ავტორი:

ნიკოლა სარკოზი ციხეში, მუამარ კადაფის შვილი კი პრეზიდენტად? - რა ვერსიებია ექსპრეზიდენტის დაკავებაზე

ნიკოლა სარკოზი ციხეში, მუამარ კადაფის შვილი კი პრეზიდენტად? - რა ვერსიებია ექსპრეზიდენტის დაკავებაზე

საფრანგეთში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დააკავეს. ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფისგან აღებული მილიონების გამო, შესაძლოა მას პატიმრობა მიუსაჯონ.

63 წლის ნიკოლა სარკოზი საფრანგეთს 2007-დან 2012-წლამდე მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მის არჩევასთან დაკავშირებით, კულუარულ პოლიტიკურ ურთიერთობებს უკავშირდება. 2011 წელს, როდესაც დასავლეთის ქვეყნები ლიბიაში, მუამარ კადაფის წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო ომში ჩაერივნენ, მაშინ საფრანგეთში ამერიკასთან შედარებით უფრო მეტად აქტიურობდა.

პოლოვნიკი კადაფი საფრანგეთის ლიდერის ასეთ აქტიურობაზე ამბობდა, რომ სარკოზი ამ გზით იმ ფაქტების გადამალვას ცდილობდა, რომელიც მის წინასაარჩევნო კამპანიასა და ლიბიიდან მიღებულ ფინანსურ მხარდაჭერას უკავშირდებოდა. კადაფის თქმით, სარკოზიმ მაშინ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი აიღო.

2011 წლის გაზაფხულში ჩაწერილ აუდიოინტერვიუში, რომელიც უკვე მუამარ კადაფის სიკვდილის შემდეგ France 3-მა გამოაქვეყნა, ლიბიის ლიდერი ამტკიცებდა, რომ საკროზიმ მას დახმარებისთვის თავად მიმართა.

"ის მხოლოდ ჩემი დახმარებით გახდა პრეზიდენტი. ჩვენ შევთავაზეთ მას გაკრვეული წინადადებები, რომელიც მას გამაჯრვებაში დაეხმარა" - აცხადებდა მაშინ პოლკოვნიკი, რომელიც მაშინ ასევე ამბობდა, რომ თუ საფრანგეთში სარკოზი არჩევნებს მოიგებდა, ეს მათ, ლიბიელებს უფრო გააძლიერებდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარკოზიმ ლიბიიდან თანხა მიიღო, მუამარ კადაფის შვილი საიფ ალ-ისლამიც ადასტურებს. Liberation-თან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ "სარკოზი იმ ფულის უკან დაბრუნებას აპირებდა, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების დროს დახარჯა..."

თავდაპირველად, ნიკოლა სარკოზი ამ ბრალდებას უარყოფდა და კადაფის ოჯახის განცხადებებს სიცრუეს უწოდებდა. თუმცა, Mediapart-მა გამოაქვეყნა 2006 წლით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც ლიბიის დაზვერვის უფროსი მუსა კუსა, შუამავლების საშუალებით, სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიისთვის 50 მილიონი დოლარის გადარიცხვის საქმეზე სანქციას გასცემდა.

2012 წლის მაისში ამ ინფორმაციას ადასტურებდა ლიბიის ექს-პრემიერი ბაშირ ასადი, თუმცა, ახლა მოულოდნელად დოკუმენტაციაში ბელორუსიის პრეზიდენტის ალქესანდრე ლუკაშენკოს გვარიც გაჩნდა. მისი თქმით, თანხის გადარიცხვაზე მას პირადად მუამარ კადაფი ესაუბრა...

"ვიცი, რომ მან კადაფისგან 100 მილიონი დოლარი აიღო, ამის შესახებ თავად კადაფმა მიამბო, როდესაც მინსკში იყო ჩამოსული... შესაძლოა, ამიტომაც ანგრევდნენ და აფეთქებდნენ კადაფს, რათა ეს საქმე გადაეფარათ" - აცხადებს ლუკაშენკო Интерафкс -თან საუბრისას, თუმცა რატომ დუმდა აქამდე ამ ყველაფერზე , ამაზე არაფერს ამბობს.

2016 წელს სამართალდამცავმა ორგანოებმა ბიზნესმენ ზიადა ტაკიედდინასგან მიიღეს ჩვენება, სადაც ის ამბობდა, რომ 2006 წლის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ოდენობის თანხა ჩემოდნით გადაიტანა საფრანგეთში და "ტვირთი" ადგილობრივმა შს სამინისტრომ ჩაიბარა.

2018 წელს, ლონდონში, პარიზის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს ფრანგი ბიზნესმენი ალექსანდრე ჯური, რომელიც ლიბიიდან ჩამოტანილი მილიონების საქმეში შუამავლად ითვლებოდა. მას, ლიბიის ფონდის წარმომადგენელთან ბაში სალეხთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თავად სალეხი კი, მუამარ კადაფის მრჩეველი იყო. ახლა, როდესაც სარკოზის ციხე ემუქრება, მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამი პრეზიდენტიბისვის ემზადება.

მას ამნისტია 2017 წელს შეეხო და პოლიტიკური ქულების აკრეფას შეუდგა. შესაძლოა, ის ლიბიასა და ადგილობრივი ლიბიის ნაციონალური არმიის ყველაზე გავლენიანი ლიდერიც გახდეს. გასულ წელს, ოჯახის პრეს-მდივანმა ბასემა ალ-ხაშიმ სოულიმ განაცხადა, რომ საიფ აილ ისლამი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

საქმე ის არის, რომ იმ ლიბიელებისთვის, ვინც ქვეყანაში სამოქალაქო ომებით დაიღალა, აის ისლამი მუამარ კადაფათან ასოცირდება და და მისი გაპრეზიდენტების წინააღმდეგი არიან. თუმცა, არიან ისეთები ვისაც მიააჩნია, რომ მუამარ კადაფის დროს, ლიბია მთელ აფრიკაში ეკონომიურად ყველაზე ძლიერი ქვეყანა იყო. საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, თუ კადაფის შვილს კარგი კოალიციის შექმნის უნარი ექნება, შესაძლოა, მას პრეზიდენტობის რეალური შანსიც გაუჩნდეს. საქმე ის არის, რომ მისი პრეზიდენტობის სურვილის შესახებ ინფორმაცია სწორედ ნიკოლა სარკოზის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი. მან შესაძლოა, კენჭი "ლიბიის სახალხო ფრონტის" ხაზით იყაროს. საიფ ალ ისლამ კადაფი აცხადებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა და უნარი ქვეყანაში სამოქალაქო შერიგებას და ქვეყნის აღდგენას ჩაუყაროს საფუძველი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე