პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირი ლონდონის მიმართ სიმბოლური მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთიდან ელჩს გამოიწვევს
ევროკავშირი ლონდონის მიმართ სიმბოლური მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთიდან ელჩს გამოიწვევს

ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი თვლი­ან, რომ ყო­ფი­ლი ორ­მა­გი რუსი აგენ­ტის, სკრი­პა­ლის მო­წამ­ვლა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სეთს ეკის­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტუსკმა გუ­შინ ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მე­თა­უ­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ა­კე­თა.

შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მიზ­ნი­თა და ლონ­დო­ნის მი­მართ სიმ­ბო­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად, მოს­კო­ვი­დან გა­მო­იწ­ვი­ონ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი, გერ­მა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტი მაკ­რუს ედე­რე­რი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს ტუს­კი „ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

„ევ­რო­კო­მი­სია ეთან­ხმე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას, რომ სოლსბე­რი­ში მომ­ხდა­რის უკან დიდი ალ­ბა­თო­ბით რუ­სე­თი დგას და რომ არ არ­სე­ბობს სხვა უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გან­მარ­ტე­ბა“, - წერს ტუს­კი.

გუ­შინ დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ტე­რე­ზა მეიმ კი­დევ ერთხელ გა­აფრ­თხი­ლა ევ­რო­პა რუ­სე­თის მხრი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხის შე­სა­ხებ. მისი თქმით, სოლსბე­რი­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი „ევ­რო­პის მი­მართ რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია“. გუ­შინ სა­ღა­მოს მეიმ, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა და გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს, რის შემ­დე­გაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხე­ლით მოს­კოვს ერ­თობ­ლივ მი­მარ­თვას გა­უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

სერ­გეი სკრი­პა­ლი და მისი შვი­ლი იუ­ლია 4 მარტს, ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრთან გო­ნე­ბა­და­კარ­გულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ნერ­ვულ-პა­რა­ლი­ტი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­ი­წამლნენ.

ამის გამო, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა 23 რუსი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რა­საც რუ­სეთ­მა 23 ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბით უპა­სუ­ხა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ევროკავშირი ლონდონის მიმართ სიმბოლური მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთიდან ელჩს გამოიწვევს

ევროკავშირი ლონდონის მიმართ სიმბოლური მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთიდან ელჩს გამოიწვევს

ევროკავშირის ქვეყნები თვლიან, რომ ყოფილი ორმაგი რუსი აგენტის, სკრიპალის მოწამვლაში პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან შეხვედრისას გააკეთა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, კონსულტაციების მიზნითა და ლონდონის მიმართ სიმბოლური მხარდაჭერის ნიშნად, მოსკოვიდან გამოიწვიონ ევროკავშირის ელჩი, გერმანელი დიპლომატი მაკრუს ედერერი.

აღნიშნულ საკითხს ტუსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა.

„ევროკომისია ეთანხმება დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რომ სოლსბერიში მომხდარის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას და რომ არ არსებობს სხვა უფრო დამაჯერებელი განმარტება“, - წერს ტუსკი.

გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ. მისი თქმით, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტი „ევროპის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია“. გუშინ საღამოს მეიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ ევროკავშირის სახელით მოსკოვს ერთობლივ მიმართვას გაუგზავნიდნენ.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გონებადაკარგულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ.

ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე