საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას ოჯახში გადაასვენებენ
ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას ოჯახში გადაასვენებენ

არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­დარს, რო­მე­ლიც ამ სა­ღა­მოს გად­მოგ­ვე­ცა, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბა მისი გა­დას­ვე­ნე­ბა ოჯახ­ში, - ამის შე­სა­ხებ შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტის სა­თა­ნა­დო გა­მო­ძი­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. „დღეს სა­ღა­მოს, წი­თე­ლი ჯვრის მეშ­ვე­ო­ბით გად­მოგ­ვე­ცა არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­და­რი. ცხე­დარს ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზა, რის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბა მისი გა­დას­ვე­ნე­ბა ოჯახ­ში, წილ­კან­ში. ჩვე­ნი ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობ­დნენ ამ სა­კი­თხზე და ყვე­ლა შე­საძ­ლო მე­ქა­ნიზ­მი იქნა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი.

მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლას, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბის საქ­მე­ში და გვინ­და გან­ვა­ცხა­დოთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა ამ ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტის სა­თა­ნა­დო გა­მო­ძი­ე­ბა. ამ მძი­მე წუ­თებ­ში კი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯახს და ახ­ლობ­ლებს მი­ე­ცეთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­ტი­რე­ბის და მას­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ხოლო სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ღირ­სე­უ­ლი პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ მას“, - გა­ნა­ცხა­და ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა.

22 თე­ბერ­ვალს, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ახალ­გორ­ში და­ა­კა­ვა. 23 თე­ბერ­ვალს კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას ოჯახში გადაასვენებენ

ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას ოჯახში გადაასვენებენ

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, რომელიც ამ საღამოს გადმოგვეცა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება აუცილებლად მოხდება. „დღეს საღამოს, წითელი ჯვრის მეშვეობით გადმოგვეცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში, წილკანში. ჩვენი ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა, ჩვენი პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ ამ საკითხზე და ყველა შესაძლო მექანიზმი იქნა ამოქმედებული.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში და გვინდა განვაცხადოთ, რომ აუცილებლად მოხდება ამ ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება. ამ მძიმე წუთებში კი, მნიშვნელოვანია ოჯახს და ახლობლებს მიეცეთ მიცვალებულის დატირების და მასთან გამომშვიდობების საშუალება, ხოლო სახელმწიფოს და საზოგადოებას - ღირსეული პატივი მივაგოთ მას“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?