კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სითი პარკის" 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება
"სითი პარკის" 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება

კომ­პა­ნია "სითი პარ­კის" 120 თა­ნამ­შრო­მე­ლი თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში და­საქმდე­ბა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და შე­ვე­ხო კომ­პა­ნია „სითი პარ­კის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ბედს და სა­კითხს. ჩემ­თვის, რო­გორც თბი­ლი­სის მე­რის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ბედი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, მინ­და თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელს, მა­მუ­კა კო­ბა­ხი­ძეს ვთხო­ვო, რომ ის 120 თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც "სითი პარკში" მუ­შა­ობ­და, აყ­ვა­ნი­ლი იქ­ნას სამ­სა­ხურ­ში. ესე­ნი არი­ან ძი­რი­თა­დად ინ­სპექ­ტო­რე­ბი და არ უნდა და­ზა­რალ­დნენ მათი კომ­პა­ნი­ის ქმე­დე­ბე­ბის გამო. პი­რი­ქით, მათი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მის მარ­თვის­თვის.

თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელს, მა­მუ­კა კო­ბა­ხი­ძეს ვა­ვა­ლებ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღოს სა­ჭი­რო ზო­მე­ბი იმის­თვის, რომ სა­პარ­კინ­გე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მო­ე­წყოს. ვგუ­ლის­ხმობ და­ხაზ­ვას, სა­პარ­კინ­გე ნიშ­ნე­ბის მო­წყო­ბას და ასე­ვე, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, თუ არის რა­ი­მე სა­ჭი­რო, და­მა­ტე­ბით არის რა­ი­მე შე­სა­ძე­ნი, რომ უპ­რობ­ლე­მოდ გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა 10 აპ­რი­ლი­დან, გა­კეთ­დეს ყვე­ლა­ფე­რი ამის­თვის", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"სითი პარკის" 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება

"სითი პარკის" 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება

კომპანია "სითი პარკის" 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მინდა შევეხო კომპანია „სითი პარკის“ თანამშრომლების ბედს და საკითხს. ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის ნებისმიერი ადამიანის ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მინდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს ვთხოვო, რომ ის 120 თანამშრომელი, რომელიც "სითი პარკში" მუშაობდა, აყვანილი იქნას სამსახურში. ესენი არიან ძირითადად ინსპექტორები და არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. პირიქით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს ვავალებ, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს. ვგულისხმობ დახაზვას, საპარკინგე ნიშნების მოწყობას და ასევე, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თუ არის რაიმე საჭირო, დამატებით არის რაიმე შესაძენი, რომ უპრობლემოდ გავაგრძელოთ მუშაობა 10 აპრილიდან, გაკეთდეს ყველაფერი ამისთვის", - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები