მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპმა პუტინს დაურეკა : "რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია"
ტრამპმა პუტინს დაურეკა : "რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია"

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი იმ კრი­ტი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რაც მის მიერ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მი­ლოც­ვას მოჰ­ყვა.

"მე რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს პუ­ტინს და­ვუ­რე­კე და არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მი­ვუ­ლო­ცე. წარ­სულ­ში ობა­მა­მაც და­უ­რე­კა მას. "ფეიქ ნიუს" მე­დია გა­და­ი­რია, ვი­ნა­ი­დან მათ სურ­დათ მე ის გა­მეკ­რი­ტი­კე­ბი­ნა. ისი­ნი ცდე­ბი­ან. რუ­სეთ­თან და სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა კარ­გია, ცუდი არ არის", - და­წე­რა დო­ნალდ ტრამპმა "ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის თქმით, "რუ­სეთს შე­უძ­ლია ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან, სი­რი­ას­თან, უკ­რა­ი­ნას­თან, "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან", ირან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში დახ­მა­რე­ბა".

"ბუში ცდი­ლობ­და ამის გა­კე­თე­ბას, მაგ­რამ მას არ ჰყავ­და "ჭკვი­ა­ნი" ხალ­ხი. ობა­მა და კლინ­ტო­ნი ეცად­ნენ ამას, მაგ­რამ მათ არ გა­აჩ­ნდათ ენერ­გია (გა­იხ­სე­ნეთ "გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კა")", - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

გუ­შინ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მარ­თა. კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, დო­ნალდ ტრამპმა ვლა­დი­მერ პუ­ტინს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "რეს­პუბ­ლი­კელ­მა" სე­ნა­ტორ­მა ჯონ მა­კ­კე­ინ­მა დო­ნალდ ტრამ­პი აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო გა­აკ­რი­ტი­კა. მისი თქმით, „ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნამ­ძღო­ლი არ არის, რო­დე­საც დიქ­ტა­ტორს ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ტრამპმა პუტინს დაურეკა : "რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია"

ტრამპმა პუტინს დაურეკა : "რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია"

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რაც მის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას მოჰყვა.

"მე რუსეთის პრეზიდენტს პუტინს დავურეკე და არჩევნებზე გამარჯვება მივულოცე. წარსულში ობამამაც დაურეკა მას. "ფეიქ ნიუს" მედია გადაირია, ვინაიდან მათ სურდათ მე ის გამეკრიტიკებინა. ისინი ცდებიან. რუსეთთან და სხვებთან ურთიერთობის დალაგება კარგია, ცუდი არ არის", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, "რუსეთს შეუძლია ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან, უკრაინასთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან", ირანთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება".

"ბუში ცდილობდა ამის გაკეთებას, მაგრამ მას არ ჰყავდა "ჭკვიანი" ხალხი. ობამა და კლინტონი ეცადნენ ამას, მაგრამ მათ არ გააჩნდათ ენერგია (გაიხსენეთ "გადატვირთვის პოლიტიკა")", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკელმა" სენატორმა ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპი აღნიშნულის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, „ამერიკის პრეზიდენტი თავისუფალი მსოფლიოს წინამძღოლი არ არის, როდესაც დიქტატორს ფალსიფიცირებულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს“.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე