მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ურჩევენ ამერიკელი ექსპერტები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით - "აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ"
რას ურჩევენ ამერიკელი ექსპერტები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით - "აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ"

ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლის აზ­რით, პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გით ცხინ­ვა­ლის და სო­ხუ­მის დე ფაქ­ტო ლე­გი­ტი­მა­ცი­ის საფრ­თხე შე­იქ­მნე­ბა.

აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი უკ­რა­ი­ნა­სა და უზ­ბე­კეთ­ში ჯონ ჰერბსტი „ამე­რი­კის ხმას­თან“ ამ­ბობს, რომ „სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბე­ბი არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ფორ­მი­რე­ბე­ბია. ლე­გი­ტი­მუ­რი ერ­თე­უ­ლის მხრი­დან არა­ლე­გი­ტი­მურ ფორ­მი­რე­ბებ­თან შეხ­ვედ­რა კი, რო­გორც წესი, არა­ლე­გი­ტი­მურ მხა­რეს მხო­ლოდ აძ­ლი­ე­რებს“.

„სა­ქარ­თვე­ლო დიდ რის­კზე მი­დის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის კონ­ფლიქ­ტის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბით. ამის­თვის მთავ­რო­ბას ძა­ლი­ან კარ­გი მი­ზე­ზი უნდა ჰქონ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო დე­ლი­კა­ტუ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას“, - გა­ნა­ცხა­და ჯონ ჰერბსტმა.

ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­ნეტ ია­ლო­ვი­ცი, თა­ვის მხრივ, ამ­ბობს, რომ პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გის და­წყე­ბის ნაც­ვლად თბი­ლის­მა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­თან ხალ­ხთა­შო­რი­სი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გა­აღ­რმა­ოს.

„აფხა­ზე­ბი და ოსე­ბი უფრო ხში­რად უნდა ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ, გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის და ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის ზო­გი­ერ­თი შე­ღა­ვა­თის გავ­რცე­ლე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ზეც უნდა გა­ავ­რცე­ლოს. ჩემი აზ­რით, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ია­ლო­ვიც­მა.

მისი აზ­რით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის რის­კი აღი­ა­რე­ბის მი­ნიშ­ნე­ბაა.

ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ვიცე-პრე­ზი­დენტს დე­ი­მონ უილ­სონს მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან კონ­ტაქ­ტის ქონა, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი მხა­რე მხო­ლოდ მოს­კო­ვია.

„არ უნდა შევ­ქმნათ ის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი გან­ცდა, რომ ეს რე­ა­ლო­ბა არ არის. მოს­კოვ­შია მა­რი­ო­ნე­ტე­ბის ის მმარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­ყი­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას აგ­რძე­ლებს“, - დას­ძი­ნა უილ­სონ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას ურჩევენ ამერიკელი ექსპერტები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით - "აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ"

რას ურჩევენ ამერიკელი ექსპერტები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით - "აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ"

ამერიკელი ექსპერტების ნაწილის აზრით, პირდაპირი დიალოგით ცხინვალის და სოხუმის დე ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება.

აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობები არალეგიტიმური ფორმირებებია. ლეგიტიმური ერთეულის მხრიდან არალეგიტიმურ ფორმირებებთან შეხვედრა კი, როგორც წესი, არალეგიტიმურ მხარეს მხოლოდ აძლიერებს“.

„საქართველო დიდ რისკზე მიდის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის კონფლიქტის სრულუფლებიანი მონაწილეების სტატუსის მინიჭებით. ამისთვის მთავრობას ძალიან კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს. საქართველო დელიკატური პრობლემის წინაშე დგას“, - განაცხადა ჯონ ჰერბსტმა.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი, თავის მხრივ, ამბობს, რომ პირდაპირი დიალოგის დაწყების ნაცვლად თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებთან ხალხთაშორისი არაოფიციალური ურთიერთობა უნდა გააღრმაოს.

„აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში სამკურნალოდ, განათლების მისაღებად. საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზოგიერთი შეღავათის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებზეც უნდა გაავრცელოს. ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა იალოვიცმა.

მისი აზრით, ოფიციალური კონტაქტის რისკი აღიარების მინიშნებაა.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ უილსონს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტის ქონა, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მხარე მხოლოდ მოსკოვია.

„არ უნდა შევქმნათ ის მოჩვენებითი განცდა, რომ ეს რეალობა არ არის. მოსკოვშია მარიონეტების ის მმართველი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქტების მანიპულირებას აგრძელებს“, - დასძინა უილსონმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები