მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია გუდაურის საბაგიროზე ავარია - კომპანია "ბიურო ვერიტასის" პირველადი დასკვნა ცნობილია
რამ გამოიწვია გუდაურის საბაგიროზე ავარია - კომპანია "ბიურო ვერიტასის" პირველადი დასკვნა ცნობილია

16 მარტს, გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა ძაბ­ვის ვარ­დნის შემ­დეგ მომ­ხდარ­მა ადა­მი­ა­ნურ­მა შეც­დო­მებ­მა გა­მო­იწ­ვია, - ამის შე­სა­ხებ პირ­ველ­მა ვიცე პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ბა­გი­რო­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია ”ბი­უ­რო ვე­რი­ტა­სის” პირ­ვე­ლა­დი დას­კვნა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

რო­გორც დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამო­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, რო­მელ­საც იძ­ლე­ვა მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა, დად­გინ­და, რომ ნამ­დვი­ლად 16 მარტს იყო ძაბ­ვის ვარ­დნა, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია სა­ბა­გი­როს გა­ჩე­რე­ბა, თუმ­ცა სა­ბა­გი­როს გა­ჩე­რე­ბის შემ­დეგ ოპე­რა­ტორს უნდა ემოქ­მე­და კონ­კრე­ტუ­ლი თან­მიმ­დევ­რო­ბით, ანუ ქმე­დე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის შემ­დეგ უნდა მო­ეხ­დი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ბა­გი­როს გა­დაყ­ვა­ნა დი­ზელ გე­ნე­რა­ტორ­ზე და იქ მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბის მიყ­ვა­ნა იმ წერ­ტი­ლამ­დე, სა­ი­და­ნაც ისი­ნი ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ და დაც­ლიდ­ნენ სა­ბა­გი­როს.

”დღეს არ­სე­ბუ­ლი დას­კვნით ოპე­რა­ტორ­მა და­უშ­ვა შეც­დო­მა. ქმე­დე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა არ იყო თან­ხვედ­რა­ში იმ ქმე­დე­ბებ­თან, რო­მე­ლიც გა­წე­რი­ლია ინ­სტრუქ­ცი­ა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეს იყო ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მის ფაქ­ტო­რი”, - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა გა­და­ე­ცე­მა შსს-ს, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს ოფი­ცი­ა­ლურ მოკ­ვლე­ვას და შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით და­ა­ყე­ნებს შე­სა­ბა­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის სა­კითხს.

”ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც იქ იყო, ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლია ამ საქ­მი­ა­ნო­ბას. ასე­ვე, ორმა ადა­მი­ან­მა მომ­მარ­თა იმის­თვის, რომ შე­ჩე­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მათი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ესე­ნი არი­ან მთის კუ­რორ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ტექ­ნი­კურ დარ­გში და ასე­ვე, გუ­და­უ­რის მთის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი. ეს ორი ადა­მი­ა­ნი ასე­ვე იღე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ისი­ნი გრძნო­ბენ მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აღ­ნიშ­ნულ­ზე. მათ მომ­მარ­თეს, რომ შე­ჩე­რე­ბო­დათ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი”,- გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რამ გამოიწვია გუდაურის საბაგიროზე ავარია - კომპანია "ბიურო ვერიტასის" პირველადი დასკვნა ცნობილია

რამ გამოიწვია გუდაურის საბაგიროზე ავარია - კომპანია "ბიურო ვერიტასის" პირველადი დასკვნა ცნობილია

16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ მომხდარმა ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია ”ბიურო ვერიტასის” პირველადი დასკვნა გაასაჯაროვა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერებიდან, რომელსაც იძლევა მოწყობილობაში ჩამონტაჟებული სპეციალური მეხსიერება, დადგინდა, რომ ნამდვილად 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ გენერატორზე და იქ მყოფი ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.

”დღეს არსებული დასკვნით ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც გაწერილია ინსტრუქციაში. შესაბამისად, ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა გადაეცემა შსს-ს, რომელიც აგრძელებს ოფიციალურ მოკვლევას და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს შესაბამის პასუხისმგებლობების საკითხს.

”ოპერატორი, რომელიც იქ იყო, ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. ასევე, ორმა ადამიანმა მომმართა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები. ესენი არიან მთის კურორტების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებენ პასუხისმგებლობას. ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნულზე. მათ მომმართეს, რომ შეჩერებოდათ თავიანთი უფლებამოსილებები”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ