სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ტურაშვილი სტუმრად თელავში - "ბიბლუსის" ლიტერატურული ტურნე გრძელდება!
დათო ტურაშვილი სტუმრად თელავში - "ბიბლუსის" ლიტერატურული ტურნე გრძელდება!

25 მარტს თე­ლა­ვის "ბიბ­ლუ­სი" გა­ლე­რე­ა­ში მკი­თხველს მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი შეხ­ვდე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მწე­რა­ლი ისა­უბ­რებს სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, უპა­სუ­ხებს სტუმ­რე­ბის შე­კი­თხვებს და მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ მწერ­ლის­გან მი­ი­ღონ ავ­ტოგ­რა­ფი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში დათო ტუ­რაშ­ვი­ლის წიგ­ნებ­ზე იმოქ­მე­დებს -20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბაც, რაც მკი­თხველს მის­ცემს და­მა­ტე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბას კი­დევ უფრო უკე­თე­სად გა­ეც­ნონ მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას.

2018 წელი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "ბიბ­ლუ­სის­თვის" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის საყ­ვა­რე­ლი კომ­პა­ნია 10 წლის ხდე­ბა და ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რავს სი­ახ­ლე­სა და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს სთა­ვა­ზობს ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეც სწო­რედ ამ სი­ახ­ლე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა მწე­რა­ლი უკვე შეხ­ვდა მკი­თხველს გორ­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ოზურ­გეთ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში. ტურ­ნეს მი­ზა­ნია ერთი მხრივ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ხოლო მე­ო­რე მხრივ, რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მკი­თხვე­ლის­თვის და­მა­ტე­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მა, რომ შეხ­ვდნენ საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებს და მი­ი­ღონ მეტი ინ­ფორ­მა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც "ბიბ­ლუს­ში" გან­მარ­ტა­ვენ, ტურ­ნე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ ქარ­თველ მწე­რალ­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბას. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თა­ვად მომ­ხმა­რებ­ლის აზ­რიც, თუ რო­მელ რე­გი­ონ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მელ მწე­რალ­თან სურთ შეხ­ვედ­რა. გარ­და იმი­სა, რომ დათო ტუ­რაშ­ვი­ლის წიგ­ნე­ბი, "ბიბ­ლუ­სის" მო­ნა­ცე­მე­ბით, მუდ­მი­ვად ხვდე­ბა ბესტსე­ლერ­თა შო­რის, ის თე­ლა­ველ მკი­თხველ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი­ცაა. მას­თან შეხ­ვედ­რა 25 მარტს თე­ლა­ვის "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" 16:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. მი­სა­მარ­თი: ბახ­ტრი­ო­ნი­სა და სა­ა­კა­ძის კვე­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

დათო ტურაშვილი სტუმრად თელავში - "ბიბლუსის" ლიტერატურული ტურნე გრძელდება!

დათო ტურაშვილი სტუმრად თელავში - "ბიბლუსის" ლიტერატურული ტურნე გრძელდება!

25 მარტს თელავის "ბიბლუსი" გალერეაში მკითხველს მწერალი დათო ტურაშვილი შეხვდება. ღონისძიებაზე მწერალი ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებაზე, უპასუხებს სტუმრების შეკითხვებს და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მწერლისგან მიიღონ ავტოგრაფი. აღსანიშნავია, რომ საღამოს განმავლობაში დათო ტურაშვილის წიგნებზე იმოქმედებს -20%-იანი ფასდაკლებაც, რაც მკითხველს მისცემს დამატებით საშუალებას კიდევ უფრო უკეთესად გაეცნონ მწერლის შემოქმედებას.

2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისთვის" განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - ქართველი მკითხველის საყვარელი კომპანია 10 წლის ხდება და ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავს სიახლესა და საინტერესო პროექტს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს. ლიტერატურული ტურნეც სწორედ ამ სიახლეების მნიშვნელოვანი ნაწილია. ტურნეს ფარგლებში სხვადასხვა მწერალი უკვე შეხვდა მკითხველს გორში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ტურნეს მიზანია ერთი მხრივ თანამედროვე ქართველი მწერლების პოპულარიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონებში მცხოვრები მკითხველისთვის დამატებითი საშუალების მიცემა, რომ შეხვდნენ საყვარელ ავტორებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია თანამედროვე ქართული მწერლობის შესახებ.

როგორც "ბიბლუსში" განმარტავენ, ტურნეში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქართველ მწერალსა და გამომცემლობას. გათვალისწინებულია თავად მომხმარებლის აზრიც, თუ რომელ რეგიონში განსაკუთრებულად რომელ მწერალთან სურთ შეხვედრა. გარდა იმისა, რომ დათო ტურაშვილის წიგნები, "ბიბლუსის" მონაცემებით, მუდმივად ხვდება ბესტსელერთა შორის, ის თელაველ მკითხველში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართველი ავტორიცაა. მასთან შეხვედრა 25 მარტს თელავის "ბიბლუსი გალერეაში" 16:00 საათზე დაიწყება. მისამართი: ბახტრიონისა და სააკაძის კვეთა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს