არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული

გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტიზის ბიუროს შენობაში იმყოფება გარდაცვლილის მამა, ასევე იმყოფებიან გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს რამდენიმე საათის წინ გადმოსცა. ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო „წითელი ჯვარი“, ასევე, საქართველოს საპატრიარქო და უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც დახმარება რუსეთის პატრიარქს სთხოვა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ