გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. შედეგად დაშავდნენ მგზავრები.
ყველა მათგანი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.ექიმის თქმით, ამ წუთებში პაციენტებს გადაუდებელი დახმარება უტარდებათ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.