პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რემარკის სამყარო და წიგნები, რომლებიც "ჩემი რჩეული მსოფლიოს" კოლექციას დაემატება
რემარკის სამყარო და წიგნები, რომლებიც "ჩემი რჩეული მსოფლიოს" კოლექციას დაემატება

ან­ტი­ნა­ცის­ტუ­რი წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ფა­შის­ტე­ბი კო­ცონ­ზე წვავ­დნენ, ამ წიგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბას კი კრძა­ლავ­დნენ. ან­ტი­ფა­შის­ტურ­მა რო­მა­ნებ­მა დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და დღე­საც ახ­დენს მრა­ვალ თა­ო­ბა­სა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში უმე­ტე­სად ასა­ხუ­ლია პირ­ვე­ლი და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგო­მი გერ­მა­ნი­ის ცხოვ­რე­ბა, სა­ო­ცა­რი რე­ა­ლიზ­მით არის გად­მო­ცე­მუ­ლი მა­შინ­დე­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მწე­რალს მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­სახ­ლე­ბაც კი მო­უ­წია, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს ხელი არ შე­უშ­ლია იმის­თვის, რომ წლე­ბის შემ­დეგ მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი კლა­სი­კად აღი­ა­რე­ბუ­ლი­ყო, თა­ვად კი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და საყ­ვა­რელ მწერ­ლად ქცე­უ­ლი­ყო.

ეს ერიხ მა­რია რე­მარ­კია, მე-20 სა­უ­კუ­ნის გა­მორ­ჩუ­ლი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც 1898 წელს ოსნ­ბურკში, გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და. იგი მე­ო­რე ბიჭი იყო ხუთ შვი­ლი­ან ოჯახ­ში. მწე­რა­ლი­თა­ვა­დაც იბ­რძო­და და­სავ­ლეთფრონტზე, სა­დაც და­იჭ­რა და მარ­ცხე­ნა ფეხი, მარ­ჯვე­ნა ხელი და კი­სე­რი და­ი­ზი­ა­ნა.

მისი მე­ამ­ბო­ხე, ნა­ცის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კი­სათ­ვის შე­უ­სა­ბა­მო წიგ­ნე­ბის გამო სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წა მო­უ­წია, რის შემ­დე­გაც მწე­რალ­მა ბევ­რი იმოგ­ზა­უ­რა ევ­რო­პი­სა­და ამე­რი­კის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­და მშობ­ლი­ურ გერ­მა­ნი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნას. მარ­თა­ლია 1953 წელს მან სამ­შობ­ლო­ში ჩას­ვლა მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მხო­ლოდ 1970 წელს, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რა­მო­დე­ნი­მე თვით ადრე და­იბ­რუნ­და.

ცნო­ბი­ლია, რომ რე­მარკს რამ­დე­ნი­მე სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი – სა­ხელ­გან­თქმულ მსა­ხი­ობ მარ­ლენ დიტ­რიხ­თან. მათი მი­მო­წე­რე­ბი მო­მა­ვალ­ში წიგ­ნად გა­მო­ი­ცა. მწერ­ლის ბოლო სიყ­ვა­რუ­ლი ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე - პო­ლეტ გო­და­რი იყო, რო­მელ­ზეც 1958 წელს იქორ­წი­ნა და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ცხოვ­რობ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა რე­მარ­კის სა­ხე­ლის ის­ტო­რი­აც, დე­დის გარ­და­იც­ვა­ლე­ბის შემ­დეგმ წე­რალ­მა მისი სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად მე­ო­რე სა­ხე­ლი - პა­უ­ლი, დე­დის სა­ხე­ლით შეც­ვა­ლა. ასე გა­და­იქ­ცა ერიხ პაულ რე­მარ­კი ერიხ მა­რია რე­მარ­კად.

ის დღემ­დე­ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად ავ­ტო­რად რჩე­ბა და მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ათო­ბით ენა­ზეა ნა­თაგრმ­ნი. ქარ­თულ ენა­ზეც არა­ერ­თი რო­მა­ნია გა­მო­ცე­მუ­ლი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს ამ ავ­ტორს. მისი წიგ­ნე­ბი არა ერთხელ აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი და რე­მარ­კი წიგ­ნე­ბის სე­რი­ის "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს" ნა­წი­ლი­ცაა. სე­რი­ის ფარ­გლებ­ში რო­მა­ნე­ბი "და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია", "გზა ში­ნი­სა­კენ", "ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თაღი" 2 ტო­მად, "ჟამი სი­ცო­ცხლი­სა, ჟამი სიკ­ვდი­ლი­სა", "შავი ობე­ლის­კი" 2 ტო­მად და "ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე" 2015 წელს გა­მო­ი­ცა. გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რის გან­მარ­ტე­ბით, 29 მარ­ტი­დან რე­მარ­კის ტო­მებს სამი ახა­ლი რო­მა­ნი, (4 წიგ­ნად) და­ე­მა­ტე­ბა.

"პრო­ექ­ტი "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლიო" უკვე მე-3 წე­ლია ხორ­ცი­ელ­დე­ბა და 51 ავ­ტორ­სა და 240 ტომს აერ­თი­ა­ნებს. ჩვენ არა­ერთ ავ­ტორს მი­ვუ­ძღვე­ნით ტო­მე­უ­ლე­ბი. თუმ­ცა ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ თარ­გმნი­ლი წიგ­ნე­ბის რი­ცხვი იზარ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, გა­და­წყდა, რომ უკვე გა­მო­ცე­მუ­ლი ავ­ტო­რე­ბის კო­ლექ­ცი­ას კი­დევ მი­ე­მა­ტე­ბა რამ­დე­ნი­მე ტომი," - გან­მარ­ტავს ნა­თია ზაქ­რა­ძე.

რე­მარ­კის შემ­თხვე­ვა­ში ეს რო­მა­ნე­ბია: "ლი­სა­ბო­ნის ღამე", "სი­ცო­ცხლის ნა­პერ­წკა­ლი" და "აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში" 2 ტო­მად.

”ევ­რო­პა მე­ო­რე მსოფ­ლი­ოს ომის ზღვარ­ზეა. ნა­ციზ­მი მძლავ­რობს, ხალ­ხებ­სა და ქვეყ­ნებს აჩა­ნა­გებს, ადა­მი­ა­ნებს კი არ­თმევს უკა­ნას­კნელს - პა­ტივს და ღირ­სე­ბას, აი­ძუ­ლებს მი­ა­ტო­ვონ სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო და სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­და­იხ­ვე­წონ. ერიხ მა­რია რე­მარ­კის "ლი­სა­ბო­ნის ღა­მის" გმი­რე­ბის სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო და დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უბე­დუ­რე­ბა სა­ბე­დის­წე­როდ ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს. ავ­ტო­რი თით­ქოს თა­ვად გვევ­ლი­ნე­ბა მთხრო­ბე­ლის როლ­ში და გვი­ამ­ბობს იმ ადა­მი­ან­თა გრძნო­ბებ­სა და გან­ცდებ­ზე, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ამ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ არა მხო­ლოდ სი­ცო­ცხლე, არა­მედ ადა­მი­ა­ნუ­რი სახე, სა­კუ­თა­რი მრწამ­სი და იმე­დი, რომ ოდეს­მე ეს ჯო­ჯო­ხე­თი უთუ­ოდ დას­რულ­დე­ბა", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ერიხ მა­რია რე­მარ­კის "ლი­სა­ბო­ნის ღა­მეს" გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ში.

"სი­ცო­ცხლის ნა­პერ­წკა­ლი" რე­მარ­კის ერთ-ერთი წიგ­ნია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომზე, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ცხოვ­რე­ბა­ზე, მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე, იქა­ურ წე­სებ­ზე, და­უ­ჯე­რე­ბელ სი­სას­ტი­კე­ზე, ფა­ნა­ტიზ­მზე, დიდ შიშ­ზე, დიდ უი­მე­დო­ბა­ზე და იმგვარ გან­საც­დელ­ზე, ადა­მი­ანს ადა­მი­ა­ნის სა­ხეს რომ აკარ­გვი­ნებს.

"არა­ფე­რი არ არის იმის ყუ­რე­ბა­ზე დამ­ღლე­ლი, თუ რო­გორ ახ­დენს სა­კუ­თა­რი ჭკუ­ის დე­მონ­სტრი­რე­ბას ადა­მი­ა­ნი. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა მას ჭკუა არც აქვს." - ეს კი ფრა­ზაა რე­მარ­კის კი­დევ ერთი რო­მა­ნი­სა "აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში", ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე, ასე­ვე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა” გა­მოს­ცა.

ერიხ მა­რია რე­მარ­კის შემ­დეგ "პა­ლიტ­რა L" სე­რი­ა­ში "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლიო" მი­გელ დე უნა­მუ­ნოს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს. 2-ტო­მე­უ­ლი 26 აპ­რი­ლი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რემარკის სამყარო და წიგნები, რომლებიც "ჩემი რჩეული მსოფლიოს" კოლექციას დაემატება

რემარკის სამყარო და წიგნები, რომლებიც "ჩემი რჩეული მსოფლიოს" კოლექციას დაემატება

ანტინაცისტური წიგნები, რომლებსაც ფაშისტები კოცონზე წვავდნენ, ამ წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენებას კი კრძალავდნენ. ანტიფაშისტურმა რომანებმა დიდი გავლენა მოახდინა და დღესაც ახდენს მრავალ თაობასა თუ საზოგადოებაზე. ნაწარმოებებში უმეტესად ასახულია პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ცხოვრება, საოცარი რეალიზმით არის გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა.

მწერალს მშობლიური ქვეყნის დატოვება და შვეიცარიაში გადასახლებაც კი მოუწია, თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ წლების შემდეგ მისი ნაწარმოებები კლასიკად აღიარებულიყო, თავად კი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და საყვარელ მწერლად ქცეულიყო.

ეს ერიხ მარია რემარკია, მე-20 საუკუნის გამორჩული მწერალი, რომელიც 1898 წელს ოსნბურკში, გერმანიაში დაიბადა. იგი მეორე ბიჭი იყო ხუთ შვილიან ოჯახში. მწერალითავადაც იბრძოდა დასავლეთფრონტზე, სადაც დაიჭრა და მარცხენა ფეხი, მარჯვენა ხელი და კისერი დაიზიანა.

მისი მეამბოხე, ნაცისტური პოლიტიკისათვის შეუსაბამო წიგნების გამო სამშობლოდან გადახვეწა მოუწია, რის შემდეგაც მწერალმა ბევრი იმოგზაურა ევროპისადა ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში. წლების განმავლობაში იგი უშედეგოდ ცდილობდა მშობლიურ გერმანიაში დაბრუნებას და მოქალაქეობის აღდგენას. მართალია 1953 წელს მან სამშობლოში ჩასვლა მოახერხა, თუმცა მოქალაქეობა მხოლოდ 1970 წელს, გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე დაიბრუნდა.

ცნობილია, რომ რემარკს რამდენიმე სასიყვარულო რომანი ჰქონდა. ყველაზე გახმაურებული – სახელგანთქმულ მსახიობ მარლენ დიტრიხთან. მათი მიმოწერები მომავალში წიგნად გამოიცა. მწერლის ბოლო სიყვარული ჩარლი ჩაპლინის ყოფილი მეუღლე - პოლეტ გოდარი იყო, რომელზეც 1958 წელს იქორწინა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

საინტერესოა რემარკის სახელის ისტორიაც, დედის გარდაიცვალების შემდეგმ წერალმა მისი სახელის უკვდავსაყოფად მეორე სახელი - პაული, დედის სახელით შეცვალა. ასე გადაიქცა ერიხ პაულ რემარკი ერიხ მარია რემარკად.

ის დღემდეერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ავტორად რჩება და მისი ნაწარმოებები ათობით ენაზეა ნათაგრმნი. ქართულ ენაზეც არაერთი რომანია გამოცემული. გამომცემლობა "პალიტრა L" განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს ამ ავტორს. მისი წიგნები არა ერთხელ აქვს გამოცემული და რემარკი წიგნების სერიის "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ნაწილიცაა. სერიის ფარგლებში რომანები "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", "გზა შინისაკენ", "ტრიუმფალური თაღი" 2 ტომად, "ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა", "შავი ობელისკი" 2 ტომად და "ნასესხები სიცოცხლე" 2015 წელს გამოიცა. გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განმარტებით, 29 მარტიდან რემარკის ტომებს სამი ახალი რომანი, (4 წიგნად) დაემატება.

"პროექტი "ჩემი რჩეული მსოფლიო" უკვე მე-3 წელია ხორციელდება და 51 ავტორსა და 240 ტომს აერთიანებს. ჩვენ არაერთ ავტორს მივუძღვენით ტომეულები. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში გამომცემლობის მიერ თარგმნილი წიგნების რიცხვი იზარდება. სწორედ ამიტომ, გადაწყდა, რომ უკვე გამოცემული ავტორების კოლექციას კიდევ მიემატება რამდენიმე ტომი," - განმარტავს ნათია ზაქრაძე.

რემარკის შემთხვევაში ეს რომანებია: "ლისაბონის ღამე", "სიცოცხლის ნაპერწკალი" და "აჩრდილები სამოთხეში" 2 ტომად.

”ევროპა მეორე მსოფლიოს ომის ზღვარზეა. ნაციზმი მძლავრობს, ხალხებსა და ქვეყნებს აჩანაგებს, ადამიანებს კი ართმევს უკანასკნელს - პატივს და ღირსებას, აიძულებს მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადაიხვეწონ. ერიხ მარია რემარკის "ლისაბონის ღამის" გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი თითქოს თავად გვევლინება მთხრობელის როლში და გვიამბობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე, რომლებიც ცდილობენ ამ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ ადამიანური სახე, საკუთარი მრწამსი და იმედი, რომ ოდესმე ეს ჯოჯოხეთი უთუოდ დასრულდება", - ასე ახასიათებენ ერიხ მარია რემარკის "ლისაბონის ღამეს" გამომცემლობა "პალიტრა L"-ში.

"სიცოცხლის ნაპერწკალი" რემარკის ერთ-ერთი წიგნია მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკის ცხოვრებაზე, მის ყოველდღიურობაზე, იქაურ წესებზე, დაუჯერებელ სისასტიკეზე, ფანატიზმზე, დიდ შიშზე, დიდ უიმედობაზე და იმგვარ განსაცდელზე, ადამიანს ადამიანის სახეს რომ აკარგვინებს.

"არაფერი არ არის იმის ყურებაზე დამღლელი, თუ როგორ ახდენს საკუთარი ჭკუის დემონსტრირებას ადამიანი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ჭკუა არც აქვს." - ეს კი ფრაზაა რემარკის კიდევ ერთი რომანისა "აჩრდილები სამოთხეში", ნაწარმოები, რომელიც ქართულ ენაზე, ასევე, გამომცემლობა "პალიტრა L-მა” გამოსცა.

ერიხ მარია რემარკის შემდეგ "პალიტრა L" სერიაში "ჩემი რჩეული მსოფლიო" მიგელ დე უნამუნოს შემოგვთავაზებს. 2-ტომეული 26 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა