პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 შემთხვევა, როდესაც მარკ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა - "ფეისბუქის" უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა...
4 შემთხვევა, როდესაც მარკ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა - "ფეისბუქის" უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა...

"ფე­ის­ბუ­ქის" შე­სა­ხებ აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის ფონ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელს ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია. მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა აღი­ა­რა, რომ ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­კუ­თა­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის სა­თა­ნა­დოდ დაც­ვა და პი­რო­ბა დადო, რომ ამი­ე­რი­დან ყვე­ლა აპ­ლი­კა­ცი­ას ყუ­რა­დღე­ბით შე­ა­მოწ­მე­ბენ, რათა "კემ­ბრიჯ ანა­ლი­ტი­კას" მსგავ­სად, სხვა კომ­პა­ნი­ებ­მა პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ შეძ­ლონ.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც "ფე­ის­ბუ­ქის" დამ­ფუძ­ნე­ბელს ბო­დი­შის მოხ­და უწევს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის გამო, მომ­ხმა­რებ­ლებს ცუ­კერ­ბერ­გმა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვი­საც რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­ბო­დი­შა.

გა­სულ წელს "ფე­ის­ბუ­ქის­თვის" მთა­ვარ თა­ვის­ტკი­ვი­ლად ე.წ ფეიკ ნი­უ­სი, ანუ ყალ­ბი ამ­ბე­ბი იქცა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ვირუ­სუ­ლად ედე­ბო­და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს და ბევ­რი იჯე­რებ­და მათ. წელს კი, ფე­ის­ბუ­ქის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა შე­საძ­ლოა, მომ­ხმა­რებ­ლის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­უც­ვე­ლო­ბა გახ­დეს...

გა­ვიხ­სე­ნოთ 4 შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ცუ­კერ­ბერ­გმა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრა, რო­გორც ჩანს, ამ დრომ­დე ვერ მო­ა­ხერ­ხა...

2006 წლის სექ­ტემ­ბე­რი: "დამ­შვიდ­დით, ისუნ­თქეთ, ჩვენ გვეს­მის თქვე­ნი"

მას შემ­დეგ, რაც "ფე­ის­ბუქ­ზე" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ასა­კის შე­ზღუდ­ვა 13 წლი­დან გა­ნი­სა­ზღვრა, სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა ახა­ლი ფუნ­ქცია და­ა­მა­ტა - სი­ახ­ლე­ე­ბის ზოლი (News Feed). მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სი­ახ­ლემ "შე­ა­ში­ნა", რად­გან ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ბლოგ­ში "დამ­შვიდ­დით. ისუნ­თქეთ. ჩვენ გვეს­მის თქვე­ნი" ცუ­კერ­ბერ­გმა უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლებს უთხრა, რომ "ფე­ის­ბუ­ქი" ნაკ­ლე­ბად პრი­ვა­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი სოცქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა აღი­ა­რა, რომ შეც­დო­მა ნამ­დვი­ლად და­უშ­ვეს - სი­ახ­ლე­ე­ბის ზოლ­ში იმა­ზე მეტი ამ­ბა­ვი გა­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მომ­ხმა­რებ­ლებს სურ­დათ და ცუ­კერ­ბერ­გმა ბო­დი­ში სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­და.

2010 წლის მა­ი­სი: "ვაგ­რძე­ლებთ შე­ნე­ბას, ვაგ­რძე­ლებთ თქვენს მოს­მე­ნას"

"ფე­ის­ბუ­ქის" უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე ჟურ­ნალ­მა Wall Street Journal და­წე­რა - ემი­ლი სტი­ლი და ჯე­სი­კა ვა­სე­ლა­რო წერ­დნენ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი რეკ­ლა­მის განმცხა­დებ­ლებს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უნი­კა­ლურ ID-ებს აძ­ლევ­და.

შეც­დო­მა ცუ­კერ­ბერ­გმა აღი­ა­რა, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მსოფ­ლიო კი­დევ უფრო გახ­სნი­ლი იქ­ნე­ბო­და.

"ფე­ის­ბუ­ქი" ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტუ­დენ­ტუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლის პრო­ექ­ტი იყო, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლად გა­და­იქ­ცა და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­რა. ჩვენ გან­ვაგ­რძნობთ შე­ნე­ბას, თქვენს მოს­მე­ნას და ასე­ვე, გა­ვაგ­რძე­ლებთ დი­ა­ლოგს ყვე­ლას­თან, ვი­საც სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სურს," - აღ­ნიშ­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

2016 წლის ნო­ემ­ბე­რი: "აზრი, რომ "ფე­ის­ბუქ­ზე" ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ რა­მე­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია არ­ჩევ­ნებ­ზე, არა­რე­ა­ლუ­რია"

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცუ­კერ­ბერ­გმა სცა­და გა­ე­ბა­თი­ლე­ბი­ნა ეჭ­ვე­ბი, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე "ფე­ის­ბუქ­მა" რა­ი­მე როლი ითა­მა­შა:

"ჩემი აზ­რით, მო­საზ­რე­ბა, რომ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­ზი­ა­რე­ბულ­მა ყალბ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ (Fake News), რომ­ლის მო­ცუ­ლო­ბაც ძა­ლი­ან მცი­რეა, რა­ი­მე გავ­ლე­ნა იქო­ნია არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე, ძა­ლი­ან არა­რე­ა­ლუ­რი და სუ­ლე­ლუ­რია. ადა­მი­ა­ნე­ბი ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან და თვი­თო­ნაც ხვდე­ბი­ან, რა არის მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი" - გა­ნა­ცხა­და მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა.

2017 წლის სექ­ტემ­ბე­რი: "პა­ტი­ე­ბას ვი­თხოვ ყვე­ლას­გან და ვეც­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სად გა­ვა­კე­თო"

იომ-ქი­ფუ­რის (მი­ტე­ვე­ბის დღე იუ­და­იზ­მში) ბოლო დღეს მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა პა­ტი­ე­ბა ითხო­ვა შეც­დო­მე­ბის­თვის.

"ვი­საც გული ვატ­კი­ნე წელს, პა­ტი­ე­ბას ვთხოვ და ვეც­დე­ბი, უკე­თე­სი ვიყო. ასე­ვე, პა­ტი­ე­ბას ვი­თხოვ, თუ ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ი­ყე­ნეს ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ყო­ფად და არა გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად, ვი­მუ­შა­ვებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სად გა­მო­მი­ვი­დეს" - აღ­ნიშ­ნა "ფე­ის­ბუ­ქის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა სა­კუ­თარ პოს­ტში.

4 შემთხვევა, როდესაც მარკ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა - "ფეისბუქის" უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა...

4 შემთხვევა, როდესაც მარკ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა - "ფეისბუქის" უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა...

"ფეისბუქის" შესახებ აგორებული სკანდალის ფონზე სოციალური ქსელის დამფუძნებელს ბოდიშის მოხდა მოუწია. მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ ვერ მოახერხა საკუთარი მომხმარებლების უსაფრთხოების ნორმების სათანადოდ დაცვა და პირობა დადო, რომ ამიერიდან ყველა აპლიკაციას ყურადღებით შეამოწმებენ, რათა "კემბრიჯ ანალიტიკას" მსგავსად, სხვა კომპანიებმა პირადი მონაცემების გამოყენება ვერ შეძლონ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ფეისბუქის" დამფუძნებელს ბოდიშის მოხდა უწევს უსაფრთხოების ნორმების გამო, მომხმარებლებს ცუკერბერგმა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვისაც რამდენჯერმე მოუბოდიშა.

გასულ წელს "ფეისბუქისთვის" მთავარ თავისტკივილად ე.წ ფეიკ ნიუსი, ანუ ყალბი ამბები იქცა. სოციალურ ქსელში ხშირად გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია, რომელიც ვირუსულად ედებოდა ინტერნეტმომხმარებლებს და ბევრი იჯერებდა მათ. წელს კი, ფეისბუქის მთავარი პრობლემა შესაძლოა, მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაუცველობა გახდეს...

გავიხსენოთ 4 შემთხვევა, როდესაც ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა, თუმცა პრობლემების აღმოფხვრა, როგორც ჩანს, ამ დრომდე ვერ მოახერხა...

2006 წლის სექტემბერი: "დამშვიდდით, ისუნთქეთ, ჩვენ გვესმის თქვენი"

მას შემდეგ, რაც "ფეისბუქზე" მომხმარებლების ასაკის შეზღუდვა 13 წლიდან განისაზღვრა, სოციალურმა ქსელმა ახალი ფუნქცია დაამატა - სიახლეების ზოლი (News Feed). მომხმარებლების უმეტესობა სიახლემ "შეაშინა", რადგან ერთმანეთის შესახებ უამრავი ინფორმაციის მიღება გახდა შესაძლებელი. ბლოგში "დამშვიდდით. ისუნთქეთ. ჩვენ გვესმის თქვენი" ცუკერბერგმა უკმაყოფილო მომხმარებლებს უთხრა, რომ "ფეისბუქი" ნაკლებად პრივატული იქნებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ კი სოცქსელის დამფუძნებელმა აღიარა, რომ შეცდომა ნამდვილად დაუშვეს - სიახლეების ზოლში იმაზე მეტი ამბავი გამოჩნდა, ვიდრე მომხმარებლებს სურდათ და ცუკერბერგმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

2010 წლის მაისი: "ვაგრძელებთ შენებას, ვაგრძელებთ თქვენს მოსმენას"

"ფეისბუქის" უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ჟურნალმა Wall Street Journal დაწერა - ემილი სტილი და ჯესიკა ვასელარო წერდნენ, რომ სოციალური ქსელი რეკლამის განმცხადებლებს მომხმარებლების უნიკალურ ID-ებს აძლევდა.

შეცდომა ცუკერბერგმა აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ მისი სოციალური ქსელის საშუალებით მსოფლიო კიდევ უფრო გახსნილი იქნებოდა.

"ფეისბუქი" ჩვეულებრივი სტუდენტური საცხოვრებლის პროექტი იყო, რომელიც გლობალურ სოციალურ ქსელად გადაიქცა და მილიონობით ადამიანი ერთმანეთთან დააკავშირა. ჩვენ განვაგრძნობთ შენებას, თქვენს მოსმენას და ასევე, გავაგრძელებთ დიალოგს ყველასთან, ვისაც საკუთარი იდეების გაზიარება სურს," - აღნიშნა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა.

2016 წლის ნოემბერი: "აზრი, რომ "ფეისბუქზე" ყალბი ინფორმაციის გავრცელებამ რამენაირი გავლენა იქონია არჩევნებზე, არარეალურია"

აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ცუკერბერგმა სცადა გაებათილებინა ეჭვები, რომ არჩევნების შედეგებზე "ფეისბუქმა" რაიმე როლი ითამაშა:

"ჩემი აზრით, მოსაზრება, რომ "ფეისბუქზე" გაზიარებულმა ყალბმა ინფორმაციამ (Fake News), რომლის მოცულობაც ძალიან მცირეა, რაიმე გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, ძალიან არარეალური და სულელურია. ადამიანები ჭკვიანები არიან და თვითონაც ხვდებიან, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი" - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

2017 წლის სექტემბერი: "პატიებას ვითხოვ ყველასგან და ვეცდები, ყველაფერი უკეთესად გავაკეთო"

იომ-ქიფურის (მიტევების დღე იუდაიზმში) ბოლო დღეს მარკ ცუკერბერგმა პატიება ითხოვა შეცდომებისთვის.

"ვისაც გული ვატკინე წელს, პატიებას ვთხოვ და ვეცდები, უკეთესი ვიყო. ასევე, პატიებას ვითხოვ, თუ ჩემი ნამუშევარი გამოიყენეს ადამიანების დასაყოფად და არა გასაერთიანებლად, ვიმუშავებ, რომ ყველაფერი უკეთესად გამომივიდეს" - აღნიშნა "ფეისბუქის" დამფუძნებელმა საკუთარ პოსტში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი