პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზურაბიშვილი გიორგი გახარიას მიმართავს - "ჩემს შვილს პოლიციის სახელით ემუქრებიან"
დავით ზურაბიშვილი გიორგი გახარიას მიმართავს - "ჩემს შვილს პოლიციის სახელით ემუქრებიან"

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს მი­მარ­თავს და მისი ვა­ჟის მი­მართ მუ­ქა­რის ფაქ­ტის შეს­წავ­ლას ითხოვს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, მის შვილს გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვილს, რო­მე­ლიც სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტის გამო, მუ­ქა­რის­შემ­ცველ წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნი­ან. ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კო­სი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს:

"სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ბ-ნ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის (სუს) უფ­როსს, ბ-ნ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს.

მსურს მოგ­მარ­თოთ სრუ­ლი­ად ოფი­ცი­ა­ლუ­რად იმ უმ­სგავ­სო კამ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ფე­ის­ბუ­ქის მეშ­ვე­ო­ბით აგორ­და ჩემი შვი­ლის, გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ

მო­გახ­სე­ნებთ, რომ ჩემი შვი­ლი, გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც არ არის არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი და სა­ერ­თოდ შორს დგას პარ­ტი­ულ-პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­გან. ამის აღ­ნიშ­ვნა შე­საძ­ლოა ზედ­მე­ტი­ცაა, მაგ­რამ მა­ინც ვა­ფიქ­სი­რებ, მერე რომ არ იყოს ლა­პა­რა­კი რა­ი­მე პო­ლი­ტი­კურ სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ზე.

იმავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი, ისე­ვე რო­გორც არა­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბებ­ში. კერ­ძოდ ის, თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხში­რად აპ­რო­ტეს­ტებს ხოლ­მე არ­სე­ბულ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას და ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის გამო ადა­მი­ა­ნე­ბის ცი­ხე­ში გა­მომ­წყვდე­ვის დრა­კო­ნულ პრაქ­ტი­კას. რა­ში­აც, ის ცხა­დია მარ­ტო არ არის და მსგავ­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს ათა­სო­ბით ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს.

ამ­ჯე­რა­დაც მან გა­აპ­რო­ტეს­ტა ის ფაქ­ტი, რო­დე­საც მის მე­გო­ბარს ორ გრა­მამ­დე ემ­დი­ე­მე­ის ფლო­ბის­თვის მი­უ­სა­ჯეს რვა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ­გვა­რი სას­ჯე­ლის სი­სას­ტი­კეს და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რო­ბას სა­ქარ­თველ­ში არ უარ­ყოფს არა­ვინ, მათ შო­რის ისი­ნიც, ვინც ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას დი­დად არ ემ­ხრო­ბი­ან. პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უვარ­გი­სია და მისი ჰუ­მა­ნი­ზა­ცი­აა სა­ჭი­რო, თუმ­ცა, ამ ამ­ბავს და შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას რომ დღემ­დე არ და­ად­გა საშ­ვე­ლი, ეს კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა.

პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მად და რაც გი­ორ­გის მიერ მისი მე­გობ­რის პა­ტიმ­რო­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბას მოჰ­ყვა, ის უკვე სა­ერ­თოდ არა­ფერ­ში არ ჯდე­ბა. მისი ფოს­ტა ორი დღეა წა­ი­ლე­კა ანო­ნი­მი და ე. წ. ფეიკ-ექა­უნ­თე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მხრი­დან ლან­ძღვა-გი­ნებთ და მუ­ქა­რე­ბით. თან ეს ხალ­ხი იგი­ნე­ბა და იმუქ­რე­ბა პო­ლი­ცი­ის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით.

აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ მსგავ­სი შე­მო­ტე­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მსგავ­სი აგ­რე­სია და ლან­ძღვა-გი­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის სა­ხე­ლით არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და პე­რი­ო­დუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ხოლ­მე სწო­რედ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც მტკი­ცედ და მკვეთ­რად აკ­რი­ტი­კებს არ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის არა­ა­და­მი­ა­ნურ პრაქ­ტი­კას, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს რომ ად­გი­ლი აქვს ორ­გა­ნი­ზე­ბულ და ორ­კესტრი­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა სწო­რედ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წი­აღ­ში.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვი­თხოვ:

ა) აღიძ­რას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­ხე­ლით ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი­ზი­რე­ბის ფაქ­ტის გამო.

ბ) გა­მოვ­ლე­ნი­ლი (კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ხე­ლე­ბით და გვა­რე­ბით) და უმ­კაც­რე­სად დას­ჯი­ლი იქ­ნენ ის პი­რე­ბი, ვინც ამ უმ­სგავ­სო­ე­ბას სჩა­დის. რო­გორც შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, ისე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

P. S. აქვე ვა­შე­ა­რებ რამ­დე­ნი­მე მე­სიჯს, სა­დაც ეს თავ­ხე­დი ნა­ძირ­ლე­ბი უკვე ემუქ­რე­ბი­ან არა მხო­ლოდ გი­ორ­გის, არა­მედ მისი ფე­ის­ბუქ-სტა­ტუ­სის კო­მენ­ტა­ტო­რებ­საც" - წერს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და მუ­ქა­რის­შემ­ცველ წე­რი­ლებს ავ­რცე­ლებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უკვე და­ბა­რე­ბუ­ლია გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პოს­ტი, რომ­ლის შემ­დე­გაც მისი მი­სა­მარ­თით მუ­ქა­რის­შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბია გაგ­ზავ­ნი­ლი, ეხე­ბა მისი მე­გობ­რის მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გუ­შინ 29 წლის მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვილს 2 გრა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA-ს შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-მოხ­მა­რე­ბის გამო 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი წერ­და: "ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჯი­გა­რი და უბო­რო­ტო ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ვიც­ნობ - მა­მუ­კას 1 გრა­მი ემ­დი­ე­მე­ის (კლუბ­ში ორი ადა­მი­ა­ნის სა­გუ­ლაო რა­ო­დე­ნო­ბა) ფლო­ბის­თვის 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. გა­სარ­თო­ბად კლუ­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და 8 წლით გა­უშ­ვეს ცი­ხე­ში. თა­ვი­სი საქ­მის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და უკარ­გე­სი მე­გო­ბა­რი მოგვპა­რა დღეს სა­მარ­ცხვი­ნო სის­ტე­მამ. რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ეს ბო­რო­ტე­ბა მარ­თლა არ ვიცი... ხმას რა­ტომ არ იღებთ ადა­მი­ა­ნე­ბო, აუ­ცი­ლებ­ლად თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი უნდა შე­ე­წი­როს ამ ფა­შიზმს? დაგ­ვი­ჭი­რეთ მა­შინ ყვე­ლა, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და გაგ­ვიშ­ვით ცი­ხე­ში! მა­მუ­კა არაფ­რით ჩვენ­ზე მეტი დამ­ნა­შა­ვე არ არის!!!"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით ზურაბიშვილი გიორგი გახარიას მიმართავს - "ჩემს შვილს პოლიციის სახელით ემუქრებიან"

დავით ზურაბიშვილი გიორგი გახარიას მიმართავს - "ჩემს შვილს პოლიციის სახელით ემუქრებიან"

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და მისი ვაჟის მიმართ მუქარის ფაქტის შესწავლას ითხოვს. ზურაბიშვილის თქმით, მის შვილს გიორგი ზურაბიშვილს, რომელიც სპორტული ჟურნალისტია ფეისბუქის პოსტის გამო, მუქარისშემცველ წერილებს უგზავნიან. ამის შესახებ პოლიტიკოსი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსს, ბ-ნ ვახტანგ გომელაურს.

მსურს მოგმართოთ სრულიად ოფიციალურად იმ უმსგავსო კამპანიასთან დაკავშირებით, რაც ფეისბუქის მეშვეობით აგორდა ჩემი შვილის, გიორგი ზურაბიშვილის მიმართ

მოგახსენებთ, რომ ჩემი შვილი, გიორგი ზურაბიშვილი არის საკმაოდ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, რომელიც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და საერთოდ შორს დგას პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობისგან. ამის აღნიშვნა შესაძლოა ზედმეტიცაა, მაგრამ მაინც ვაფიქსირებ, მერე რომ არ იყოს ლაპარაკი რაიმე პოლიტიკურ სპეკულაციებზე.

იმავდროულად, გიორგი, ისევე როგორც არაერთი ჩვენი თანამოქალაქე, ბუნებრივია, მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობებში. კერძოდ ის, თავის მეგობრებთან ერთად ხშირად აპროტესტებს ხოლმე არსებულ ნარკოპოლიტიკას და ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში გამომწყვდევის დრაკონულ პრაქტიკას. რაშიაც, ის ცხადია მარტო არ არის და მსგავსი შეხედულება აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.

ამჯერადაც მან გააპროტესტა ის ფაქტი, როდესაც მის მეგობარს ორ გრამამდე ემდიემეის ფლობისთვის მიუსაჯეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამგვარი სასჯელის სისასტიკეს და არაადამიანურობას საქართველში არ უარყოფს არავინ, მათ შორის ისინიც, ვინც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას დიდად არ ემხრობიან. პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ არსებული კანონმდებლობა უვარგისია და მისი ჰუმანიზაციაა საჭირო, თუმცა, ამ ამბავს და შესაბამისი კანონპროექტის მიღებას რომ დღემდე არ დაადგა საშველი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.

პრობლემა პრობლემად და რაც გიორგის მიერ მისი მეგობრის პატიმრობის გაპროტესტებას მოჰყვა, ის უკვე საერთოდ არაფერში არ ჯდება. მისი ფოსტა ორი დღეა წაილეკა ანონიმი და ე. წ. ფეიკ-ექაუნთების მქონე პირების მხრიდან ლანძღვა-გინებთ და მუქარებით. თან ეს ხალხი იგინება და იმუქრება პოლიციის და ხელისუფლების სახელით.

აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი შემოტევები სოციალურ ქსელში, მსგავსი აგრესია და ლანძღვა-გინება პოლიციის სახელით არ არის პირველი შემთხვევა და პერიოდულად ხორციელდება ხოლმე სწორედ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მტკიცედ და მკვეთრად აკრიტიკებს არსებული ნარკოპოლიტიკის არაადამიანურ პრაქტიკას, რაც გვაფიქრებინებს რომ ადგილი აქვს ორგანიზებულ და ორკესტრირებულ კამპანიას, რომელიც ხორციელდება სწორედ ძალოვანი სტრუქტურების წიაღში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კატეგორიულად ვითხოვ:

ა) აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ძალოვანი სტრუქტურების სახელით ადამიანების მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური ტერორიზირების ფაქტის გამო.

ბ) გამოვლენილი (კონკრეტულად, სახელებით და გვარებით) და უმკაცრესად დასჯილი იქნენ ის პირები, ვინც ამ უმსგავსოებას სჩადის. როგორც შემსრულებლები, ისე ორგანიზატორები.

P. S. აქვე ვაშეარებ რამდენიმე მესიჯს, სადაც ეს თავხედი ნაძირლები უკვე ემუქრებიან არა მხოლოდ გიორგის, არამედ მისი ფეისბუქ-სტატუსის კომენტატორებსაც" - წერს დავით ზურაბიშვილი და მუქარისშემცველ წერილებს ავრცელებს. როგორც ცნობილია, გიორგი ზურაბიშვილი უკვე დაბარებულია გენერალურ ინსპექციაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გიორგი ზურაბიშვილის პოსტი, რომლის შემდეგაც მისი მისამართით მუქარისშემცველი შეტყობინებებია გაგზავნილი, ეხება მისი მეგობრის მამუკა ბერძენიშვილის დაპატიმრებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ 29 წლის მამუკა ბერძენიშვილს 2 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვა-მოხმარების გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ზურაბიშვილი წერდა: "ერთ-ერთი ყველაზე ჯიგარი და უბოროტო ადამიანი, ვისაც ვიცნობ - მამუკას 1 გრამი ემდიემეის (კლუბში ორი ადამიანის საგულაო რაოდენობა) ფლობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გასართობად კლუბისთვის ემზადებოდა და 8 წლით გაუშვეს ციხეში. თავისი საქმის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და უკარგესი მეგობარი მოგვპარა დღეს სამარცხვინო სისტემამ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ბოროტება მართლა არ ვიცი... ხმას რატომ არ იღებთ ადამიანებო, აუცილებლად თქვენი ოჯახის წევრი უნდა შეეწიროს ამ ფაშიზმს? დაგვიჭირეთ მაშინ ყველა, მთელი საზოგადოება და გაგვიშვით ციხეში! მამუკა არაფრით ჩვენზე მეტი დამნაშავე არ არის!!!"

"ძალიან საშიში ხალხი ვართ... ეს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს მომავალში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას" - რას წერს ჟურნალისტი ბასილაშვილის საქმის "გარჩევებზე"

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე

"მწვრთნელს ვკითხე - სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ვიფიქრე გამაგდებდა, მაგრამ უკან არ დავიხიე... ბიჭები გასუსულები გვისმენდნენ..." - რას იხსენებს შოთა არველაძე