საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საქმიანობდა და რა დავა ჰქონდა "ვარკეთილი-96"-ის პარტნიორებთან ბიზნესმენს, რომელიც ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლეს
რას საქმიანობდა და რა დავა ჰქონდა "ვარკეთილი-96"-ის პარტნიორებთან ბიზნესმენს, რომელიც ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლეს

თბი­ლის­ში, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გზატ­კე­ცილ­ზე გუ­შინ, ბიზ­ნეს­მე­ნი ნუგ­ზარ კა­ხი­ძე მოკ­ლეს. რო­გორც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ბიზ­ნეს­მენს თავ­დამ­სხმე­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ წარ­მო­მად­გენ­ლად გა­ეც­ნო, კა­რის გა­ღე­ბის შემ­დეგ კი 7 ტყვია ეს­რო­ლა. ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მენს 30 წლამ­დე მა­მა­კაც­მა ეს­რო­ლა.

ნუგ­ზარ კა­ხი­ძე ვარ­კე­თი­ლის ბაზ­რო­ბის მე­წი­ლე იყო. კერ­ძოდ, სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ის შპს „ვარ­კე­თი­ლი-96“-ის 15%-იან წილს ფლობ­და. ვარ­კე­თი­ლის ბაზ­რო­ბის გარ­და, ნუგ­ზარ კა­ხი­ძე სხვა კომ­პა­ნი­ებ­შიც ფლობ­და წი­ლებს. კერ­ძოდ, სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნი შპს „ლას­თინ­გის“ 90%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი იყო. ასე­ვე იყო შპს "ბი­ფო­რის" დი­რექ­ტო­რი და სა­წარ­მოს 90%-იანი წი­ლიც მის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო. გარ­და ამი­სა, ნუგ­ზარ კა­ხი­ძე რე­ესტრში შპს „არ­წი­ვი 08-ს“ დი­რექ­ტო­რად და 60%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლა­დაც იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

მოკ­ლულ ბიზ­ნეს­მენს შპს „ვარ­კე­თი­ლი-96“-ის დი­რექ­ტორ­თან და პარტნი­ო­რებ­თან წლე­ბის წინ დავა ჰქონ­და და თა­ვის მხრივ, პარტნი­ო­რე­ბი მას მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის უკა­ნო­ნოდ მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ვის მცი­რე დე­ტა­ლებს, სა­მო­ქა­ლა­ქო დავა, შპს „ვარ­კე­თი­ლი 96“-ის დი­რექ­ცი­ა­სა და მცი­რე აქ­ცი­ო­ნე­რებს შო­რის 2009 წელს და­ი­წყო. შპს-ს ოთხ მე­წი­ლეს ზან­და მსხვი­ლა­ძეს, ია­თამ­ზე ქავ­თა­რა­ძეს, ნეს­ტან თო­დუ­ა­სა და ნუგ­ზარ კა­ხი­ძეს, რო­მელ­თა სა­ერ­თო წილი 35%-ს შე­ად­გენ­და, პრე­ტენ­ზი­ე­ბი შპს-ს ყო­ფილ დი­რექ­ტო­რებ­თან გუ­რამ ქა­ცა­ნაშ­ვილ­თან, პა­ა­ტა ნუ­ცუ­ბი­ძეს­თან და მა­შინ­დელ დი­რექ­ტორ ოთარ პირ­ველ­თან ჰქონ­დათ. მცი­რე მე­წი­ლე­ებს ჰქონ­დათ ეჭ­ვე­ბი, რომ დი­რექ­ტო­რე­ბი თან­ხებს უმა­ლავ­დნენ რო­გორც ბი­უ­ჯეტს, ასე­ვე დამ­ფუძ­ნებ­ლებს და უმ­ცი­რე­სო­ბა­ში მყოფ დი­ვი­დენ­დებს არა­ფერს უხ­დიდ­ნენ, არც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პრო­ცეს­ში რთავ­დნენ.

რო­გორც მა­შინ მცი­რე მე­წი­ლე­ე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, დი­რექ­ტო­რე­ბი მათ­თვის ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. მათი თქმით, დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა ჯა­რი­მის გა­დახ­დის შემ­დეგ, კრე­ბა მო­იწ­ვი­ეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ აღ­ნიშ­ნულ აქ­ცი­ო­ნე­რებს დი­ვი­დენ­დებს ვერ გა­და­უხ­დი­ნენ, რად­გან ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა მი­ლი­ო­ნი ლარი და­უჯ­დათ. ამას­თან, მცი­რე მე­წი­ლე­ე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას უუ­ნა­რო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყეს, თუმ­ცა იმა­ვე დღეს შე­წყვი­ტეს, რად­გან მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­შიმ­ში­ლე­ებს სთხო­ვეს, რომ მათ­თვის დრო მი­ე­ცათ.

ამას­თან, სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ 2012 წელს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი შე­ვი­და, თუმ­ცა ამ­ჯე­რად სარ­ჩე­ლი ეკუთ­ვნო­და „ვარ­კე­თი­ლი 96“-ის დი­რექ­ტორ­სა და პარტნი­ო­რებს ოთარ პირ­ველს, გუ­რამ ქა­ცა­ნაშ­ვილს, პა­ა­ტა ნუ­ცუ­ბი­ძეს და სოს­ლან გა­ბი­ანს. სა­ჩი­ვა­რი შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის, კერ­ძოდ, თაღ­ლი­თუ­რი გზით უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­ვი­და.

მათი მტკი­ცე­ბით, შპს „ვარ­კე­თი­ლი 96“-ის მთა­ვარ საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ად­გენ­და ფარ­თის/ების გა­ქი­რა­ვე­ბა სა­ცა­ლო და სა­ბი­თუ­მო მო­ვაჭ­რე­ებ­ზე. და­ფუძ­ნე­ბი­დან - 2000 წლამ­დე, რო­გორც კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა, ისე მის პარტნი­ო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ვი­თარ­დე­ბო­და.

„ნუგ­ზარ კა­ხი­ძე 2000 წლი­დან ბაზ­რო­ბის 15%-იანი წი­ლის მფლო­ბელ პარტნი­ო­რად და­რე­გის­ტრირ­და. კომ­პა­ნი­ა­ში გა­მო­ჩე­ნის დღი­დან, ნუგ­ზარ კა­ხი­ძე მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ცდი­ლობ­და მთლი­ა­ნად გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა ბაზ­რო­ბის შე­მო­სა­ვალ-გა­სა­ვა­ლი. მისი უშუ­ა­ლო მცდე­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, კომ­პა­ნი­ა­ში და­საქმდნენ მისი ძმე­ბი, და­ვით და გია კა­ხი­ძე­ე­ბი. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ნუგ­ზარ კა­ხი­ძის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა პარტნი­ო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ფაქ­ტი­უ­რად აფერ­ხებ­და კომ­პა­ნი­ის შემ­დგომ საქ­მი­ა­ნო­ბას, პარტნი­ო­რე­ბის მიერ მიღ­წე­უ­ლი იქნა ზე­პი­რი შე­თან­ხმე­ბა შპს „ვარ­კე­თი­ლი 96“-ისს ნა­ტუ­რით გა­ყო­ფის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო სა­ჩი­ვარ­ში. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რას საქმიანობდა და რა დავა ჰქონდა "ვარკეთილი-96"-ის პარტნიორებთან ბიზნესმენს, რომელიც ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლეს

რას საქმიანობდა და რა დავა ჰქონდა "ვარკეთილი-96"-ის პარტნიორებთან ბიზნესმენს, რომელიც ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლეს

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გუშინ, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს. როგორც შემთხვევის ადგილზე მეზობლები ამბობენ, ბიზნესმენს თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი 7 ტყვია ესროლა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.

ნუგზარ კახიძე ვარკეთილის ბაზრობის მეწილე იყო. კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ის შპს „ვარკეთილი-96“-ის 15%-იან წილს ფლობდა. ვარკეთილის ბაზრობის გარდა, ნუგზარ კახიძე სხვა კომპანიებშიც ფლობდა წილებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბიზნესმენი შპს „ლასთინგის“ 90%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო. ასევე იყო შპს "ბიფორის" დირექტორი და საწარმოს 90%-იანი წილიც მის საკუთრებაში იყო. გარდა ამისა, ნუგზარ კახიძე რეესტრში შპს „არწივი 08-ს“ დირექტორად და 60%-იანი წილის მფლობელადაც იყო რეგისტრირებული.

მოკლულ ბიზნესმენს შპს „ვარკეთილი-96“-ის დირექტორთან და პარტნიორებთან წლების წინ დავა ჰქონდა და თავის მხრივ, პარტნიორები მას მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისებას ედავებოდნენ.

რაც შეეხება გახმაურებული დავის მცირე დეტალებს, სამოქალაქო დავა, შპს „ვარკეთილი 96“-ის დირექციასა და მცირე აქციონერებს შორის 2009 წელს დაიწყო. შპს-ს ოთხ მეწილეს ზანდა მსხვილაძეს, იათამზე ქავთარაძეს, ნესტან თოდუასა და ნუგზარ კახიძეს, რომელთა საერთო წილი 35%-ს შეადგენდა, პრეტენზიები შპს-ს ყოფილ დირექტორებთან გურამ ქაცანაშვილთან, პაატა ნუცუბიძესთან და მაშინდელ დირექტორ ოთარ პირველთან ჰქონდათ. მცირე მეწილეებს ჰქონდათ ეჭვები, რომ დირექტორები თანხებს უმალავდნენ როგორც ბიუჯეტს, ასევე დამფუძნებლებს და უმცირესობაში მყოფ დივიდენდებს არაფერს უხდიდნენ, არც გადაწყვეტილების პროცესში რთავდნენ.

როგორც მაშინ მცირე მეწილეები ირწმუნებოდნენ, დირექტორები მათთვის ქონების წართმევაზე გადავიდნენ. მათი თქმით, დამფუძნებლებმა ჯარიმის გადახდის შემდეგ, კრება მოიწვიეს და განაცხადეს, რომ აღნიშნულ აქციონერებს დივიდენდებს ვერ გადაუხდინენ, რადგან ყველაფრის მოგვარება მილიონი ლარი დაუჯდათ. ამასთან, მცირე მეწილეები გამოძიებას უუნარობას ედავებოდნენ. სამართლიანობის აღდგენის მიზნით პროკურატურაში შიმშილობა დაიწყეს, თუმცა იმავე დღეს შეწყვიტეს, რადგან მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა მოშიმშილეებს სთხოვეს, რომ მათთვის დრო მიეცათ.

ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ 2012 წელს მთავარ პროკურატურაში სარჩელი შევიდა, თუმცა ამჯერად სარჩელი ეკუთვნოდა „ვარკეთილი 96“-ის დირექტორსა და პარტნიორებს ოთარ პირველს, გურამ ქაცანაშვილს, პაატა ნუცუბიძეს და სოსლან გაბიანს. საჩივარი შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის, კერძოდ, თაღლითური გზით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე შევიდა.

მათი მტკიცებით, შპს „ვარკეთილი 96“-ის მთავარ საქმიანობას შეადგენდა ფართის/ების გაქირავება საცალო და საბითუმო მოვაჭრეებზე. დაფუძნებიდან - 2000 წლამდე, როგორც კომპანიის საქმიანობა, ისე მის პარტნიორებს შორის ურთიერთობა სტაბილურად მიმდინარეობდა და ვითარდებოდა.

„ნუგზარ კახიძე 2000 წლიდან ბაზრობის 15%-იანი წილის მფლობელ პარტნიორად დარეგისტრირდა. კომპანიაში გამოჩენის დღიდან, ნუგზარ კახიძე მასთან დაკავშირებული, საეჭვო რეპუტაციის მქონე პირების მეშვეობით, ცდილობდა მთლიანად გაეკონტროლებინა ბაზრობის შემოსავალ-გასავალი. მისი უშუალო მცდელობების შედეგად, კომპანიაში დასაქმდნენ მისი ძმები, დავით და გია კახიძეები. იმის გათვალისწინებით, რომ ნუგზარ კახიძის და მასთან დაკავშირებული პირების ქმედებების შედეგად უკიდურესად დაიძაბა პარტნიორებს შორის ურთიერთობა, რაც ფაქტიურად აფერხებდა კომპანიის შემდგომ საქმიანობას, პარტნიორების მიერ მიღწეული იქნა ზეპირი შეთანხმება შპს „ვარკეთილი 96“-ისს ნატურით გაყოფის შესახებ“, - აღნიშნული იყო საჩივარში. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო