პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სითი პარკის" გენდირექტორი - მერიას ხელშეკრულების გაწყვეტა 25 მილიონზე მეტი დაუჯდება
"სითი პარკის" გენდირექტორი - მერიას ხელშეკრულების გაწყვეტა 25 მილიონზე მეტი დაუჯდება

„სითი პარ­კის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბე­ნი­ა­მინ ლა­ჰა­ვი აცხა­დებს, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ას კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა, შე­საძ­ლოა, 25 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი და­უჯ­დეს.

რო­გორც ლა­ჰა­ვიმ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტში დევს ფორ­მუ­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს თან­ხა უნდა და­ან­გა­რიშ­დეს.

„მთა­ვა­რი რი­ცხვი მო­დის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში, უნდა და­ის­ვას კი­თხვა, რა გზით წა­ვალთ. თუ შე­თან­ხმდე­ბა მხა­რე­თა შო­რის, რომ პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს გა­დახ­და უნდა მოხ­დეს, მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ამის დათ­ვლა ფორ­მუ­ლის მი­ხედ­ვით, მაგ­რამ თუ მხა­რე­თა შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, ეს უფრო ძვი­რი და­უჯ­დე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ას. აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია „ეს­ტე­რი­ან­გის“ მიერ ამ თან­ხის დათ­ვლა არ იყო ჩვე­ნი იდეა. და­ვით ნარ­მა­ი­ნამ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მან მო­იწ­ვია აუ­დი­ტი და ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა და მი­ი­ღო ის შე­დე­გი, რაც მი­ი­ღო. მათ გა­მო­ი­ყე­ნეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჩას­მუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, პრაქ­ტი­კა­ში მო­იყ­ვა­ნეს ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც იქ წე­რია და გა­მო­იყ­ვა­ნეს ეს ციფ­რი. ამის შემ­დეგ მი­ა­წო­დეს მე­რი­ას. უკვე ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან პრო­ცეს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც კომ­პა­ნი­ის უფ­ლე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე უნდა და­იც­ვას და, რა თქმა უნდა, ეს უფრო ძვი­რი და­უჯ­დე­ბა მე­რი­ას“, - გა­ნა­ცხა­და ლა­ჰა­ვიმ.

თა­ვის მხრივ, რო­გორც კომ­პა­ნი­ის იუ­რის­ტმა თა­მარ შუ­ბი­თი­ძემ გან­მარ­ტა, პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს თან­ხა მას შემ­დეგ უნდა და­ით­ვა­ლოს, რაც სა­სა­მარ­თლო კომ­პა­ნი­ის მი­მართ და­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. „ეს პრო­ცე­სი რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა არა­ვინ იცის“, - აღ­ნიშ­ნა შუ­ბი­თი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნია „სითი პარ­კის“ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს 2007 წლი­დან დღემ­დე, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ბე­ნი­ა­მინ ლა­ჰა­ვიმ გა­ნა­ცხა­და, კომ­პა­ნი­ას საკ­მა­ოდ ბევ­რი ინ­ვეს­ტი­ცია აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

„მხო­ლოდ ჯა­რი­მის გა­მო­წე­რის პროგ­რა­მა 3,5 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ღირს. 7 წე­ლია ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა ამ პროგ­რა­მის გა­ნახ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უფრო მოქ­ნი­ლი სერ­ვი­სის შე­სა­თა­ვა­ზებ­ლად. გარ­და ამი­სა, მხო­ლოდ 9 ევა­კუ­ა­ტორ­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, რო­მე­ლიც შე­ვი­ძი­ნეთ ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტია. ეს არის მი­ნი­მუ­მი ხარ­ჯი, რაც მო­უ­წევს მე­რი­ას, რომ „სითი პარ­კი“ ჩა­ა­ნაც­ვლოს. მი­ნი­მუმ 9 ევა­კუ­ა­ტო­რი უნდა ჰყავ­დეს მას. დღემ­დე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხარ­ჯი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა­ში იყო ნული თეთ­რი, ხოლო დღგ-ს „სითი პარ­კი­დან“ იღებ­დნენ. არ­სე­ბობ­და გზა, რო­გორ შე­წყვე­ტი­ლი­ყო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ეთ­ქვათ, რომ არ უნ­დო­დათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ჩა­მო­ვარ­თმევ­დით ხელს, მოხ­დე­ბო­და ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და და­ვას­რუ­ლებ­დით ურ­თი­ერ­თო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ლა­ჰა­ვიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ამ კომ­პა­ნია „სითი პარკს“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტა. თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში 2018 წლის 10 აპ­რი­ლი­დან შევა. მი­სი­ვე თქმით, პარ­კი­რე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე, „სითი პარ­კის“ ფუნ­ქცი­ებს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სითი პარკის" გენდირექტორი - მერიას ხელშეკრულების გაწყვეტა 25 მილიონზე მეტი დაუჯდება

"სითი პარკის" გენდირექტორი - მერიას ხელშეკრულების გაწყვეტა 25 მილიონზე მეტი დაუჯდება

„სითი პარკის“ გენერალური დირექტორი ბენიამინ ლაჰავი აცხადებს, რომ თბილისის მერიას კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, შესაძლოა, 25 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდეს.

როგორც ლაჰავიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 25 მილიონი ლარის შესახებ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა დოკუმენტში დევს ფორმულა, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა დაანგარიშდეს.

„მთავარი რიცხვი მოდის ხელშეკრულებაში ჩადებული ფორმულის საფუძველზე, მაგრამ პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა, რა გზით წავალთ. თუ შეთანხმდება მხარეთა შორის, რომ პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მოხდეს, მარტივად შეიძლება ამის დათვლა ფორმულის მიხედვით, მაგრამ თუ მხარეთა შორის შეთანხმება ვერ მოხერხდება, ეს უფრო ძვირი დაუჯდება თბილისის მერიას. აუდიტორული კომპანია „ესტერიანგის“ მიერ ამ თანხის დათვლა არ იყო ჩვენი იდეა. დავით ნარმაინამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან მოიწვია აუდიტი და ჩაატარა კვლევა და მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო. მათ გამოიყენეს ხელშეკრულებაში ჩასმული მექანიზმი, პრაქტიკაში მოიყვანეს ფორმულა, რომელიც იქ წერია და გამოიყვანეს ეს ციფრი. ამის შემდეგ მიაწოდეს მერიას. უკვე ჩართულები არიან პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც კომპანიის უფლებები საერთაშორისო დონეზე უნდა დაიცვას და, რა თქმა უნდა, ეს უფრო ძვირი დაუჯდება მერიას“, - განაცხადა ლაჰავიმ.

თავის მხრივ, როგორც კომპანიის იურისტმა თამარ შუბითიძემ განმარტა, პირგასამტეხლოს თანხა მას შემდეგ უნდა დაითვალოს, რაც სასამართლო კომპანიის მიმართ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. „ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება არავინ იცის“, - აღნიშნა შუბითიძემ.

რაც შეეხება კომპანია „სითი პარკის“ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს 2007 წლიდან დღემდე, როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბენიამინ ლაჰავიმ განაცხადა, კომპანიას საკმაოდ ბევრი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„მხოლოდ ჯარიმის გამოწერის პროგრამა 3,5 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. 7 წელია ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ამ პროგრამის განახლება მოქალაქეებისთვის უფრო მოქნილი სერვისის შესათავაზებლად. გარდა ამისა, მხოლოდ 9 ევაკუატორზე რომ ვისაუბროთ, რომელიც შევიძინეთ ამ საქმიანობისთვის, მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის მინიმუმი ხარჯი, რაც მოუწევს მერიას, რომ „სითი პარკი“ ჩაანაცვლოს. მინიმუმ 9 ევაკუატორი უნდა ჰყავდეს მას. დღემდე მუნიციპალიტეტის ხარჯი პარკირების სისტემაში იყო ნული თეთრი, ხოლო დღგ-ს „სითი პარკიდან“ იღებდნენ. არსებობდა გზა, როგორ შეწყვეტილიყო ხელშეკრულება. ეთქვათ, რომ არ უნდოდათ თანამშრომლობა, ჩამოვართმევდით ხელს, მოხდებოდა ანგარიშსწორება და დავასრულებდით ურთიერთობას“, - განაცხადა ლაჰავიმ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 10 აპრილიდან შევა. მისივე თქმით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები