მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაყუთიანთა" ტოპათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია
"მაყუთიანთა" ტოპათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია

საქსტა­ტი ბრუნ­ვის მი­ხედ­ვით კომ­პა­ნი­ე­ბის ტო­პა­თე­ულს აქ­ვეყ­ნებს (2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი). სა­გან­გა­შოა, რომ ათე­ულ­ში სამი ონ­ლა­ინ­ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რია - შპს "მარ­სი" (Crystalbet), შპს "ჩემ­პი­ო­ნე­ბი 111" (Europebet) და შპს "სუ­პერ­ბე­თი 2014" (Liderbet).

ასე­თი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგავ­ართ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 400 ათას­ზე მეტი ონ­ლა­ინ­მო­თა­მა­შეა, ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის ვერა და ვერ გახ­და მი­უწ­ვდო­მე­ლი და ახალ­გაზ­რდე­ბი თა­მაშს სწირ­ავენ ქო­ნე­ბას ან ხში­რად სუ­ი­ცი­დით ას­რუ­ლე­ბენ სი­ცო­ცხლეს. კა­ნონპ­რო­ექ­ტი კი, რო­მე­ლიც სა­თა­მა­შო­ ბიზ­ნეს­ში რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, კვლა­ვაც არ და­უმ­ტკი­ცე­ბია პარ­ლა­მენტს.

ზუ­რაბ კუ­კუ­ლა­ძე, ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცია:

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­დე­საც ამ­ხე­ლა ბრუნ­ვაა ონ­ლა­ინ­სა­თა­მა­შო სექ­ტორ­ში, ეს ფული ხომ ეკო­ნო­მი­კის სხვა სფე­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას აკ­ლდე­ბა?! გა­მო­დის, ქვე­ყა­ნა და ეკო­ნო­მი­კა ღი­რე­ბუ­ლე­ბებს კი არ ქმნის, ფლან­გავს. აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში, ძი­რი­თა­დად, ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ნა­წი­ლი - ახალ­გაზ­რდე­ბი­ 15-დან 40 წლამ­დე, ისი­ნი, ვინც უნდა შექ­მნან ეკო­ნო­მი­კა. 400 ათა­სი ადა­მი­ა­ნი დროს წა­გე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე კარ­გავს და ვინ უნდა შექ­მნას ეკო­ნო­მი­კა, ვინ უნდა იმუ­შა­ოს?!

- რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა კა­ნო­ნის მი­ღე­ბა?

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ტრენ­დუ­ლი გახ­და მიდ­გო­მა - ეკო­ნო­მი­კის­თვის ყვე­ლა ბიზ­ნე­სი კარ­გია, რაც დიდი შეც­დო­მაა. არ შე­იძ­ლე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბის შექ­მნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი ისე­თი­ვე­ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნო, რო­გორ­შიც გარ­თო­ბა­სა და ხალ­ხის გაყ­ვლე­ფა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სია. მეტ­იც, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლიც კია - სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლობს, რად­გან მათი და­ბეგ­ვრის რე­ჟი­მი მხო­ლოდ მო­საკ­რებ­ლის გა­დახ­დას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბით ხელს უწყობს უმუ­შევ­რო­ბას. თუ ასე გაგ­რძელ­და, ეკო­ნო­მი­კა­ში გა­იზ­რდე­ბა მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წილი და შემ­ცირ­დე­ბა ჯან­სა­ღი ეკო­ნო­მი­კის შექ­მნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წილი. ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩაკ­ვდე­ბა და წა­სა­გე­ბიც აღა­რა­ვის აღა­რა­ფე­რი ექ­ნე­ბა!

რუს­ლან ალექ­სი­ძე, "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბის" მთა­ვა­რი იუ­რის­ტი:

"მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს გა­კოტ­რე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი, ყველ­გან ყვა­ვის და მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე მდიდ­რდე­ბა. და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მსხვილ­მა კა­ზი­ნო­ებ­მა პირი შე­საძ­ლოა ე.წ. შავ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნონ და სა­თა­მა­შოდ აღარ შე­უშ­ვან, მაგ­რამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­უ­კუ­ნე­ში იოლი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნეს - შე­მო­ი­ღეს ონ­ლა­ინ­სა­თა­მა­შო სის­ტე­მა, სა­დაც ე.წ. შავი სია არ მოქ­მე­დებს. ის ხელ­მი­საწ­ვდო­მია არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის - 12-14 წლის ბავ­შვე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი წა­ი­კი­თხეთ მეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"მაყუთიანთა" ტოპათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია

"მაყუთიანთა" ტოპათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია

საქსტატი ბრუნვის მიხედვით კომპანიების ტოპათეულს აქვეყნებს (2017 წლის მონაცემები). საგანგაშოა, რომ ათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია - შპს "მარსი" (Crystalbet), შპს "ჩემპიონები 111" (Europebet) და შპს "სუპერბეთი 2014" (Liderbet).

ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 400 ათასზე მეტი ონლაინმოთამაშეა, ონლაინთამაშები არასრულწლოვნებისთვის ვერა და ვერ გახდა მიუწვდომელი და ახალგაზრდები თამაშს სწირავენ ქონებას ან ხშირად სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს. კანონპროექტი კი, რომელიც სათამაშო ბიზნესში რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, კვლავაც არ დაუმტკიცებია პარლამენტს.

ზურაბ კუკულაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია:

"წარმოიდგინეთ, როდესაც ამხელა ბრუნვაა ონლაინსათამაშო სექტორში, ეს ფული ხომ ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარებას აკლდება?! გამოდის, ქვეყანა და ეკონომიკა ღირებულებებს კი არ ქმნის, ფლანგავს. აზარტულ თამაშებში, ძირითადად, ჩართულია საქართველოს მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილი - ახალგაზრდები 15-დან 40 წლამდე, ისინი, ვინც უნდა შექმნან ეკონომიკა. 400 ათასი ადამიანი დროს წაგებაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე კარგავს და ვინ უნდა შექმნას ეკონომიკა, ვინ უნდა იმუშაოს?!

- რატომ ჭიანურდება კანონის მიღება?

- ჩვენს ქვეყანაში ტრენდული გახდა მიდგომა - ეკონომიკისთვის ყველა ბიზნესი კარგია, რაც დიდი შეცდომაა. არ შეიძლება ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული ბიზნესი ისეთივე მდგომარეობაში ჩააყენო, როგორშიც გართობასა და ხალხის გაყვლეფაზე ორიენტირებული ბიზნესია. მეტიც, სათამაშო ბიზნესი წახალისებულიც კია - საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, რადგან მათი დაბეგვრის რეჟიმი მხოლოდ მოსაკრებლის გადახდას ითვალისწინებს. ხელისუფლება აზარტული თამაშების წახალისებით ხელს უწყობს უმუშევრობას. თუ ასე გაგრძელდა, ეკონომიკაში გაიზრდება მსგავსი ორგანიზაციების წილი და შემცირდება ჯანსაღი ეკონომიკის შექმნაზე ორიენტირებული კომპანიების წილი. ღირებულებათა შექმნის შესაძლებლობა ჩაკვდება და წასაგებიც აღარავის აღარაფერი ექნება!

რუსლან ალექსიძე, "ახალგაზრდა ადვოკატების" მთავარი იურისტი:

"მსოფლიოში არ არსებობს გაკოტრებული სათამაშო ბიზნესი, ყველგან ყვავის და მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდება. დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე მსხვილმა კაზინოებმა პირი შესაძლოა ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ და სათამაშოდ აღარ შეუშვან, მაგრამ ტექნოლოგიური ინოვაციების საუკუნეში იოლი გამოსავალი მოძებნეს - შემოიღეს ონლაინსათამაშო სისტემა, სადაც ე.წ. შავი სია არ მოქმედებს. ის ხელმისაწვდომია არასრულწლოვნებისთვის - 12-14 წლის ბავშვები აქტიურად არიან ჩართული წაიკითხეთ მეტი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ