სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე უკვე დიდი ფასი გადავიხადე ამ საქმისთვის..." - რა უთხრა ნიკოლა სარკოზიმ დაკითხვისას მოსამართლეს
"მე უკვე დიდი ფასი გადავიხადე ამ საქმისთვის..." - რა უთხრა ნიკოლა სარკოზიმ დაკითხვისას მოსამართლეს

მე ბრალს მდე­ბენ ყო­ველ­გვა­რი არ­სე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, - ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ და­კი­თხვი­სას მო­სა­მარ­თლეს გა­ნუ­ცხა­და.

ამის შე­სა­ხებ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Le Figaro ავ­რცე­ლებს.

„მე ბრალს მდე­ბენ ყო­ველ­გვა­რი არ­სე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე. ეს ბრალ­დე­ბე­ბი ეფუძ­ნე­ბა კა­და­ფის შვი­ლის, ძმის, პრესმდივ­ნის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბებს“, - გა­ნუ­ცხა­და მო­სა­მარ­თლე­ებს ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ.

საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ეს ბრალ­დე­ბე­ბი უსა­ფუძ­ვლოა. „მე უკვე დიდი ფასი გა­და­ვი­ხა­დე ამ საქ­მის­თვის. 2012 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 1,5%-ის სხვა­ო­ბით წა­ვა­გე. კა­და­ფის ოჯა­ხი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის მიერ აგო­რე­ბუ­ლი საქ­მე მე ამ 1,5%-ად და­მიჯ­და“, - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ.

ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე უპა­სუ­ხა იმ ბრალ­დე­ბებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ის ლი­ბი­ის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას უწყობ­და ხელს.

„რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ თქვას, რომ მე ხელი შე­ვუ­წყვე ლი­ბი­ის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს? გა­ე­რო-ში მე მო­ვი­პო­ვე მან­და­ტი ლი­ბი­ა­ზე ავი­ა­დარ­ტყმე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე კა­და­ფის რე­ჟი­მი კი­დევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბო­და“, - გა­ნუ­ცხა­და მო­სა­მარ­თლეს ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ.

გუ­შინ, საფ­რან­გე­თის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ნი­კო­ლა სარ­კო­ზის 2007 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის საქ­მე­ში ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. ნი­კო­ლა სარ­კო­ზის გა­მო­ძი­ე­ბამ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა პა­სი­ურ კო­რუფ­ცი­ა­ში, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის არა­ლე­გა­ლურ და­ფი­ნან­სე­ბა­სა და ლი­ბი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის მი­მალ­ვა­ში. ასე­ვე, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი სა­სა­მარ­თლო კონ­ტრო­ლის ქვეშ იქ­ნე­ბა.

"მე უკვე დიდი ფასი გადავიხადე ამ საქმისთვის..." - რა უთხრა ნიკოლა სარკოზიმ დაკითხვისას მოსამართლეს

"მე უკვე დიდი ფასი გადავიხადე ამ საქმისთვის..." - რა უთხრა ნიკოლა სარკოზიმ დაკითხვისას მოსამართლეს

მე ბრალს მდებენ ყოველგვარი არსებითი მტკიცებულებების გარეშე, - ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაკითხვისას მოსამართლეს განუცხადა.

ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

„მე ბრალს მდებენ ყოველგვარი არსებითი მტკიცებულებების გარეშე. ეს ბრალდებები ეფუძნება კადაფის შვილის, ძმის, პრესმდივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს“, - განუცხადა მოსამართლეებს ნიკოლა სარკოზიმ.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. „მე უკვე დიდი ფასი გადავიხადე ამ საქმისთვის. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 1,5%-ის სხვაობით წავაგე. კადაფის ოჯახისა და მისი გარემოცვის მიერ აგორებული საქმე მე ამ 1,5%-ად დამიჯდა“, - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე უპასუხა იმ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, ის ლიბიის სახელმწიფო ინტერესების გატარებას უწყობდა ხელს.

„როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მე ხელი შევუწყვე ლიბიის სახელმწიფო ინტერესებს? გაერო-ში მე მოვიპოვე მანდატი ლიბიაზე ავიადარტყმების განსახორციელებლად. ჩემი პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კადაფის რეჟიმი კიდევ ხელისუფლებაში იქნებოდა“, - განუცხადა მოსამართლეს ნიკოლა სარკოზიმ.

გუშინ, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეში ბრალი წაუყენეს. ნიკოლა სარკოზის გამოძიებამ ბრალი წაუყენა პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასა და ლიბიური სახელმწიფო სახსრების მიმალვაში. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზი სასამართლო კონტროლის ქვეშ იქნება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"