მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურა ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადასცემს
ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურა ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადასცემს

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სამ­შა­ბათს ქარ­თულ მხა­რეს არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­დარ­თან ერ­თად, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექპერ­ტი­ზის დას­კვნას გა­დას­ცემს, - ამის შე­სა­ხებ "სპუტ­ნიკს" დე­ფაქ­ტო გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

"ჩვენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ვე­ლო­დით, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ვუკ­ვე­თეთ. ამ დრო­ის­თვის დას­კვნა უკვე მი­ღე­ბუ­ლია და რო­გორც ადრე გან­ვა­ცხა­დეთ, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­დარს ქარ­თულ მხა­რეს გა­დავ­ცემთ ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნას­თან ერ­თად", - აღ­ნიშ­ნეს ე.წ. გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

მა­თი­ვე თქმით, ცხე­დარ­თან ერ­თად გად­მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვი­და. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ცხედ­რის გად­მო­ცე­მის შუ­ა­მა­ვა­ლია "წი­თე­ლი ჯვრის კო­მი­ტე­ტის" სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სია.

შე­გახ­სე­ნებთ, 22 თე­ბერ­ვალს, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ახალ­გორ­ში და­ა­კა­ვა. 23 თე­ბერ­ვალს კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურა ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადასცემს

ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურა ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადასცემს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება სამშაბათს ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას გადასცემს, - ამის შესახებ "სპუტნიკს" დეფაქტო გენპროკურატურაში განუცხადეს.

"ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ველოდით, რომელიც მანამდე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დავუკვეთეთ. ამ დროისთვის დასკვნა უკვე მიღებულია და როგორც ადრე განვაცხადეთ, ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს გადავცემთ ექსპერტების დასკვნასთან ერთად", - აღნიშნეს ე.წ. გენპროკურატურაში.

მათივე თქმით, ცხედართან ერთად გადმოცემული იქნება სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ტატუნაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. სააგენტოს ცნობით, ცხედრის გადმოცემის შუამავალია "წითელი ჯვრის კომიტეტის" საერთაშორისო მისია.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?