ბოლო პერიოდში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარულობა მკვეთრად მზარდია. საერთაშორისო მოგზაურები ინტერესდებიან როგორც ქვეყნის ისტორიული წარსულით, ისე თანამედროვე განვითარებით. დედაქალაქი თბილისი კი თავისი ისტორიული წარსულის გარდა, უფრო მეტ და მეტ ადამიანს ხიბლავს თანამედროვე შენობებითა თუ რესტავრირებული ძველი არქიტექტურით, კლუბური ცხოვრების განვითარებით.
სასტუმრო "ბილტმორ თბილისი"თანამედროვე თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. შენობა ნებისმიერი ადგილობრივისა თუ ტურისტის ყურადღებას იქცევს და სწორედ ამიტომ გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს "ბილტმორ თბილისის" შესახებ, რომელიც 2016 წლის ზაფხულში გაიხსნა.
- "ბილტმორ თბილისი" Millennium Hotels & Resorts-ის "ბილტმორის კოლექციის" ნაწილია. "ბილტმორის კოლექციაში" შედიან მხოლოდ უმაღლესი კლასის ის სასტუმროები, რომელთა დაფუძნების ადგილსაც ისტორიული წარსული აქვს. მაგალითად, Millennium Biltmore Los Angeles (ლოს-ანჯელესი) განთავსებულია 1920-იან წლებში აგებულ შენობაში, სადაც ამერიკული კინოაკადემიის (ოსკარის) დაჯილდოების პირველი ცერემონია ჩატარდა. ამავდროულად, შენობაში ჰოლივუდის არაერთი ფილმია გადაღებული. ამავე კოლექციაში შედის Grand Hotel Palace Roma (რომი), რომელიც მე-20 საუკუნის 20-იან წლებშია აგებული, The Bailey's Hotel London (ლონდონი), რომელიც 120 წელს ითვლის და ვიქტორიანული ეპოქის შენობაში მდებარეობს, Millennium Knickerbocker Chicago (ჩიკაგო), რომელიც, ასევე, გასული საუკუნის 20-იან წლებშია აგებული. თავად "ბილტმორ თბილისი" Millennium Biltmore Los Angeles-ის სტილის შთაგონებითაა შექმნილი - სასტუმროს ინტერიერში იგრძნობა 20-იანი წლების ჰოლივუდური გლამური. მაგალითად, „იმელის“ შენობის ლობი და სასტუმროს მთავარი ბარ-რესტორანი "სონეტი" მე-20 საუკუნის დასაწყისის სტუმრად გაგრძნობინებთ თავს.
- "ბილტმორ თბილისი", როგორც "ბილტმორის კოლექციის" ნაწილი, ასევე, ისტორიულ შენობაშია განთავსებული. ეს არის ”იმელის” შენობა - საბჭოური არქიტექტურის ტიპური მაგალითი. ”იმელის” შენობის დაპროექტება ეკუთვნის იმავე ადამიანს, ალეექსეი შჩუსევს, რომელმაც მოსკოვში ლენინის მავზოლეუმი დააპროექტა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სწორედ აქ ტარდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის სხდომები და აქვე მიიღეს დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია. ამჟამად "იმელის" ისტორიულ ამფითეატრში საერთაშორისო დონის კონფერენციები იმართება. "ბილმტორ თბილისი" საქართველოს მასშტაბით არის ერთადერთი სასტუმრო, რომელიც ასეთ ისტორიულ შენობაშია განთავსებული.
- "ბილტმორ თბილისი" არქიტექტურულად გამოხატავს ქვეყნის წარსულისა და მომავლის კავშირს - ისტორიული შენობისა და ულტრა თანამედროვე ცათამბჯენის შერწყმით სასტუმროს არქიტექტურა ისტორიულ სიმდიდრესა და მომავლისკენ სწრაფვას უსვამს ხაზს. ამ ორ შენობას გამჭვირვალე შუშის ხიდი აკავშირებს.
- "ბილტმორ თბილისი" არის ყველაზე მაღალი სასტუმრო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. მისი სიმაღლე 138 მეტრია.
- "ბილტმორ თბილისის" გახსნის ცერემონია იყო ყველაზე მასშტაბური და ვიზუალურად ეფექტური სასტუმროს გახსნის ცერემონია მსოფლიო მასშტაბით, აბუ დაბის და დუბაის სასტუმროების შემდეგ.
- "ბილტორ თბილისის" მმართველი კომპანია არის Millennium Hotels and Resorts, ხოლო მფლობელი კომპანია კი "დაბი ჯგუფია". "დაბი ჯგუფს" სათავეში უდგას შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელისუფლების წარმომადგენელი და ერთ-ერთი მინისტრი.
- "ბილტმორ თბილისი" არის Millennium Hotels and Resorts -ის პირველი წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონში. "ბილტმორ თბილისი" სრულად აკმაყოფილებს "ლუქს" კლასის სასტუმროს მოთხოვნებს. მაღალშემოსავლიანი ტურისტები, როგორც წესი, სწორედ ასეთ სასტუმროებს ეძებენ.
- "ბილტორ თბილისს" ქალაქის ცენტრში კონფერენციებისთვის ყველაზე დიდი ტერიტორია აქვს გამოყოფილი.
- "ბილტმორ თბილისი" სტუმრებს ქალაქის ცენტრში ყველაზე დიდ სპა ცენტრს სთავაზობს.