პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი, კომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი, კომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო ოპე­რა­ტო­რი და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რე­ბი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მი­ვა­პყროთ იმ ვი­თა­რე­ბა­ზე, რომ შპს „სტე­რეო+“-ზე, რო­გორც ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დე­ბელ მულ­ტიპ­ლექს ოპე­რა­ტორ­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა მისი ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით, ამ­გვარ საქ­მე­ებ­ში საკ­მა­ოდ გა­მოც­დილ ბიზ­ნეს­მენ და­ვით ბეჟუ­აშ­ვილ­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ 2012 წლის მა­ის­ში, შპს „სტე­რეო+“-ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით, იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და შპს „სტე­რეო+“-ისა და შპს „პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს“ ოფი­სე­ბის დარ­ბე­ვა, მათ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი აპა­რა­ტუ­რის ქურ­დო­ბა და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბი­სა და ავე­ჯის და­ზი­ა­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ეს, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­ხორ­ცი­ელ­და და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბით.

2012 წლის დე­კემ­ბერ­ში „სტე­რეო+“-ისა და შპს „პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს“ წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, და­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი და შეკ­რე­ბი­ლი იქნა წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, დღემ­დე არ არის დად­გე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი არც ერთი პირი, რაც გვიქ­მნის სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა შეძ­ლეს სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა იმ პი­რებ­თან, ვი­საც კა­ნო­ნით ევა­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მათ­თვის ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბა.

და­უს­ჯე­ლო­ბით გა­თა­მა­მე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს შური ეძი­ათ შპს „სტე­რეო +“-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ და­ვით ზილ­ფი­მი­ან­ზე და სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი სარ­ჩე­ლით მი­მარ­თეს სა­სა­მარ­თლოს მის­თვის 266 000 ევ­როს და­კის­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სარ­ჩე­ლი უსა­ფუძ­ვლოდ იქნა მიჩ­ნე­უ­ლი და არ დაკ­მა­ყო­ფილ­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტამ მხა­რე­თა დას­წრე­ბი­სა და მათ­თვის შე­კი­თხვე­ბის დას­მის გა­რე­შე, 2018 წლის 19 თე­ბერ­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­ა­უქ­მა სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და მი­ი­ღო ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და­ვით ბეჟუ­აშ­ვილ­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის შპს „Chemexim International”-ის სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა, რის შემ­დე­გაც და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მხა­რე­თათ­ვის გა­და­ცე­მამ­დე (და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღე­საც არ არ­სე­ბობს), გა­მო­წე­რა სა­აღ­სრუ­ლე­ბო ფურ­ცე­ლი და და­ი­წყო სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა, რა­საც უნდა მოჰ­ყვეს შპს “სტე­რეო +“-ში და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნის კუთ­ვნი­ლი წი­ლის და­ყა­და­ღე­ბა და და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ა­ზე გა­და­ფორ­მე­ბა.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ შპს“ სტე­რეო +“-ში 50% წი­ლის იმ ადა­მი­ა­ნის ხელ­ში გა­დას­ვლა, რო­მელ­მაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ჩი­ნა თავი თა­ვი­სუ­ფალ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში წი­ლე­ბის უკა­ნონდ ხელ­ში ჩაგ­დე­ბით, გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია სივ­რცის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დამ­კვიდ­რე­ბას.

ყვე­ლა­ფე­რი ეს ასე­ვე მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ბეჟუ­აშ­ვილს თა­ვი­სი მფარ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით დღე­საც მი­უწ­ვდე­ბა ხელი ქვეყ­ნის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე, რი­თაც გრძელ­დე­ბა მე­ტად სა­ში­ში ტენ­დენ­ცია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბი­სათ­ვის.

ამ მა­სი­უ­რი უსა­მარ­თლო­ბის პი­რო­ბებ­ში კომ­პა­ნია იწყებს ბრძო­ლას მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­სურ­სი­თა და სა­შუ­ა­ლე­ბით.

დახ­მა­რე­ბის­თვის მივ­მარ­თავთ რო­გორც ქვეყ­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც დღემ­დე მონ­დო­მე­ბით უწევ­და დახ­მა­რე­ბას ქვეყ­ნის ციფ­რუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ასე­ვე პარ­ლა­მენტს, რათა და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ამ უსა­მარ­თლო­ბა­ზე, ასე­ვე თა­ნად­გო­მის­თვის მივ­მარ­თავთ ყვე­ლა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო და დიპ­ლო­მა­ტი­ურ უწყე­ბებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ყვე­ლას ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დამ­ყა­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია შპს „სტე­რეო +“-ის დი­რექ­ტო­რის, მალ­ხაზ კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პარტნი­ო­რე­ბის, ლუკა სე­ვე­რი­ნის, ლაშა ზილ­ფი­მი­ა­ნის, რო­ბერტ ხა­ხა­ლე­ვი­სა და და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქართველოს ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი, კომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი, კომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი და ამავე კომპანიის პარტნიორები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღებას მივაპყროთ იმ ვითარებაზე, რომ შპს „სტერეო+“-ზე, როგორც ქვეყნის დამოუკიდებელ მულტიპლექს ოპერატორზე, მიმდინარეობს მიზანმიმართული უკანონო ქმედება მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ამგვარ საქმეებში საკმაოდ გამოცდილ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის მიერ.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2012 წლის მაისში, შპს „სტერეო+“-ის ხელში ჩაგდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელდა შპს „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ ოფისების დარბევა, მათში განთავსებული სატელევიზიო და კომპიუტერული აპარატურის ქურდობა და საკომუნიკაციო ქსელებისა და ავეჯის დაზიანება. ყველაფერი ეს, ჩვენი ინფორმაციით, განხორციელდა დავით ბეჟუაშვილის დაქვემდებარებული პირების მიერ, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით.

2012 წლის დეკემბერში „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს. მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები და შეკრებილი იქნა წერილობითი მტკიცებულებები, დღემდე არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი, რაც გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ დამნაშავეებმა შეძლეს საერთო ენის გამონახვა იმ პირებთან, ვისაც კანონით ევალება დანაშაულის ფაქტის გამოძიება, დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა და მათთვის ბრალდების წაყენება.

დაუსჯელობით გათამამებულმა პირებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ შპს „სტერეო +“-ის დამფუძნებელ დავით ზილფიმიანზე და სრულიად დაუსაბუთებელი სარჩელით მიმართეს სასამართლოს მისთვის 266 000 ევროს დაკისრების თაობაზე.

აღნიშნული სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მხარეთა დასწრებისა და მათთვის შეკითხვების დასმის გარეშე, 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, გააუქმა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის შპს „Chemexim International”-ის სასარჩელო მოთხოვნა, რის შემდეგაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემამდე (დასაბუთებული გადაწყვეტილება დღესაც არ არსებობს), გამოწერა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რასაც უნდა მოჰყვეს შპს “სტერეო +“-ში დავით ზილფიმიანის კუთვნილი წილის დაყადაღება და დავით ბეჟუაშვილის კომპანიაზე გადაფორმება.

მიგვაჩნია, რომ შპს“ სტერეო +“-ში 50% წილის იმ ადამიანის ხელში გადასვლა, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ გამოიჩინა თავი თავისუფალ მედია საშუალებებში წილების უკანონდ ხელში ჩაგდებით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს თავისუფალი მედია სივრცის განვითარებასა და დამკვიდრებას.

ყველაფერი ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბეჟუაშვილს თავისი მფარველების დახმარებით დღესაც მიუწვდება ხელი ქვეყნის მართლმსაჯულებისა და პროკურატურაზე, რითაც გრძელდება მეტად საშიში ტენდენცია დამოუკიდებელი მედია კომუნიკაციების ხელში ჩაგდებისათვის.

ამ მასიური უსამართლობის პირობებში კომპანია იწყებს ბრძოლას მის ხელთ არსებული ყველა რესურსითა და საშუალებით.

დახმარებისთვის მივმართავთ როგორც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც დღემდე მონდომებით უწევდა დახმარებას ქვეყნის ციფრული მაუწყებლობის განვითარებას, ასევე პარლამენტს, რათა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამ უსამართლობაზე, ასევე თანადგომისთვის მივმართავთ ყველა მედია საშუალებას, საერთაშორისო და დიპლომატიურ უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველას ვისთვისაც ძვირფასია ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება“, - ნათქვამია შპს „სტერეო +“-ის დირექტორის, მალხაზ კვარაცხელიასა და ამავე კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორების, ლუკა სევერინის, ლაშა ზილფიმიანის, რობერტ ხახალევისა და დავით ზილფიმიანის განცხადებაში.

ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს