ნიგერიელი გოგონები, რომელიც გასულ თვეს ტერორისტულმა დაჯგუფება ბოკო ჰარამმა სკოლიდან გაიტაცეს, ოჯახებს დაუბრუნდნენ, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ნიგერიის პრეზიდენტის წარმომადგენლის, გარბა შეჰუს თქმით, გათავისუფლებული გოგონები სახლებამდე მშვიდობით მიიყვანეს, სხვა დეტალების შესახებ კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბოკო ჰარამის წევრებმა 110 გოგონა სკოლიდან თებერვლის ბოლოს გაიტაცეს. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, დაუბრუნდა თუ არა ოჯახს ყველა მათგანი.
სკოლის მშობლების ასოციაციის წარმომადგენელი კაჩალა ბუკარი ამბობს, რომ გოგონები მშობლიურ ქალაქ დაფჩში დღეს, დაახლოებით 7.30 საათზე დაბრუნდნენ. ბუკარმა 50-მდე გოგონა დაინახა, მათ შორის არ იყო მისი 14 წლის შვილი აიშა, რომელიც ტერორისტებმა სხვა გოგონებთან ერთად გაიტაცეს.
"გოგონები ტერორისტებმა დაფჩიდან 20 კმ-ს დაშორებით ჩამოსვეს და უთხრეს, რომ სახლამდე გზა თავად გაეგნოთ. დავინახე დაახლოებით 50 გოგონა, მათ შორის ჩემი შვილი, აიშა არ იყო," - ამბობს ბუკარი.
ნახეთ ასევე : თავდასხმა სკოლაზე - 110 მოსწავლე უკვალოდ გაქრა, მათ ნიგერიის ჯარი და ავიაცია ეძებს