Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინელი ჯარისკაცი ჯეინი" - ნადეჟდა სავჩენკოს გზა
"უკრაინელი ჯარისკაცი ჯეინი" - ნადეჟდა სავჩენკოს გზა

კი­ე­ვის ცენ­ტში, უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტა­ტი ნა­დეჟ­და სავ­ჩენ­კო და­ა­კა­ვეს. დე­პუ­ტა­ტის და­კა­ვე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მოხ­და - კო­ლე­გებ­მა მას დე­პუ­ტა­ტის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა გა­უ­უქ­მეს და მის და­პა­ტიმ­რე­ბას და­თან­ხმდნენ.

უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის იური ლუ­ცენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ნა­დეჟ­და სავ­ჩენ­კო 8 მარტს და­კა­ვე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოფი­ცერ­თა კორ­პუ­სის" ხელ­მძღვა­ნელ ვლა­დი­მირ რუ­ბან­თან ერ­თად კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბის დამ­ხო­ბა­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ცდი­ლობ­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სავ­ჩენ­კო და რუ­ბა­ნი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის მკვლე­ლო­ბას, ასე­ვე, დო­ნეც­კე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა­სა და მათ­თვის ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­სა და გა­და­ცე­მას გეგ­მავ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, სავ­ჩენ­კოს გეგ­მის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს იმ უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს, ვი­საც სავ­ჩენ­კომ და რუ­ბან­მა გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს.

22 მარტს უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­დეო და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მათ გეგ­მებ­ზე ნათ­ლად მი­ა­ნიშ­ნებ­და... თუმ­ცა, თა­ვად სავ­ჩენ­კომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­სა­ლებს "პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ვო­კა­ცია" უწო­და. მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რომ გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და სი­ნამ­დვი­ლე­ში მას მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ში­ნე­ბა სურ­და. მან დონ­ბა­სე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის­გან ია­რა­ღის შეს­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბიც აღი­ა­რა, რი­თაც კი­ევ­ში სამ­თავ­რო­ბო კორ­პუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბას გეგ­მავ­და და მო­ტი­ვად "ომის ნე­ბის­მი­ერ ფა­სად შე­ჩე­რე­ბა და­ა­სა­ხე­ლა..."

გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, სავ­ჩენ­კო სის­ხლი­ან ტე­რაქ­ტებს, პირ­და­პირ უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის კე­დელ­თან გეგ­მავ­და... 15 მარტს, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბო­და, რომ სავ­ჩენ­კო რა­და­ში ია­რა­ღით მი­ვი­და... ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა LB.ua-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­შინ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტის თქმით, სავ­ჩენ­კო დარ­ბაზ­ში ია­რა­ღით შეს­ვლის შემ­დეგ, იქი­დან გა­ა­ძე­ვეს...

იური ლუ­ცენ­კოს უწყე­ბის ცნო­ბით, ვლა­დი­მირ რუ­ბა­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ერ­თდრო­უ­ლად პეტ­რო პო­რო­შენ­კო, ალექ­სან­დრე ტურ­ჩი­ნო­ვის, არ­სე­ნი ია­ცე­ნი­უ­კის, არ­სე­ნი ავა­კო­ვი­სა და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ­ზე თავ­დას­ხმა­სა და მათ მკვლე­ლო­ბას გეგ­მავ­და... ხუთ­შა­ბათს, ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სავ­ჩენ­კო და რუ­ბა­ნი, პო­რო­შენ­კოს კორ­ტეჟ­ზე აპი­რებ­დნენ თავ­დას­ხმას... ამ ბრალ­დე­ბას სა­სა­ცი­ლოს უწო­დებს რუ­ბა­ნი, რაც შე­ე­ხე­ბა, სავ­ჩენ­კოს, მის გან­ცხა­დე­ბით, ის ყვე­ლა­ფერს თა­ვის თავ­ზე იღებს.

ხუთ­შა­ბათ დი­ლით, სავ­ჩენ­კომ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ორი ცალი ბრო­წე­უ­ლი მი­ი­ტა­ნა და მა­გი­და­ზე დადო. მი­სი­ვე თქმით, ამ ჟეს­ტით იმ ბრალ­დე­ბე­ბის გა­ქარ­წყლე­ბა უნ­დო­და, რო­მე­ლიც მისი და რუ­ბა­ნის მი­სა­მარ­თით წა­მო­ვი­და.

"ჩვენ არა­ვის მკვლე­ლო­ბას არ ვგეგ­მავ­დით... დიახ, ვი­ყა­ვი დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში და ია­რა­ღი მხო­ლოდ იმი­ტომ გა­მოვ­ზი­დე, რომ მის­გან უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და­მეც­ვა. სი­სუ­ლე­ლეა ეს თავ­დას­ხმე­ბი და აფეთ­ქე­ბე­ბი, სრო­ლე­ბი და პარ­ლა­მენ­ტის და­ბომბვა ყუმ­ბარ­ტმყცორ­ცნე­ბით... მე შე­მიძ­ლია ვი­თა­მა­შო თე­ატ­რში, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია იმ სცე­ნა­რის რე­ა­ლი­ზე­ბა... ნე­ბის­მი­ერ უკ­რა­ი­ნელს აქვს ოც­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რადა აფეთ­ქდეს... "- აცხა­დებს სავ­ჩენ­კო.

სავ­ჩენ­კომ თა­ვი­სი წარ­სუ­ლიც გა­იხ­სე­ნა. ის დრო, რო­დე­საც არ­მი­ა­ში სამ­სა­ხურს იწყებ­და. "მა­შინ დამ­ჭირ­და და სა­კუ­თარ თავ­ზე ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლი დავ­წე­რე, თით­ქოს უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი... კი­დევ ერთი აღი­ა­რე­ბა მინ­და გა­ვა­კე­თო, რო­დე­საც რუ­სე­თის ტყვე­ო­ბი­დან დავ­ბრუნ­დი, სხვა­დას­ხვა აგენ­ტე­ბი მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და ჩემ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ამ გზით ჩემი "და­ვერ­ბოვ­კე­ბა" უნ­დო­დათ... არ გა­მო­უ­ვი­დათ, რად­გან ასეთ მდა­ბიო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს არას­დროს ვთან­ხმდე­ბი..."- აცხა­დებს სავ­ჩენ­კო.

და­კა­ვე­ბამ­დე, ის კო­მი­ტე­ტის ბოლო სხდო­მას და­ეს­წრო და იური ლუ­ცენ­კოს 2014 წლის საპ­რო­ტეს­ტო დღე­ე­ბი შე­ახ­სე­ნა, რო­დე­საც მი­სი­ვე თქმით, ის სვამ­და და ფულს იპა­რავ­და... საქ­მე ის არის, რომ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სავ­ჩენ­კოს არც ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა არ და­უ­ჭი­რა მხა­რი. ლუ­ცენ­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­ე­ცათ სავ­ჩენ­კო სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში, არა­ვის გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია.

ნა­დეჟ­და სავ­ჩენ­კო, 1981 წლის 11 მა­ისს, კი­ევ­ში და­ი­ბა­და. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ზე ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბო­და, მაგ­რამ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, დი­ზა­ი­ნე­რის სპე­ცი­ა­ლო­ბა აირ­ჩია. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მა­ლო­ბა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზეც ის­წავ­ლა, შემ­დეგ კი, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ში კონ­ტრაქტტო­რად წა­ვი­და. 2004-2005 წლებ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით ერაყ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სწავ­ლა ხარ­კო­ვის სა­ჰა­რეო ძა­ლე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლა...

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ნა­დია, დონ­ბას­ში სავ­ჩენ­კო აი­და­რის ბა­ტა­ლი­ონ­ში იბ­რძო­და. 2014 წლის 17 ივ­ნისს, რუს­მა ბო­ე­ვი­კებ­მა და­ა­კა­ვეს და მისი კვა­ლი კარ­გა ხნით და­კარ­გა... შემ­დეგ, გავ­რცელ­და ცნო­ბა, რომ ის ვო­რო­ნე­ჟის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. რუ­სე­თის მთავ­რო­ბა სავ­ჩენ­კოს უკ­რა­ი­ნა­ში ორი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. რუ­სეთ­ში მას 22 -წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა 2016 წელს, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა შე­ი­წყა­ლა... მა­ნამ­დე, მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტსა და ამე­რი­კის კონ­გრეს­ში აქ­ტი­უ­რად ითხოვ­დნენ.

რუ­სე­თის ცი­ხე­ში მან 100 დღე იშიმ­ში­ლა და "გა­უ­ტეხ­ლო­ბის გამო" მას მსოფ­ლი­ომ "უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი ჯე­ი­ნიც" კი შე­არ­ქვა, უკ­რა­ი­ნა­ში კი გმი­რად აღი­ა­რეს... თუმ­ცა, ახლა უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ სავ­ჩენ­კო რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლებ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს და ეს შე­საძ­ლოა, წლე­ბის წინ და­ი­წყო...

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.com-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"უკრაინელი ჯარისკაცი ჯეინი" - ნადეჟდა სავჩენკოს გზა

"უკრაინელი ჯარისკაცი ჯეინი" - ნადეჟდა სავჩენკოს გზა

კიევის ცენტში, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს. დეპუტატის დაკავება, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წუთში მოხდა - კოლეგებმა მას დეპუტატის ხელშეუხებლობა გაუუქმეს და მის დაპატიმრებას დათანხმდნენ.

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ნადეჟდა სავჩენკო 8 მარტს დაკავებულ ორგანიზაცია "ოფიცერთა კორპუსის" ხელმძღვანელ ვლადიმირ რუბანთან ერთად კონსტიტუციური წყობის დამხობასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა.

მისივე ინფორმაციით, სავჩენკო და რუბანი უკრაინის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობისა და პარლამენტის წევრების მკვლელობას, ასევე, დონეცკელი სეპარატისტების დახმარებასა და მათთვის იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და გადაცემას გეგმავდნენ.

გამოძიების ვერსიით, სავჩენკოს გეგმის შესახებ სამართალდამცავებს იმ უკრაინელმა სამხედროებმა შეატყობინეს, ვისაც სავჩენკომ და რუბანმა გადატრიალებაში მონაწილეობა შესთავაზეს.

22 მარტს უკრაინის პარლამენტის სხდომაზე ნაჩვენები იყო საქმეში არსებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რაც პროკურატურის განცხადებით, მათ გეგმებზე ნათლად მიანიშნებდა... თუმცა, თავად სავჩენკომ პროკურატურის მასალებს "პოლიტიკური პროვოკაცია" უწოდა. მისივე თქმით, ძალიან გაუხარდა, რომ გადატრიალებაში დაადანაშაულეს და სინამდვილეში მას მხოლოდ ხელისუფლების შეშინება სურდა. მან დონბასელი სეპარატისტებისგან იარაღის შესყიდვის ფაქტებიც აღიარა, რითაც კიევში სამთავრობო კორპუსების აფეთქებას გეგმავდა და მოტივად "ომის ნებისმიერ ფასად შეჩერება დაასახელა..."

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, სავჩენკო სისხლიან ტერაქტებს, პირდაპირ უკრაინის პარლამენტის კედელთან გეგმავდა... 15 მარტს, უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ სავჩენკო რადაში იარაღით მივიდა... ინტერნეტ გამოცემა LB.ua-ს ინფორმაციით, მაშინ რამდენიმე დეპუტატის თქმით, სავჩენკო დარბაზში იარაღით შესვლის შემდეგ, იქიდან გააძევეს...

იური ლუცენკოს უწყების ცნობით, ვლადიმირ რუბანი თანამოაზრეებთან ერთად, ღამის საათებში, ერთდროულად პეტრო პოროშენკო, ალექსანდრე ტურჩინოვის, არსენი იაცენიუკის, არსენი ავაკოვისა და სხვა მაღალჩინოსნების საცხოვრებელზე თავდასხმასა და მათ მკვლელობას გეგმავდა... ხუთშაბათს, ასევე ცნობილი გახდა, რომ სავჩენკო და რუბანი, პოროშენკოს კორტეჟზე აპირებდნენ თავდასხმას... ამ ბრალდებას სასაცილოს უწოდებს რუბანი, რაც შეეხება, სავჩენკოს, მის განცხადებით, ის ყველაფერს თავის თავზე იღებს.

ხუთშაბათ დილით, სავჩენკომ კომიტეტის სხდომაზე, დემონსტრაციულად ორი ცალი ბროწეული მიიტანა და მაგიდაზე დადო. მისივე თქმით, ამ ჟესტით იმ ბრალდებების გაქარწყლება უნდოდა, რომელიც მისი და რუბანის მისამართით წამოვიდა.

"ჩვენ არავის მკვლელობას არ ვგეგმავდით... დიახ, ვიყავი დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და იარაღი მხოლოდ იმიტომ გამოვზიდე, რომ მისგან უკრაინელი სამხედროები დამეცვა. სისულელეა ეს თავდასხმები და აფეთქებები, სროლები და პარლამენტის დაბომბვა ყუმბარტმყცორცნებით... მე შემიძლია ვითამაშო თეატრში, მაგრამ არ შემიძლია იმ სცენარის რეალიზება... ნებისმიერ უკრაინელს აქვს ოცნება, უკრაინის უმაღლესი რადა აფეთქდეს... "- აცხადებს სავჩენკო.

სავჩენკომ თავისი წარსულიც გაიხსენა. ის დრო, როდესაც არმიაში სამსახურს იწყებდა. "მაშინ დამჭირდა და საკუთარ თავზე ანონიმური წერილი დავწერე, თითქოს უკრაინის უშიშროების სამსახურთან ვთანამშრომლობდი... კიდევ ერთი აღიარება მინდა გავაკეთო, როდესაც რუსეთის ტყვეობიდან დავბრუნდი, სხვადასხვა აგენტები მიკავშირდებოდნენ და ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდნენ, ამ გზით ჩემი "დავერბოვკება" უნდოდათ... არ გამოუვიდათ, რადგან ასეთ მდაბიო შემოთავაზებებს არასდროს ვთანხმდები..."- აცხადებს სავჩენკო.

დაკავებამდე, ის კომიტეტის ბოლო სხდომას დაესწრო და იური ლუცენკოს 2014 წლის საპროტესტო დღეები შეახსენა, როდესაც მისივე თქმით, ის სვამდა და ფულს იპარავდა... საქმე ის არის, რომ კომიტეტის სხდომაზე, სავჩენკოს არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი. ლუცენკოს გადაწყვეტილება, მიეცათ სავჩენკო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, არავის გაუპროტესტებია.

ნადეჟდა სავჩენკო, 1981 წლის 11 მაისს, კიევში დაიბადა. სამხედრო სამსახურზე ყოველთვის ოცნებოდა, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ, დიზაინერის სპეციალობა აირჩია. გარკვეული დროის განმალობაში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც ისწავლა, შემდეგ კი, უკრაინის სამხედრო ძალებში კონტრაქტტორად წავიდა. 2004-2005 წლებში სამშვიდობო მისიით ერაყში იმყოფებოდა, იქიდან დაბრუნების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის რეკომენდაციით, სწავლა ხარკოვის საჰარეო ძალების უნივერსიტეტში გააგრძელა...

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ნადია, დონბასში სავჩენკო აიდარის ბატალიონში იბრძოდა. 2014 წლის 17 ივნისს, რუსმა ბოევიკებმა დააკავეს და მისი კვალი კარგა ხნით დაკარგა... შემდეგ, გავრცელდა ცნობა, რომ ის ვორონეჟის საგამოძიებო სისტემაში ჰყავდათ დაკავებული. რუსეთის მთავრობა სავჩენკოს უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებდა. რუსეთში მას 22 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2016 წელს, ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა... მანამდე, მის გათავისუფლებას ევროპარლამენტსა და ამერიკის კონგრესში აქტიურად ითხოვდნენ.

რუსეთის ციხეში მან 100 დღე იშიმშილა და "გაუტეხლობის გამო" მას მსოფლიომ "უკრაინელი ჯარისკაცი ჯეინიც" კი შეარქვა, უკრაინაში კი გმირად აღიარეს... თუმცა, ახლა უკრაინული მედია წერს, რომ სავჩენკო რუსეთის უშიშროების ძალებთან აქტიურად თანამშრომლობს და ეს შესაძლოა, წლების წინ დაიწყო...

მასალა მომზადებულია bbc.com-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე