ბავშვის ადრეული განვითარება დიდ როლს თამაშობს მის მომავალ ცხოვრებაში. ამ დროს წარმოქმნილი პრობლემები, განვითარების უმნიშვნელო შეფერხებებიც კი განსაკუთრებულ კვლას ტოვებენ შემდგომ მთელ ცხოვრებაზე. რამდენად მნიშვნელოვანი პერიოდია ადრეული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვი ასაკის შესაბამისად განვითარდეს, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე ფსიქოლოგი მარიამ წკრიალაშვილი გვიპასუხებს.
- ადრეული ასაკი უმნიშვნელოვანესია ბავშვის მომავალი განვითარებისთვის. სწორედ ამ დროს ვითარდება თავის ტვინი ყველაზე სწრაფი ტემპით. ადრეულ ასაკში, მაგალითად 0-3 წლამდე ბავშვები უფრო ადვილად და სწრაფად სწავლობენ და შეიცნობენ სამყაროს, ვიდრე შედარებით მაღალ ასაკში. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ემოციური კავშირი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მის შემდგომ განვითარებაში, რადგან ეს არის შედარებით ხანგრძლივი კავშირი, სადაც მშობელი, აღმზრდელი ბავშვისთვის უმთავრესია, როგორც უნიკალური და შეუცვლელი პიროვნება. ემოციური კავშირის დროს ბავშვს მასთან სიახლოვის სურვილი აქვს. ასევე აუცილებელია, ბავშვს ჩვილობიდანვე ჰქონდეს ჯანსაღი მიჯაჭვულობა მშობელზე, რადგან ეს არის ემოციური კავშირის ქვესახეობა, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა - როცა ბავშვი ვინმესთან არის მიჯაჭვული, მის გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს. ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გამოვლინდება მიჯაჭვულობის ქცევაში. ანუ ეს ქცევა საშუალებას აძლევს ბავშვს, მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სიახლოვე ადამიანთან, რომელთანაც ის მიჯაჭვულია.
- განვითარების სტადიებზე რას გვეტყვით? რას უნდა დააკვირდეს მშობელი და როგორ უნდა მიხვდეს, რომ მისი შვილი სწორად ვითარდება?...განაგრძეთ კითხვა