ნუ ემუქრები ხალხს, ჯო, - ასე მიმართა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი ქალებისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.
ჯო ბაიდენის თქმით, ის და ტრამპი სკოლაში რომ ყოფილიყვნენ, ტრამპს გვერდზე გაიყვანდა და ჭკუაზე მოიყვანდა.
„შეშლილი ჯო ბაიდენი ცდილობს მაგარი ბიჭივით მოიქცეს. სინამდვილეში ის სუსტია, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად და მაინც მემუქრება. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ფიზიკურად მემუქრება. ის მე არ მიცნობს, ჩემთან დაპირისპირებისას ატირებული დაეცემა. ჯო, ნუ ემუქრები ხალხს“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.