ვის უნდა ხელში ჩაიგდოს ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდი "ბადაგონი"? (R)

ვის უნდა ხელში ჩაიგდოს ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდი "ბადაგონი"? (R)

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ბადაგონის საქმეს ეხმაურება და "facebook"-ის პირად გვერდზე წერს: "ბადაგონის საქმის გაგრძელება: ლატვიის მედიის მიერ საკმაოდ სრულყოფილი ანალიზი რუსეთის ჰიბრიდული საფრთხის მეზობელ ეკონომიკაში ჩარევის შედეგად.." პოსტის ქვეშ კი მან "latviannews"-ის სტატია გამოაქვეყნა, პუბლიკაციაში საინტერესო პასაჟებია, თუ ვინ დგას "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედ"-ის უკან და რა ინტერესები აქვს "ბადაგონში". გთავაზობთ ამ სტატიის ქართულ თარგმანს:

იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთი თავისი გავლენის შენარჩუნებას მთელი ძალით ცდილობს, სულ უფრო აშკარად იკვეთება ახალი ტიპის კომბინირებული საფრთხეები, რომლებიც მხოლოდ მედია სივრცეში და პოლიტიკაში ჩარევით არ შემოიფარგლება და რომლებსაც ჩვენი მეზობელი ქვეყანა აქტიურად იყენებს. ასეთი საფრთხეების პირველი ნიშნები ბიზნეს-გარემოში გამოჩნდა. რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან დაკავშირებული პირები, ისევე როგორც კრემლის რუპორი მედია კონცერნი "რუსეთი დღეს" აქტიურად არინ ჩართულნი შეტევითი ხასიათის კამპანიებში, რომელიც ღრმად არის გადაჯაჭვული თანამედროვე რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებთან.

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია "ბადაგონი" ნამდვილად შეიძლება "ქართული ოცნების" ხორცშესხმად მივიჩნიოთ. კომპანია 2002 წელს დაარსდა და იმთავითვე ღვინის ბიზნესში ევროპულ მიდგომას იყენებდა. კომპანიის ხელმძღვანელობას თავისი საკუთარი ხედვა ჰქონდა ეკონომიკისა და ქვეყნის შემდგომი განვითარების შესახებ, რაც იმ დროის საქართველოში სიახლე იყო. შედეგმაც არ დააყოვნა: დღეს "ბადაგონი" სხვადასხვა სახის ღვინის 7.5 მილიონ ბოთლს უშვებს. კომპანიას თავისი პროდუქციის ნახევარზე მეტი მსოფლიოს 18-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს, ხოლო 2017 წელს მისი ღვინის ქარხანა წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. მწარმოებლის მიერ ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ქართულ ღვინოებს შორის ევროპული ხარისხის სერტიფიკატი ISO მხოლოდ "ბადაგონის" ღვინოებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ საწარმოში 600 ადამიანი მუშაობს, რაც საქართველოში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

კომპანიას შეეძლო კვლავაც წარმატებულად ემუშავა რომ არა ის საოცარი მოვლენები, რომლებიც ამ წლის თებერვალში დაიწყო. Finchannel.com -ის ინფორმაციით, კომპანიის სათაო ოფისს საქართველოს ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ. სამართალდამცავი ორგანოს ამგვარი საქმიანობის ოფიციალურ დასაბუთებად მათ წარმოადგინეს ოფშორული კომპანია "გრაკორო ინტერნეშენალ ლიმიტედის" წარმომადგენლის, რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადება. Finchannel.com-ის ცნობით ოფშორულმა კომპანიამ პრეტენზია განაცხადა „ბადაგონის“ აქციების 100%-ზე. როგორც Finchannel.com აღნიშნავს, ასეთი პრეტენზიის საფუძველი ძნელი ასახსნელია. თუმცა, აღნიშნული პერიოდული გამოცემა ერთ საინტერესო ფაქტსაც გვატყობინებს: "გრაკორო ინტერნეშენალ ლიმიტედის" პარტნიორი რუსეთის მოქალაქე თემურ უბილავაა. ამ პიროვნების გამოჩენა ნათელს ფენს ამ ისტორიის ძალიან ბევრ ასპექტს, რომელიც სხვაგვარად გაუგებარი იქნებოდა. უკრაინული პორტალი "Контракты.ua" იტყობინება, რომ თემურ უბილავას ძმა ანატოლი უბილავა რუსეთის სპეცსამსახურების ვეტერანთა აღმასრულებელი კომიტეტის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. ეს კომიტეტი 2009 წლის ნოემბერში დაარსდა და მოსკოვის ცენტრალურ რაიონში - ზამოსკვორეჩიეში არის რეგისტრირებული. რატომ არიე ეს ფაქტი ასე კარგად ცნობილი უკრაინაში? აღმოჩნდა, რომ "Контракты.ua"-ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ მეიდანზე ორგანიზებული აქტივობების დაფინანსების საკითხების გამოძიების პროცესში უკრაინის სპეცსამსახურები ოფშორული კომპანია "გრაკორო ინტერნეშენალ ლიმიტედის" კვალს წააწყდნენ, რომელიც არეულობის მოთავის საქმიანობას გულუხვად აფინანსებდა…

უბრალოდ გავიხსენოთ თუ როგორ აქტიურად აშუქებდა რუსული მედია ეგრეთწოდებულ „მიხო-მეიდანს“, აშკარად ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მითითებით. პროპაგანდისტული ძალები „ბადაგონთან“ დაკავშირებული ისტორიის გაშუქებაშიც იყვნენ ჩართულნი. გასაკვირი არ არის, რომ კომპანიის ნამდვილი მესაკუთრეების წინააღმდეგ კამპანია კრემლის რუპორმა - სააგენტო "სპუტნიკმა" დაიწყო.

ყოველივე ამის შედეგად მიღებული სურათი ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურება. 2018 წლამდე საქართველოში კერძო საკუთრების დაცვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო; მაგრამ როგორც კი რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა პირებმა ქართული ეკონომიკის ყველაზე მიმზიდველი აქტივების მიმართ ინტერესის გამომჟღავნება დაიწყეს, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ამგვარად, ქვეყანა, რომელიც ცრემლის, ოფლის და ტანჯვის გზით ევროპისკენ მიიწევს, შეიძლება რუსეთის ეკონომიკური ექსპანსიის მსხვერპლი გახდეს და სამუდამოდ მისი გავლენის სფეროში მოექცეს.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოში ოფიციალურ პირთა უმეტესობა სიტუაციას სწორად აღიქვამს. უფრო მეტიც, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ფინანსურმა პოლიციამ, რომელმაც "ბადაგონზე" წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს შეუწყო ხელი, კომპანიაზე შეტევა მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ქვეყანაში არყოფნის პერიოდში განახორციელა.

ამის მიუხედავად, ლატვიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა, რომლებსაც რუს პარტნიორებთან საქმიანი კავშირები გააჩნიათ და ლატვიის სპეცსამსახურებმა, "ბადაგონის" სამწუხარო გამოცდილება გულდასმით უნდა გააანალიზონ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ ჰიბრიდული ტიპის ომი შეიძლება ყოველ წუთს ეკონომიკაშიც დაიწყოს. ამის მაგალითი, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქართულ კომპანიაში - "ბადაგონის" ღვინის ქარხანაში განვითარებული მოვლენებია …

(R)

რა კითხვები უნდა დავსვათ სასტუმროს დაჯავშნამდე, რომ მან ჩვენი მოლოდინები გაამართლოს?

Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს