ ყავთ 19 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც ახლა 33 წლის იქ­ნე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ დღეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბაქ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პირ­ველ რიგ­ში ის სწო­რედ რო­ბა­ქი­ძის მშობ­ლე­ბის წი­ნა­შე გრძნობს თავს დამ­ნა­შა­ვედ.

”მათ მო­ვუხ­დი პირ­ველ რიგ­ში ბო­დიშს და ჩემს შვი­ლებს. მე ჩა­ვი­დი­ნე და­ნა­შა­უ­ლი. მარ­თა­ლია, მათი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, მაგ­რამ მე ვთვლი, რომ ის გაგ­რძე­ლე­ბა, რაც ამას მოჰ­ყვა, არა­ნა­ი­რად არ იყო ამა­ზე ნაკ­ლე­ბი. მე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ ან გუ­შინ­წინ არ მი­მი­ღია. 2013 წელს მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში იგი­ვე ვთქვი, უბ­რა­ლოდ იყო მო­მენ­ტი, რა­საც სა­სა­მარ­თლოს მო­ვახ­სე­ნებ, რამ შე­უ­შა­ლა ხელი იმას, დე­ტა­ლუ­რად მე­ღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი”, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც მისი მი­სა­მარ­თით ის­მის, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს.

”ძა­ლი­ან გთხოვთ თავი შე­ვი­კა­ვოთ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან - უჯ­რი­დან გა­მო­ღე­ბუ­ლი მოწ­მე, ბრალ­დე­ბის მოწ­მე და ა.შ. მე არა­ვის მძე­ვა­ლი არ ვარ. ჩა­მო­ვე­დი ჩემი სურ­ვი­ლით. მე თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი პირ­ველ რიგ­ში, დარ­ბაზ­ში მყო­ფი ორი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე - ესე­ნი არი­ან ბა­ტო­ნი სოსო რო­ბა­ქი­ძე და ია მეტ­რე­ვე­ლი”, - აღ­ნიშ­ნა ბაქ­რა­ძემ.

ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მის გან­ხილ­ვა ხმა­უ­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­სა და რო­ბა­ქი­ძის ახ­ლობ­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და. სოსო რო­ბა­ქი­ძის ძმამ ერთ-ერთი ბრალ­დე­ბულს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც მას დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს ასე­ვე სოსო რო­ბა­ქი­ძე­საც. სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და ასე­ვე გუ­რამ დო­ნა­ძე­სა და ია მეტ­რე­ველს შო­რი­საც. და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც დაც­ვის მხა­რემ ზაზა ბაქ­რა­ძის და­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე არ უნდა და­ი­კი­თხოს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „დღის თე­მა­ში“ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გუ­რამ დო­ნა­ძე და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ მი­ქა­ძე შან­ტაჟ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან აღი­ა­რა, რომ 2004 წელს რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღე­ბი მი­ი­ტა­ნეს. მისი თქმით, ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ქა­ძემ მი­ი­ტა­ნა. ასე­ვე ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, რომ რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, რომ ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ არის, გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან ინა­ხე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მისი გათავისუფლება საშიშია, შეიძლება მისი ლიკვიდაციაც მოახდინონ" - სოსო რობაქიძე ბრალდებულის შესახებ და დაპირისპირება სასამართლო დარბაზში

"მისი გათავისუფლება საშიშია, შეიძლება მისი ლიკვიდაციაც მოახდინონ" - სოსო რობაქიძე ბრალდებულის შესახებ და დაპირისპირება სასამართლო დარბაზში

ამირან (ბუტა) რობაქიძის მამის სოსო რობაქიძის ინფორმაციით, დაცვის მხარეს და ბრალდებულებს სურთ, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე არ დაიკითხოს. სოსო რობაქიძე აცხადებს, რომ თუ ბაქრაძეს ჩვენება არ ექნება მიცემული, ისე მისი გათავისუფლება საშიშია.

"ამათ უნდათ, რომ ბაქრაძემ ჩვენების მიცემა ვერ მოასწროს, თანახმა არიან ბაქრაძე გარეთ გამოვიდეს. თუ ბაქრაძეს ჩვენება არ ექნება მიცემული, ისე მისი გათავისუფლება საშიშია. რას ეტყვიან, ვინ შეაშინებს, არ ვიცი, შეიძლება მისი ლიკვიდაციაც მოახდინონ. თუ ბაქრაძის ჩვენება სასამართლოს ექნება, მერე აზრი არ აქვს მასთან ვინმე მივა თუ არა. დაკითხეთ მისი შვილი, როგორ აშინებდნენ, ვიდრე ბაქრაძე ჩამოვიდოდა", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა დღეს პატიმრობაში ვიქნები თუ არა - მე დღეს მინდა სასამართლოს წინაშე სიმართლე ვთქვა და ვალი მოვიხადო იმ ადამიანების წინაშე, ვისაც აღარ ყავთ 19 წლის ბიჭი, რომელიც ახლა 33 წლის იქნებოდა, - ამის შესახებ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დღეს სასამართლოში განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პირველ რიგში ის სწორედ რობაქიძის მშობლების წინაშე გრძნობს თავს დამნაშავედ.

”მათ მოვუხდი პირველ რიგში ბოდიშს და ჩემს შვილებს. მე ჩავიდინე დანაშაული. მართალია, მათი შვილის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ის გაგრძელება, რაც ამას მოჰყვა, არანაირად არ იყო ამაზე ნაკლები. მე ეს გადაწყვეტილება გუშინ ან გუშინწინ არ მიმიღია. 2013 წელს მე სატელევიზიო ეთერში იგივე ვთქვი, უბრალოდ იყო მომენტი, რასაც სასამართლოს მოვახსენებ, რამ შეუშალა ხელი იმას, დეტალურად მეღიარებინა დანაშაული”, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, შეურაცხმყოფელი ბრალდებების წინააღმდეგ, რომელიც მისი მისამართით ისმის, აუცილებლად მიმართავს სასამართლოს.

”ძალიან გთხოვთ თავი შევიკავოთ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან - უჯრიდან გამოღებული მოწმე, ბრალდების მოწმე და ა.შ. მე არავის მძევალი არ ვარ. ჩამოვედი ჩემი სურვილით. მე თავს ვალდებულად ვთვლი პირველ რიგში, დარბაზში მყოფი ორი ადამიანის წინაშე - ესენი არიან ბატონი სოსო რობაქიძე და ია მეტრეველი”, - აღნიშნა ბაქრაძემ.

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. ბრალდებულებსა და რობაქიძის ახლობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. სოსო რობაქიძის ძმამ ერთ-ერთი ბრალდებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს.

დარბაზი დაატოვებინეს ასევე სოსო რობაქიძესაც. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ასევე გურამ დონაძესა და ია მეტრეველს შორისაც. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვის მხარემ ზაზა ბაქრაძის დაკითხვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა და განაცხადა, რომ ის როგორც ბრალდების მხარის მოწმე არ უნდა დაიკითხოს.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს