სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარი გაუღეს თუ არა, დააცალა ერთი მჭიდი" - რას ჰყვება მოკლული ბიზნესმენის ახლობელი
"კარი გაუღეს თუ არა, დააცალა ერთი მჭიდი" - რას ჰყვება მოკლული ბიზნესმენის ახლობელი

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გზატ­კე­ცილ­ზე მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია. რო­გორც ოჯა­ხის ერთ-ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა მა­მუ­კა გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მკვლე­ლი გარ­დაც­ვლილ ნუგ­ზარ კა­ხი­ძეს, გა­ეც­ნო რო­გორც ფოს­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

„და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თის წინ სახ­ლში მი­ვი­და ვი­ღაც ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც ზარი და­რე­კა და უთხრა, რომ ფოს­ტა ჰქონ­და მი­ტა­ნი­ლი. ქალ­ბა­ტონ­მა გა­ა­ღო კარი, ფოს­ტის ასა­ღე­ბად მი­ვი­და ნუგ­ზა­რი და ერთი მჭი­დი და­ა­ცა­ლა. შემ­დეგ ქალ­ბა­ტონ­საც ეს­რო­ლა, ის გა­დარ­ჩა“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­იჭ­რა, გარ­დაც­ვლილს მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ასე­ვე გა­ე­სა­უბ­რა გარ­დაც­ვლი­ლის რძალს, თა­მარ გამ­ყრე­ლი­ძე­საც, რო­მე­ლიც მო­ტივ­ზე ვერ სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ გარ­დაც­ვლილს კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია. ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გზატ­კე­ცილ­ზე მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი ბიზ­ნეს­მე­ნი ნუგ­ზარ კა­ხი­ძეა, რო­მელ­საც თავ­დამ­სხმელ­მა 7 ტყვია ეს­რო­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"კარი გაუღეს თუ არა, დააცალა ერთი მჭიდი" - რას ჰყვება მოკლული ბიზნესმენის ახლობელი

"კარი გაუღეს თუ არა, დააცალა ერთი მჭიდი" - რას ჰყვება მოკლული ბიზნესმენის ახლობელი

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული მამაკაცის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს რაიმე სახის კონფლიქტი არ ჰქონია. როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, მკვლელი გარდაცვლილ ნუგზარ კახიძეს, გაეცნო როგორც ფოსტის თანამშრომელი.

„დაახლოებით ორი საათის წინ სახლში მივიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ზარი დარეკა და უთხრა, რომ ფოსტა ჰქონდა მიტანილი. ქალბატონმა გააღო კარი, ფოსტის ასაღებად მივიდა ნუგზარი და ერთი მჭიდი დააცალა. შემდეგ ქალბატონსაც ესროლა, ის გადარჩა“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქალბატონი, რომელიც შემთხვევის შედეგად დაიჭრა, გარდაცვლილს მეურნეობაში ეხმარებოდა. „ინტერპრესნიუსი“ ასევე გაესაუბრა გარდაცვლილის რძალს, თამარ გამყრელიძესაც, რომელიც მოტივზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ გარდაცვლილს კონფლიქტი არ ჰქონია. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული მამაკაცი ბიზნესმენი ნუგზარ კახიძეა, რომელსაც თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცი იყო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს