სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლუბში გასართობად ემზადებოდა და 8 წლით გაუშვეს ციხეში" - რისთვის დააკავეს 29 წლის ახალგაზრდა თბილისში
"კლუბში გასართობად ემზადებოდა და 8 წლით გაუშვეს ციხეში" - რისთვის დააკავეს 29 წლის ახალგაზრდა თბილისში

დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 29 წლის მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვილს 2 გრა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA-ს შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-მოხ­მა­რე­ბის გამო 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, წარ­სულ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის მსჯავ­რდე­ბულ­მა მ. ბ.-მ (მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა) პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი­სა და გა­მო­საც­დე­ლი ვა­დის პი­რო­ბებ­ში, 2017 წლის 29 ივ­ნისს, ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი.

"კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი და ბი­ნის ჩხრე­კი­სას, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნი­ლი და შე­ნა­ხუ­ლი 0.1133 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა კა­ნა­ფის ფი­სის შემ­ცვე­ლი უფე­რო, გამჭვირ­ვა­ლე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ჩამ­კე­ტი­ან პა­კეტ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი, მომ­წვა­ნო-მო­ყა­ვის­ფრო ფე­რის, რბი­ლი პლას­ტი­კუ­რი მასა და 2,027447 გრა­მი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მდმა-ს შემ­ცვე­ლი 6 ცალ, ვერ­ცხლის­ფერ ფოლ­გის ნა­ჭერ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მოყ­ვი­თა­ლო-მო­ყა­ვის­ფრო ფე­რის კრის­ტა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა და ელექტრო-სას­წო­რის პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ნაშ­რე­ვი ამო­ი­ღეს. სა­სა­მარ­თლომ მ. ბ.-ს, მუხ­ლის სან­ქცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის მი­ნი­მუ­მი 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა" - ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი აღ­ნიშ­ნულ გა­ნა­ჩენს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ და საქ­მის გა­და­ხედ­ვას მო­ი­თხო­ვენ. და­კა­ვე­ბუ­ლი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" თა­ნამ­შრო­მე­ლია და მის შე­სა­ხებ პოს­ტებს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც წე­რენ.

მა­რი­ამ ჭე­ლი­ძე, პრო­დი­უ­სე­რი: "ეს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ბიჭი, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია, აგერ უკვე 13 წე­ლია. ბიჭი რო­მე­ლიც სი­კე­თის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი ვინც იც­ნობს, რო მას­ზე არ გიჟ­დე­ბო­დეს! ხოდა დღეს ამ ყვე­ლა­ზე მა­გარ ბიჭს 1 გრა­მი “ემ­დი­ე­მე­ის” გუ­ლის­თვის 8 წელი მი­უ­სა­ჯეს! 8 წელი! ჯგუ­ფურ ყა­ჩა­ღო­ბა­ზე - 5 წელი, მკვლე­ლო­ბა­ზე 7! ეს რა უბე­დუ­რე­ბაა, ვინ ად­გენს ამ კა­ნო­ნებს!!! სად ვცხოვ­რობთ?"

გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სპორ­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჯი­გა­რი და უბო­რო­ტო ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ვიც­ნობ - მა­მუ­კას 1 გრა­მი ემ­დი­ე­მე­ის (კლუბ­ში ორი ადა­მი­ა­ნის სა­გუ­ლაო რა­ო­დე­ნო­ბა) ფლო­ბის­თვის 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. გა­სარ­თო­ბად კლუ­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და 8 წლით გა­უშ­ვეს ცი­ხე­ში. თა­ვი­სი საქ­მის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და უკარ­გე­სი მე­გო­ბა­რი მოგვპა­რა დღეს სა­მარ­ცხვი­ნო სის­ტე­მამ. რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ეს ბო­რო­ტე­ბა მარ­თლა არ ვიცი... ხმას რა­ტომ არ იღებთ ადა­მი­ა­ნე­ბო, აუ­ცი­ლებ­ლად თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი უნდა შე­ე­წი­როს ამ ფა­შიზმს? დაგ­ვი­ჭი­რეთ მა­შინ ყვე­ლა, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და გაგ­ვიშ­ვით ცი­ხე­ში! მა­მუ­კა არაფ­რით ჩვენ­ზე მეტი დამ­ნა­შა­ვე არ არის!!!"

AMBEBI.GE მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად, მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის დას, მა­რი­ამ ბერ­ძე­ნიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. მისი თქმით, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი 9 თვის წინ და­ა­კა­ვეს და ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით წა­უ­ყე­ნეს, რაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-მოხ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის და გან­მარ­ტავს, კა­ნონ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც 2, ისე 50 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა დიდ რა­ო­დე­ნო­ბად მი­იჩ­ნე­ვა, რაც 8-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა.

"ჩემი ძმა კრი­მი­ნა­ლი არ არის, კრი­მი­ნა­ლე­ბი გა­რეთ და­დი­ან. კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კი პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის ჰქონ­და და და­ა­კა­ვეს. ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლებს ვერ და­ვარ­ქმევთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თვე­ში ერთხელ კლუბ­ში და­დი­ან და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას იღე­ბენ, ეს იგი­ვეა, რაც კლუბ­ში ვინ­მე ალ­კოჰოლს იღებ­დეს და ალ­კოჰო­ლი­კი უწო­დო.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ ასე­თია კა­ნო­ნი, მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაა და შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ" - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

და­კა­ვე­ბუ­ლის დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვილს აქვს სამ­სა­ხუ­რი, ჰყავს მე­უღ­ლე და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. რო­გორც მა­რი­ამ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მის ძმას ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე და­ენგრა.

"უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სი­დან მუ­შა­ობ­და, არის მონ­ტა­ჟის სპე­ცი­ა­ლის­ტი, აქვს თა­ვი­სი პრო­ფე­სია, რო­მელ­შიც საკ­მა­ოდ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამ უაზ­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა­ფე­რი და­უნ­გრია. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღეს მი­ი­ღეს და ჯერ არ ვი­ცით, რო­გორ მო­ვიქ­ცე­ვით, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ პირ­და­პირ სა­პა­ტიმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. კვი­რა­ში ორ­ჯერ მა­ინც ხდე­ბა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს არაფ­რის გამო აპა­ტიმ­რე­ბენ და ცხოვ­რე­ბას უნ­გრე­ვენ, მე პი­რა­დად, ასე­თი გა­ნა­ჩე­ნი არც ერთი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში არ მი­ნა­ხავს. პრობ­ლე­მა არის კა­ნონ­სა და მის აღ­მას­რუ­ლებ­ლებ­ში და თუ მათი ცვლი­ლე­ბა არ მოხ­და, ალ­ბათ აზრი არა­ფერს არ ექ­ნე­ბა"- აღ­ნიშ­ნა მან.

მი­მარ­თა­ვენ თუ არა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ოჯახს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია, რად­გან რო­გორ და­კა­ვე­ბუ­ლის დამ აღ­ნიშ­ნა, სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი დღეს გა­მო­ი­ტა­ნა და ოჯა­ხის წევ­რე­ბი მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა შე­ჯერ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"კლუბში გასართობად ემზადებოდა და 8 წლით გაუშვეს ციხეში" - რისთვის დააკავეს 29 წლის ახალგაზრდა თბილისში

"კლუბში გასართობად ემზადებოდა და 8 წლით გაუშვეს ციხეში" - რისთვის დააკავეს 29 წლის ახალგაზრდა თბილისში

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 წლის მამუკა ბერძენიშვილს 2 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვა-მოხმარების გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებულმა მ. ბ.-მ (მამუკა ბერძენიშვილმა) პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის პირობებში, 2017 წლის 29 ივნისს, ჩაიდინა დანაშაული.

"კერძოდ, ბრალდებულის პირადი და ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.1133 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, რბილი პლასტიკური მასა და 2,027447 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 6 ცალ, ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო-მოყავისფრო ფერის კრისტალური ნივთიერება და ელექტრო-სასწორის პირზე არსებული დანაშრევი ამოიღეს. სასამართლომ მ. ბ.-ს, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბერძენიშვილის ოჯახი და მეგობრები აღნიშნულ განაჩენს არაადეკვატურად მიიჩნევენ და საქმის გადახედვას მოითხოვენ. დაკავებული "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელია და მის შესახებ პოსტებს ტელეკომპანიის თანამშრომლებიც წერენ.

მარიამ ჭელიძე, პროდიუსერი: "ეს ყველაზე მაგარი ბიჭი, ჩემი საუკეთესო მეგობარია, აგერ უკვე 13 წელია. ბიჭი რომელიც სიკეთის განსახიერებაა. არ არსებობს ადამიანი ვინც იცნობს, რო მასზე არ გიჟდებოდეს! ხოდა დღეს ამ ყველაზე მაგარ ბიჭს 1 გრამი “ემდიემეის” გულისთვის 8 წელი მიუსაჯეს! 8 წელი! ჯგუფურ ყაჩაღობაზე - 5 წელი, მკვლელობაზე 7! ეს რა უბედურებაა, ვინ ადგენს ამ კანონებს!!! სად ვცხოვრობთ?"

გიორგი ზურაბიშვილი, სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი: "ერთ-ერთი ყველაზე ჯიგარი და უბოროტო ადამიანი, ვისაც ვიცნობ - მამუკას 1 გრამი ემდიემეის (კლუბში ორი ადამიანის საგულაო რაოდენობა) ფლობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გასართობად კლუბისთვის ემზადებოდა და 8 წლით გაუშვეს ციხეში. თავისი საქმის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და უკარგესი მეგობარი მოგვპარა დღეს სამარცხვინო სისტემამ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ბოროტება მართლა არ ვიცი... ხმას რატომ არ იღებთ ადამიანებო, აუცილებლად თქვენი ოჯახის წევრი უნდა შეეწიროს ამ ფაშიზმს? დაგვიჭირეთ მაშინ ყველა, მთელი საზოგადოება და გაგვიშვით ციხეში! მამუკა არაფრით ჩვენზე მეტი დამნაშავე არ არის!!!"

AMBEBI.GE მომხდარის დეტალების გასარკვევად, მამუკა ბერძენიშვილის დას, მარიამ ბერძენიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ბერძენიშვილი 9 თვის წინ დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენეს, რაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარებას გულისხმობს.

როგორც დაკავებულის და განმარტავს, კანონში ნარკოტიკული საშუალების კონკრეტული რაოდენობა განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, როგორც 2, ისე 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება დიდ რაოდენობად მიიჩნევა, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

"ჩემი ძმა კრიმინალი არ არის, კრიმინალები გარეთ დადიან. კლუბური ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა და დააკავეს. ნარკოდამოკიდებულებს ვერ დავარქმევთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვეში ერთხელ კლუბში დადიან და ნარკოტიკულ საშუალებას იღებენ, ეს იგივეა, რაც კლუბში ვინმე ალკოჰოლს იღებდეს და ალკოჰოლიკი უწოდო.

სასამართლო პროცესები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ასეთია კანონი, მინიმალური სასჯელი 8 წლით თავისუფლების აღკვეთაა და შედეგს ვერ მივაღწიეთ" - აღნიშნა მარიამ ბერძენიშვილმა.

დაკავებულის დის ინფორმაციით, მამუკა ბერძენიშვილს აქვს სამსახური, ჰყავს მეუღლე და ნარკოდამოკიდებული არასდროს ყოფილა. როგორც მარიამ ბერძენიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მის ძმას ყველაფერი თავზე დაენგრა.

"უნივერსიტეტის პირველი კურსიდან მუშაობდა, არის მონტაჟის სპეციალისტი, აქვს თავისი პროფესია, რომელშიც საკმაოდ რეალიზებული და წარმატებულია, მაგრამ ამ უაზრო გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად ყველაფერი დაუნგრია. გადაწყვეტილება დღეს მიიღეს და ჯერ არ ვიცით, როგორ მოვიქცევით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს. კვირაში ორჯერ მაინც ხდება მსგავსი ფაქტები, როდესაც ადამიანებს არაფრის გამო აპატიმრებენ და ცხოვრებას უნგრევენ, მე პირადად, ასეთი განაჩენი არც ერთი ადამიანის შემთხვევაში არ მინახავს. პრობლემა არის კანონსა და მის აღმასრულებლებში და თუ მათი ცვლილება არ მოხდა, ალბათ აზრი არაფერს არ ექნება"- აღნიშნა მან.

მიმართავენ თუ არა სააპელაციო სასამართლოს, ამასთან დაკავშირებით მამუკა ბერძენიშვილის ოჯახს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან როგორ დაკავებულის დამ აღნიშნა, სასამართლომ განაჩენი დღეს გამოიტანა და ოჯახის წევრები მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით უნდა შეჯერდნენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს