პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს ბუნიაობა ასტროლოგიური თვალსაზრისით და რა საერთო ჰქონდათ ქართველებს კელტებთან
რას ნიშნავს ბუნიაობა ასტროლოგიური თვალსაზრისით და რა საერთო ჰქონდათ ქართველებს კელტებთან

ას­ტრო­ლო­გი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც 20-21 მარტს აღი­ნიშ­ნე­ბა.

"გვი­ახ­ლოვ­დე­ბა მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, სწო­რედ ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბაა, მე კი შე­ვეც­დე­ბი ამ თე­მა­ზე შე­და­რე­ბით ვრცლად ვი­სა­უბ­რო:

მზე, მთა­ვა­რი სი­ცო­ცხლის წყა­რო, რო­მე­ლიც მოქ­ცე­უ­ლია ზე­ნი­ტში, უმაღ­ლეს წერ­ტილ­ში, ჩრ.ტრო­პიკ­ში, შე­სა­ბა­მი­სად ჩრდი­ლო­ე­თი ნა­ხე­ვარსფე­რო უფრო მეტ ენერ­გი­ას იღებს, ვიდ­რე სახმრე­თი. ასე­თი მდე­ბა­რე­ო­ბა წე­ლი­წად­ში გვაქვს ორ­ჯერ შე­მოდ­გო­მით, 23 სექ­ტემ­ბერს და გა­ზა­ფხულ­ზე, 21 მარტს. შე­მოდ­გო­მა-გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა, რო­გორც დღე-ღა­მუ­რი ტო­ლო­ბე­ბის პე­რი­ო­დი.

ჩვენ ვი­ცით, რომ ზამ­თარ­ში ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან ცხო­ვე­ლე­ბი, მცე­ნა­რე­ე­ბი თუ სხვა - იწყე­ბენ თა­ვი­ან­თი გზე­ბის მო­ნახ­ვას, ძი­რი­თა­დი თემა მა­ინც საზ­რუ­ნა­ვია, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ ვხე­დავთ გაც­რე­ცილ ხე­ებს, თოვ­ლით და­ფა­რულ მდე­ლო­ებს, ქე­დებს თუ უბ­რა­ლო გამ­ვლელ გზებ­სა და ქუ­ჩებს. დათ­ვე­ბიც კი გა­და­დი­ან ძი­ლის ფა­ზა­ში, თუმ­ცა გა­ზა­ფხუ­ლის შე­მოს­ვლით ტო­ნუ­სი მაღ­ლდე­ბა.

გა­ზა­ფხუ­ლი და სწო­რედ 20-21 მარ­ტი - ით­ვლე­ბა ახა­ლი სი­ცო­ცხლის წყა­როდ, ახა­ლი ათ­ვლის წერ­ტი­ლად, ძვე­ლად ძვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის დრო­საც კი აღ­ნიშ­ნავ­დნენ ახალ წელს და არა მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბი, კელ­ტე­ბიც, სხვა­დას­ხვა უცხო ტო­მე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბიც კი. ამ კონ­კრე­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში მათი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა მოქ­ცე­უ­ლი იყო ერთ დიდ მთლი­ან ეგ­რე­გო­რულ ველ­ში, პრინ­ციპ­ში რთუ­ლია მათი აზ­რის უკუგ­დე­ბა, რად­გან რო­დე­საც ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ და პა­ტივს ვცემთ ახალს - მა­შინ შე­სა­ბა­მი­სი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბიც უნდა გაგ­ვაჩ­ნდეს, მათ კი მრავ­ლად ჰქონ­დათ აღ­ნიშ­ნუ­ლი. დღე-ღა­მის თა­ნას­წო­რო­ბა, ახა­ლი სი­ცო­ცხლე, ამინ­დე­ბის გა­მო­კე­თე­ბა, მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის, მთლი­ა­ნად ბუ­ნე­ბის გა­მოღ­ვი­ძე­ბა... და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხი­თაც კი, მზე ას­რუ­ლებ­და თა­ვის ერთ წლი­ან ციკლს, და­ას­რუ­ლებ­და თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში მოძ­რა­ო­ბას და გა­და­ვი­დო­და ვერ­ძის ნი­შან­ში, სა­დაც და­ი­წყე­ბო­და ახა­ლი ათ­ვლის წერ­ტი­ლი, ახა­ლი ციკ­ლი, ეს კი იყო მთა­ვა­რი სა­სი­ხა­რუ­ლო მოვ­ლე­ნა იმ დრო­ის მთა­ვარ­თათ­ვის.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 325 წლის - ნი­კე­ის პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო კრე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლის გა­მოთ­ვლაც გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა. მე­ტიც, ად­რინ­დელ არა მარ­ტო ქარ­თულ, არა­მედ უცხო ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­შიც კი ძა­ლი­ან უხა­რო­დათ მზის გა­დას­ვლა ვერ­ძში, რად­გან რო­გორც ბუ­ნი­ო­ბაა ახა­ლი ძა­ლის შემ­მა­ტე­ბე­ლი და იმე­დი, სწო­რედ ასე იყო ქვეყ­ნის იმე­დიც ახა­ლი წლის და­სა­წყი­სი და და­ვა­მა­ტებ იმა­საც, რომ უფ­ლის­წუ­ლე­ბის ჩა­სახ­ვას სა­მე­ფო კა­რის პი­რე­ბიც კი ცდი­ლობ­დნენ, რომ ვერ­ძის ნი­შანს დამ­თხვე­ო­და, რად­გან იგი ყო­ფი­ლი­ყო მათი ახა­ლი იმე­დი და მომ­დევ­ნო წარ­მა­ტე­ბი­სა და ქვეყ­ნის, გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი. ადრე კარ­გად იცოდ­ნენ მე­ფე­ებ­მა და მათ­მა მო­ახ­ლე­ებ­მა სა­მე­ფო კარ­ზე ფსი­ქო­ტი­პის შე­სა­ხებ, იცოდ­ნენ ამ ნიშ­ნის მა­მა­ცო­ბის, გუ­ლა­დო­ბი­სა და შე­ტე­ვი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის ამ­ბა­ვი, უშიშ­რო­ბი­სა და დი­ა­დი მე­ო­მა­რი სუ­ლის პატ­რო­ნი ინ­დი­ვი­დე­ბის, რომ­ლე­ბიც ევ­ლი­ნე­ბი­ან ქვე­ყა­ნას. ამი­ტომ გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბას და მის მომ­დევ­ნო ერთ თვეს მე­ტად დიდ პა­ტივს მი­ა­გებ­დნენ ხოლ­მე.

კონ­კრე­ტუ­ლად, ძა­ლი­ან კარ­გია თუ ამ დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან ენერ­გე­ტი­კუ­ლად გა­წო­ნას­წო­რე­ბულ­ნი, ბევ­რმა თქვენ­გან­მა შე­საძ­ლოა და­ი­წყოს ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, სუფ­თა ფურ­ცლი­დან, და­ი­სა­ხეთ გეგ­მე­ბი, იდე­ე­ბი, ეცა­დეთ, რომ აივ­სოთ ენერ­გი­ით და მი­ი­ღეთ მეტი პო­ზი­ტი­ვი, გა­ცე­მა­საც ნუ და­ზარ­დე­ბით, თუმ­ცა ისევ პო­ზი­ტი­ვის, და­დე­ბი­თი ენერ­გე­ტი­კის ველ­ში თუ მო­ექ­ცე­ვით ეს უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა თქვე­ნი შემ­დგო­მი წინსვლი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თვის! სახ­ლშიც კარ­გი იქ­ნე­ბა თუ და­ა­ლა­გებთ ინ­ტე­რი­ერს, გა­ა­სუფ­თა­ვებთ ყო­ველ­გვა­რი ჭუ­ჭყი­სა და ნაგ­ვის­გან, მი­ი­ღეთ კონ­ტრას­ტუ­ლი შხა­პი, დღეს შეხ­ვდით მომ­ზად­ბუ­ლი, რათა ეს გახ­დეს თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რას ნიშნავს ბუნიაობა ასტროლოგიური თვალსაზრისით და რა საერთო ჰქონდათ ქართველებს კელტებთან

რას ნიშნავს ბუნიაობა ასტროლოგიური თვალსაზრისით და რა საერთო ჰქონდათ ქართველებს კელტებთან

ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში გაზაფხულის ბუნიაობის შესახებ წერს, რომელიც 20-21 მარტს აღინიშნება.

"გვიახლოვდება მეტად საინტერესო ასტრონომიული მოვლენები, სწორედ ერთ-ერთი მათგანი კი გაზაფხულის ბუნიობაა, მე კი შევეცდები ამ თემაზე შედარებით ვრცლად ვისაუბრო:

მზე, მთავარი სიცოცხლის წყარო, რომელიც მოქცეულია ზენიტში, უმაღლეს წერტილში, ჩრ.ტროპიკში, შესაბამისად ჩრდილოეთი ნახევარსფერო უფრო მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე სახმრეთი. ასეთი მდებარეობა წელიწადში გვაქვს ორჯერ შემოდგომით, 23 სექტემბერს და გაზაფხულზე, 21 მარტს. შემოდგომა-გაზაფხულის ბუნიობა, როგორც დღე-ღამური ტოლობების პერიოდი.

ჩვენ ვიცით, რომ ზამთარში ესენი იქნებიან ცხოველები, მცენარეები თუ სხვა - იწყებენ თავიანთი გზების მონახვას, ძირითადი თემა მაინც საზრუნავია, შესაბამისად ჩვენ ვხედავთ გაცრეცილ ხეებს, თოვლით დაფარულ მდელოებს, ქედებს თუ უბრალო გამვლელ გზებსა და ქუჩებს. დათვებიც კი გადადიან ძილის ფაზაში, თუმცა გაზაფხულის შემოსვლით ტონუსი მაღლდება.

გაზაფხული და სწორედ 20-21 მარტი - ითვლება ახალი სიცოცხლის წყაროდ, ახალი ათვლის წერტილად, ძველად ძველი ქართველები გაზაფხულის ბუნიობის დროსაც კი აღნიშნავდნენ ახალ წელს და არა მარტო ქართველები, კელტებიც, სხვადასხვა უცხო ტომები და სახელმწიფოებიც კი. ამ კონკრეტულ ვითარებაში მათი მსოფლმხედველობა მოქცეული იყო ერთ დიდ მთლიან ეგრეგორულ ველში, პრინციპში რთულია მათი აზრის უკუგდება, რადგან როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ და პატივს ვცემთ ახალს - მაშინ შესაბამისი დამადასტურებელი ფაქტებიც უნდა გაგვაჩნდეს, მათ კი მრავლად ჰქონდათ აღნიშნული. დღე-ღამის თანასწორობა, ახალი სიცოცხლე, ამინდების გამოკეთება, მცენარეებისა და ცხოველების, მთლიანად ბუნების გამოღვიძება... და რაც ყველაზე მთავარია, ასტროლოგიური კუთხითაც კი, მზე ასრულებდა თავის ერთ წლიან ციკლს, დაასრულებდა თევზების ზოდიაქოში მოძრაობას და გადავიდოდა ვერძის ნიშანში, სადაც დაიწყებოდა ახალი ათვლის წერტილი, ახალი ციკლი, ეს კი იყო მთავარი სასიხარულო მოვლენა იმ დროის მთავართათვის.

ასევე აღსანიშნავია, რომ 325 წლის - ნიკეის პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებით მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გამოთვლაც გაზაფხულის ბუნიობის მიხედვით ხდება. მეტიც, ადრინდელ არა მარტო ქართულ, არამედ უცხო ქვეყნის სახელმწიფოებშიც კი ძალიან უხაროდათ მზის გადასვლა ვერძში, რადგან როგორც ბუნიობაა ახალი ძალის შემმატებელი და იმედი, სწორედ ასე იყო ქვეყნის იმედიც ახალი წლის დასაწყისი და დავამატებ იმასაც, რომ უფლისწულების ჩასახვას სამეფო კარის პირებიც კი ცდილობდნენ, რომ ვერძის ნიშანს დამთხვეოდა, რადგან იგი ყოფილიყო მათი ახალი იმედი და მომდევნო წარმატებისა და ქვეყნის, გვარის გამგრძელებელი. ადრე კარგად იცოდნენ მეფეებმა და მათმა მოახლეებმა სამეფო კარზე ფსიქოტიპის შესახებ, იცოდნენ ამ ნიშნის მამაცობის, გულადობისა და შეტევითი პოტენციალის ამბავი, უშიშრობისა და დიადი მეომარი სულის პატრონი ინდივიდების, რომლებიც ევლინებიან ქვეყანას. ამიტომ გაზაფხულის ბუნიობას და მის მომდევნო ერთ თვეს მეტად დიდ პატივს მიაგებდნენ ხოლმე.

კონკრეტულად, ძალიან კარგია თუ ამ დღეს ადამიანები შეხვდებიან ენერგეტიკულად გაწონასწორებულნი, ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა დაიწყოს ახალი ცხოვრება, სუფთა ფურცლიდან, დაისახეთ გეგმები, იდეები, ეცადეთ, რომ აივსოთ ენერგიით და მიიღეთ მეტი პოზიტივი, გაცემასაც ნუ დაზარდებით, თუმცა ისევ პოზიტივის, დადებითი ენერგეტიკის ველში თუ მოექცევით ეს უმჯობესი იქნება თქვენი შემდგომი წინსვლისა და წარმატებისთვის! სახლშიც კარგი იქნება თუ დაალაგებთ ინტერიერს, გაასუფთავებთ ყოველგვარი ჭუჭყისა და ნაგვისგან, მიიღეთ კონტრასტული შხაპი, დღეს შეხვდით მომზადბული, რათა ეს გახდეს თქვენი ბედნიერების მომტანი".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს