სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დატოვა თანამდებობები გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამო
ვინ დატოვა თანამდებობები გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამო

16 მარტს, გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ტექ­ნი­კურ დარ­გში და გუ­და­უ­რის მთის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე თა­ვად­ვე მი­მარ­თეს.

”ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­ბა­გი­რო­ზე იყო, ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლია ამ საქ­მი­ა­ნო­ბას. ასე­ვე, ორმა ადა­მი­ან­მა მომ­მარ­თა იმის­თვის, რომ შე­ჩე­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მათი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ესე­ნი არი­ან მთის კუ­რორ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ტექ­ნი­კურ დარ­გში და ასე­ვე, გუ­და­უ­რის მთის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი (ირაკ­ლი ქა­და­გი­ძე). ეს ორი ადა­მი­ა­ნი ასე­ვე იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ისი­ნი აღ­ნიშ­ნულ­ზე გრძნო­ბენ მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მათ მომ­მარ­თეს, რომ შე­ჩე­რე­ბო­დათ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი”,- გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა სა­ბა­გი­რო­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია ”ბი­უ­რო ვე­რი­ტა­სის” პირ­ვე­ლა­დი დას­კვნა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. მი­სი­ვე თქმით, 16 მარტს, გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა ძაბ­ვის ვარ­დნის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნურ­მა შეც­დო­მებ­მა გა­მო­იწ­ვია. რო­გორც დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამო­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, რო­მელ­საც იძ­ლე­ვა მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა, დად­გინ­და, რომ 16 მარტს იყო ძაბ­ვის ვარ­დნა, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია სა­ბა­გი­როს გა­ჩე­რე­ბა, თუმ­ცა სა­ბა­გი­როს გა­ჩე­რე­ბის შემ­დეგ ოპე­რა­ტორს უნდა ემოქ­მე­და კონ­კრე­ტუ­ლი თან­მიმ­დევ­რო­ბით, ანუ ქმე­დე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის შემ­დეგ უნდა მო­ეხ­დი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ბა­გი­როს გა­დაყ­ვა­ნა დი­ზელ გე­ნე­რა­ტორ­ზე და იქ არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის მიყ­ვა­ნა იმ წერ­ტი­ლამ­დე, სა­ი­და­ნაც ისი­ნი ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ და დაც­ლიდ­ნენ სა­ბა­გი­როს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ვინ დატოვა თანამდებობები გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამო

ვინ დატოვა თანამდებობები გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამო

16 მარტს, გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა ეკონომიკის მინისტრს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე თავადვე მიმართეს.

”ოპერატორი, რომელიც საბაგიროზე იყო, ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. ასევე, ორმა ადამიანმა მომმართა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები. ესენი არიან მთის კურორტების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი (ირაკლი ქადაგიძე). ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას. ისინი აღნიშნულზე გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას. მათ მომმართეს, რომ შეჩერებოდათ თავიანთი უფლებამოსილებები”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია ”ბიურო ვერიტასის” პირველადი დასკვნა გაასაჯაროვა. მისივე თქმით, 16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერებიდან, რომელსაც იძლევა მოწყობილობაში ჩამონტაჟებული სპეციალური მეხსიერება, დადგინდა, რომ 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ გენერატორზე და იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები