პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაჩნდა თბილისში პირველი ქუჩები და რა ეწერა ერეკლე მეფის დროინდელ კანონში ქალაქის შენობებზე
როგორ გაჩნდა თბილისში პირველი ქუჩები და რა ეწერა ერეკლე მეფის დროინდელ კანონში ქალაქის შენობებზე

რო­გო­რი იყო თბი­ლი­სი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, რა სა­ზღვრებ­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი, რო­გორ გაჩ­ნდა ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლი ქუჩა თუ უბა­ნი, ეს თე­მე­ბი ჩვენს მკი­თხველს ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებს და ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ეც­ნო­ბა სტა­ტი­ებს. ამი­ტომ, ახ­ლაც მათი თხოვ­ნით, "თბი­ლი­სის ჰამ­ქრის" თავ­მჯდო­მა­რეს­თან, ცირა ელი­საშ­ვილ­თან ერ­თად, თბი­ლის­ზე ვი­სა­უბ­რებთ და გან­ვი­ხი­ლავთ თე­მას, რო­გორ და რო­დის მოხ­და ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბად და­ყო­ფა, რო­მე­ლია თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი ქუ­ჩე­ბი.

- პირ­ვე­ლი ქუ­ჩე­ბი თბი­ლის­ში იყო იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ამ ქა­ლაქს სა­ერ­თოდ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, აბა­ნო­თუბ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს ქუ­ჩე­ბია - აბა­ნოს და სამ­ღერბრო­სი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ისი­ნი არა­გეგ­მი­უ­რა­დაა დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლი ღერ­ძია, რო­მე­ლიც ურ­ბა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, თბი­ლის­ში წარ­მო­იქ­მნა. ვი­ნა­ი­დან თბი­ლი­სი სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ას ით­ვი­სებ­და, ცოტა ძნე­ლია ამ თვალ­საზ­რი­სით, მყა­რად ხა­ზე­ბის გავ­ლე­ბა, მაგ­რამ უბ­ნე­ბი­დან ვი­ცით, რომ პირ­ვე­ლი იყო "კალა", "სე­ი­და­ბა­დი". ამას ის­ტო­რი­უ­ლი რუ­კე­ბიც გვი­დას­ტუ­რებს. უბ­ნე­ბი იყო მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზეც და ეს გახ­ლდათ ე.წ. ისნი, ანუ ავ­ლა­ბა­რი, რა­საც შემ­დეგ სო­ლო­ლა­კი, ვერა, ვაკე, სა­ბურ­თა­ლო მოჰ­ყვა.

არ­სე­ბობს ერეკ­ლეს პე­რი­ო­დის სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც "თბი­ლი­სუ­რი გამ­წე­სე­ბა" ჰქვია, სა­დაც წე­რია რო­გო­რი შე­ნო­ბე­ბი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. "თბი­ლი­სუ­რი გან­წე­სე­ბა" მო­ქა­ლა­ქე­თა სურ­ვი­ლე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტია (დღე­ვან­დე­ლი გა­გე­ბით, ერეკ­ლესდრო­ინ­დე­ლი კა­ნო­ნი), რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ქმე­დი­თი იყო, რად­გან პირ­და­პირ ეწე­რა, რომ თუ აი­ვა­ნი, რა­ი­მე სა­ხით მე­ზობ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქ­ნე­ბო­და გა­და­სუ­ლი, ასე­თი აივ­ნის დე­მონ­ტა­ჟი უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

მე­ფის რუ­სე­თის პე­რი­ოდ­ში უკვე გეგ­მი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის თემა შე­მო­ვი­და და პირ­ვე­ლი მა­გის­ტრა­ლუ­რი ხა­ზე­ბი გა­ვი­და - მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მა­შინ­დე­ლი გო­ლო­ვი­ნის (რუს­თა­ვე­ლი), მარ­ცხე­ნა­ზე - მა­შინ­დე­ლი მი­ხე­ი­ლის (აღ­მა­შე­ნებ­ლის) გამ­ზი­რი და ამის პა­რა­ლე­ლუ­რი უჯრე­დო­ვა­ნი განშლე­ბი. ეს სქე­მა დღემ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან ვამ­ბობთ, რომ ის არ­ქი­ტექ­ტუ­რა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, ძი­რი­თა­დად, ძვე­ლია და ამას თა­ვის მი­ზე­ზი აქვს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- თბი­ლი­სის ბოლო დარ­ბე­ვა 1795 წელს, კრწა­ნი­სის ომის დროს მოხ­და, ქა­ლა­ქი სრუ­ლად გა­ნად­გურ­და და შემ­დგომ ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა მე­ფის რუ­სე­თის­დრო­ინ­დელ შე­ნე­ბას, ე.წ. ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის შე­მოს­ვლას და­ემ­თხვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვამ­ბობთ, რომ შუ­ა­სა­უ­კუ­ნებ­რი­ვი ქუ­ჩა­თა ქსე­ლი თბი­ლის­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია.

- მარ­თლაც, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი და ძვე­ლი ქუ­ჩე­ბი სი­გა­ნე­ში არ არის გაზ­რდი­ლი...

- ეს ვერც მოხ­დე­ბო­და, მა­შინ არ­სე­ბუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა უნდა აღე­ბუ­ლი­ყო. კონ­კრე­ტულ ად­გი­ლებ­ზე საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში თბ­ლი­სის გენ­გეგ­მის ფარ­გლებ­ში არ მოხ­და შე­ნო­ბა­თა აღე­ბა. მა­გა­ლი­თად, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩას თუ გან­ვი­ხი­ლავთ, ქუ­ჩის ერთი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მო­ე­დან­ზე გა­დის, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­დი­დე­ბუ­ლია, ისე­ვე რო­გორ კოს­ტა­ვას ქუჩა, რო­მე­ლიც ზე­მელს უერ­თდე­ბა. ისიც გა­დი­დე­ბუ­ლია იმ პა­სა­ჟის სა­ხით, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის ხარ­ჯზე, შე­ნო­ბე­ბის ქვეშ, გა­სას­ვლე­ლის სა­ხით რომ გა­კეთ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლი­სი მა­ინც XIX სა­უ­კუ­ნის ქა­ლა­ქია, მა­ინც ვამ­ბობთ, რომ აქ შუ­ა­სა­უ­კუ­ნებ­რი­ვი ქუ­ჩა­თა ქსე­ლი არ­სე­ბობს, ამას იმით ვა­დას­ტუ­რებთ, რომ კრწა­ნი­სის ომის დროს და­ინ­გრა ის, რაც მი­წის ზე­მოთ იყო და დარ­ჩა სარ­და­ფე­ბი. რო­დე­საც ახა­ლი თბი­ლი­სის აგე­ბა და­ი­წყო, XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან სწო­რედ ის გა­დარ­ჩე­ნი­ლი სარ­და­ფე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს და მას­ზე ახა­ლი სახ­ლე­ბი და­აყ­რდნეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ახა­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი, არ­სე­ბულ ქუ­ჩა­თა ქსელს მიჰ­ყვე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ არის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი შუ­ა­სა­უ­კუ­ნებ­რი­ვი ქუ­ჩა­თა ქსე­ლი, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით კა­ლას უბანს ეხე­ბა, ასე­ვე აბა­ნო­თუ­ბანს.

- ე.ი. რო­გორც გა­მო­იკ­ვე­თა, პირ­ველ ქუ­ჩე­ბი აბა­ნო­სი და სამ­ღებ­რო­სი ყო­ფი­ლა...

- სამ­ღებ­როს და აბა­ნოს ქუჩა ეს პირ­ვე­ლი ტე­რი­ტო­რი­აა და იყო ქუ­ჩე­ბი, რომ­ლე­ბიც ე.წ. გა­ლავ­ნის შიდა ნა­წილ­ში არ­სე­ბობ­და. გა­ლა­ვა­ნი კი ნა­რი­ყა­ლი­დან სო­ლო­ლა­კის ქე­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და, ჩა­მო­დი­ო­და და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, იქი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და გა­დი­ო­და პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე. შემ­დეგ ბარ­თაშ­ვი­ლის აღ­მართს მტკვა­რი, გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ უერ­თდე­ბო­და. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რაც იყო, ეს გა­ლავ­ნის შიდა ქა­ლა­ქი გახ­ლდათ. მას­ში შე­დი­ო­და ზემო და ქვე­მო კალა. სწო­რედ, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­სა და უბან­ზე არის მო­საზ­რე­ბა, რომ იქ ჩა­ი­სა­ხა პირ­ვე­ლი ქუ­ჩა­თა ქსე­ლე­ბი.

თბი­ლი­სი სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმი­თაც, რომ ამ ქუ­ჩებს ფუნ­ქცი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ეძ­ლე­ო­და სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი. სამ­ღებ­როს ქუჩა, ფაქ­ტია, რომ იქ სა­ხე­ლოს­ნო იყო და ამი­ტომ და­ერ­ქვა, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე ოქ­რომ­ჭედ­ლე­ბი იყ­ვნენ, შუ­ა­ბა­ზა­რი სა­ვაჭ­რო ად­გილს ერ­ქვა. ბამ­ბის რიგ­ში ფარ­თლე­უ­ლი იყი­დე­ბო­და. ამას­თან, იქ იყო სი­რა­ჯხა­ნა, რაც ღვი­ნოს­თან იყო კავ­შირ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ­სე­ბობს ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის თე­მაც, მათ შო­რის, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ასე­თი ტი­პის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს და მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის სა­ხე­ლი შე­ეც­ვა­ლოს, რად­გა­ნაც ის­ტო­რი­ას ინა­ხავს, უფრო სწო­რად, ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ას პირ­და­პირ გვიყ­ვე­ბა.

ნოვე
3

ჰამქრის "უსტაბაშს" ვახლავართ! ძაან წოდება დაგირტყამს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

როგორ გაჩნდა თბილისში პირველი ქუჩები და რა ეწერა ერეკლე მეფის დროინდელ კანონში ქალაქის შენობებზე

როგორ გაჩნდა თბილისში პირველი ქუჩები და რა ეწერა ერეკლე მეფის დროინდელ კანონში ქალაქის შენობებზე

როგორი იყო თბილისი საუკუნეების წინ, რა საზღვრებში იყო მოქცეული, როგორ გაჩნდა ჩვენს დედაქალაქში პირველი ქუჩა თუ უბანი, ეს თემები ჩვენს მკითხველს ყოველთვის აინტერესებს და ყოველთვის სიამოვნებით ეცნობა სტატიებს. ამიტომ, ახლაც მათი თხოვნით, "თბილისის ჰამქრის" თავმჯდომარესთან, ცირა ელისაშვილთან ერთად, თბილისზე ვისაუბრებთ და განვიხილავთ თემას, როგორ და როდის მოხდა ქალაქის ქუჩებად დაყოფა, რომელია თბილისის პირველი ქუჩები.

- პირველი ქუჩები თბილისში იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც ამ ქალაქს საერთოდ ჩაეყარა საფუძველი, აბანოთუბნის ტერიტორიაზე. ეს ქუჩებია - აბანოს და სამღერბროსი. ფაქტობრივად, ისინი არაგეგმიურადაა დაპროექტებული და პირველი ღერძია, რომელიც ურბანული თვალსაზრისით, თბილისში წარმოიქმნა. ვინაიდან თბილისი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ტერიტორიას ითვისებდა, ცოტა ძნელია ამ თვალსაზრისით, მყარად ხაზების გავლება, მაგრამ უბნებიდან ვიცით, რომ პირველი იყო "კალა", "სეიდაბადი". ამას ისტორიული რუკებიც გვიდასტურებს. უბნები იყო მტკვრის მარცხენა სანაპიროზეც და ეს გახლდათ ე.წ. ისნი, ანუ ავლაბარი, რასაც შემდეგ სოლოლაკი, ვერა, ვაკე, საბურთალო მოჰყვა.

არსებობს ერეკლეს პერიოდის საინტერესო დოკუმენტი, რომელსაც "თბილისური გამწესება" ჰქვია, სადაც წერია როგორი შენობები უნდა აშენებულიყო. "თბილისური განწესება" მოქალაქეთა სურვილების მარეგულირებელი დოკუმენტია (დღევანდელი გაგებით, ერეკლესდროინდელი კანონი), რომელიც ძალიან ქმედითი იყო, რადგან პირდაპირ ეწერა, რომ თუ აივანი, რაიმე სახით მეზობლის ტერიტორიაზე იქნებოდა გადასული, ასეთი აივნის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო.

მეფის რუსეთის პერიოდში უკვე გეგმიური განაშენიანების თემა შემოვიდა და პირველი მაგისტრალური ხაზები გავიდა - მარჯვენა სანაპიროზე მაშინდელი გოლოვინის (რუსთაველი), მარცხენაზე - მაშინდელი მიხეილის (აღმაშენებლის) გამზირი და ამის პარალელური უჯრედოვანი განშლები. ეს სქემა დღემდე შენარჩუნებულია, ვინაიდან ვამბობთ, რომ ის არქიტექტურა, რომელიც თბილისის ისტორიული ნაწილის ტერიტორიაზეა, ძირითადად, ძველია და ამას თავის მიზეზი აქვს.

- რას გულისხმობთ?

- თბილისის ბოლო დარბევა 1795 წელს, კრწანისის ომის დროს მოხდა, ქალაქი სრულად განადგურდა და შემდგომ ქალაქის მშენებლობა მეფის რუსეთისდროინდელ შენებას, ე.წ. ევროპული სტილის შემოსვლას დაემთხვა. მიუხედავად ამისა, მაინც ვამბობთ, რომ შუასაუკუნებრივი ქუჩათა ქსელი თბილისში შენარჩუნებულია.

- მართლაც, ქალაქის ცენტრალური და ძველი ქუჩები სიგანეში არ არის გაზრდილი...

- ეს ვერც მოხდებოდა, მაშინ არსებული განაშენიანება უნდა აღებულიყო. კონკრეტულ ადგილებზე საბჭოთა პერიოდში თბლისის გენგეგმის ფარგლებში არ მოხდა შენობათა აღება. მაგალითად, მარჯანიშვილის ქუჩას თუ განვიხილავთ, ქუჩის ერთი ნაწილი, რომელიც მოედანზე გადის, ხელოვნურად გადიდებულია, ისევე როგორ კოსტავას ქუჩა, რომელიც ზემელს უერთდება. ისიც გადიდებულია იმ პასაჟის სახით, პირველი სართულის ხარჯზე, შენობების ქვეშ, გასასვლელის სახით რომ გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მაინც XIX საუკუნის ქალაქია, მაინც ვამბობთ, რომ აქ შუასაუკუნებრივი ქუჩათა ქსელი არსებობს, ამას იმით ვადასტურებთ, რომ კრწანისის ომის დროს დაინგრა ის, რაც მიწის ზემოთ იყო და დარჩა სარდაფები. როდესაც ახალი თბილისის აგება დაიწყო, XIX საუკუნის დასაწყისიდან სწორედ ის გადარჩენილი სარდაფები გამოიყენეს და მასზე ახალი სახლები დააყრდნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნაგებობები, არსებულ ქუჩათა ქსელს მიჰყვებოდა. სწორედ ამიტომ არის შენარჩუნებული შუასაუკუნებრივი ქუჩათა ქსელი, ეს განსაკუთრებით კალას უბანს ეხება, ასევე აბანოთუბანს.

- ე.ი. როგორც გამოიკვეთა, პირველ ქუჩები აბანოსი და სამღებროსი ყოფილა...

- სამღებროს და აბანოს ქუჩა ეს პირველი ტერიტორიაა და იყო ქუჩები, რომლებიც ე.წ. გალავნის შიდა ნაწილში არსებობდა. გალავანი კი ნარიყალიდან სოლოლაკის ქედის მიმართულებით მიდიოდა, ჩამოდიოდა დადიანის ქუჩაზე, იქიდან თავისუფლებაზე და გადიოდა პუშკინის ქუჩაზე. შემდეგ ბართაშვილის აღმართს მტკვარი, გადაკვეთის შემდეგ უერთდებოდა. ამ ტერიტორიაზე რაც იყო, ეს გალავნის შიდა ქალაქი გახლდათ. მასში შედიოდა ზემო და ქვემო კალა. სწორედ, ამ ტერიტორიასა და უბანზე არის მოსაზრება, რომ იქ ჩაისახა პირველი ქუჩათა ქსელები.

თბილისი საინტერესო იყო იმითაც, რომ ამ ქუჩებს ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ეძლეოდა სახელწოდებები. სამღებროს ქუჩა, ფაქტია, რომ იქ სახელოსნო იყო და ამიტომ დაერქვა, ვერცხლის ქუჩაზე ოქრომჭედლები იყვნენ, შუაბაზარი სავაჭრო ადგილს ერქვა. ბამბის რიგში ფართლეული იყიდებოდა. ამასთან, იქ იყო სირაჯხანა, რაც ღვინოსთან იყო კავშირში. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ისტორიული მეხსიერების თემაც, მათ შორის, არამატერიალური, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის სახელწოდებები უნდა შენარჩუნდეს და მიზანშეწონილი არ არის სახელი შეეცვალოს, რადგანაც ისტორიას ინახავს, უფრო სწორად, ქალაქის ისტორიას პირდაპირ გვიყვება.