მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რითი ჰგავს არმოწევა სიყვარულს? - პოსტი მათთვის, ვისაც სიგარეტზე თავის დანებება სურს...
რითი ჰგავს არმოწევა სიყვარულს? - პოსტი მათთვის, ვისაც სიგარეტზე თავის დანებება სურს...

2018 წლის 1-ელი მა­ი­სი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მო­წე­ვა აიკ­რძა­ლე­ბა. ბევ­რი პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამს აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, ბევ­რი კი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა ინი­ცი­ა­ტი­ვას, რად­გან მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­სა­ნე­ბებ­ლად ახა­ლი მო­ტი­ვა­ცია გა­უჩ­ნდა.

ჟურ­ნა­ლის­ტი ესმა კუნ­ჭუ­ლია ერთ-ერ­თია, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ და­ა­ნე­ბა თავი თამ­ბა­ქოს და მის მომ­ხმა­რებ­ლებს თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბას ვრცე­ლი პოს­ტით უზი­ა­რებს:

"არა­სო­დეს არ მე­გო­ნა რომ და­ვა­ნე­ბებ­დი. იმი­ტომ, რომ არ მინ­დო­და, მიყ­ვარ­და მო­წე­ვა. ყავა, სი­გა­რე­ტი, პოზა... აქამ­დე ვერც სო­ფელ­ში გად­მოს­ვლამ და აქა­ურ­მა ოზონ­მა მიშ­ვე­ლა; ვერც ტა­ქი­კარ­დი­ამ შე­მა­ში­ნა და ვერც ბავ­შვის ხათრმა...

სი­გა­რე­ტის და­ნე­ბე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, როცა ჭკვი­ა­ნუ­რად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მტან­ჯავს, მა­თა­მა­შებს, ჩემს ფიქრზე ბა­ტო­ნობს, შეხ­ვედ­რე­ბი­სას ვე­ძებ აი­ვანს, აე­რო­პორ­ტებ­ში აქო­თე­ბულ მო­სა­წევ წერ­ტი­ლებს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას - მა­ი­ძუ­ლებს მის სურ­ვი­ლებს ავ­ყვე, თემა შე­ვა­მოკ­ლო, გა­დავ­დო, დრო მო­ვი­პა­რო, რომ გა­ვი­დე სად­მე ჰა­ერ­ზე და გა­ვა­ბო­ლოო!

არ მი­ო­მია. თი­თიც არ გა­მინ­ძრე­ვია. ვა­ღი­ა­რე, რომ მმარ­თავს და რომ ნარ­კო­მა­ნი ვარ. შე­მე­ცო­და ჩემი თავი და აი, იმ შე­ცო­დე­ბის კოშ­მარ­მა გან­ცდამ გა­მო­იწ­ვია გაქ­ცე­ვა. ის დარ­ჩა - პოზა, აე­რო­პორ­ტებ­ში წა­მე­ბა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დრო­ის მო­პარ­ვა და მე მი­ვა­ტო­ვე.

მოკ­ლედ, არ მი­ო­მია, უბ­რა­ლოდ და­მა­ვი­წყდა მისი არ­სე­ბო­ბა. ჩვენ არა­სო­დეს შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს. ერ­თმა­ნეთს შე­ვეშ­ვით.

პ.ს. ვინც აი, ამ წამს, ჩემი პოს­ტის შემ­დეგ და­ა­ნე­ბებთ თავს - და­ი­მახ­სოვ­რეთ - პირ­ვე­ლი 7 დღე და 21-ე დღეა ცოტა მძი­მედ გა­და­სა­ტა­ნი, როცა არ იცი შენი, ყო­ფი­ლი ნარ­კო­მა­ნის წი­კე­ბი რო­გორ მო­ი­შო­რო. სი­გა­რე­ტი კი არ გინ­და, ხე­ლე­ბით ეძებ და ხე­ლებს უნდა მი­ხე­დო.

სხვა დღე­ებ­ში ლი­წი­ნით მი­დის - სი­ხა­რუ­ლის გან­ცდა. გი­ხა­რია, რომ არამ­წე­ვე­ლი ხარ. სი­გა­რეტ­ზე და­ხარ­ჯულ დროს იყე­ნებ ყვე­ლა­ფერ­ში... ვე­ღარ უძ­ლებ უძი­ლო­ბას, ღა­მის ნა­ფა­სებს, ღა­მის კლუ­ბე­ბი­სა და გვი­ა­ნამ­დე სტუმ­რე­ბის ხმა­ურს... აღარც მწე­ვე­ლე­ბის კუ­ტოკ­ში ხარ, ჭა­მის შემ­დეგ ჯგროდ რომ გა­დი­ან რეს­ტორ­ნის წინ მო­სა­წე­ვად.

ადრე წვე­ბი და დი­ლით 7 სა­ათ­ზე დგე­ბი (სკო­ლის მერე არ ავ­მდგარ­ვარ ასე ყო­ველ დღე, გა­დაბ­მუ­ლად 7-ზე). გრძნობ, რომ „ეწე­ვი“ სხვა რა­მეს, ეწე­ვი და კა­ი­ფობ სხვა რა­მით - სი­ხა­რუ­ლის გან­ცდით!

ეს არის გრძნო­ბა, რო­მე­ლიც რა­ღაც­ნა­ი­რად მსუ­ბუქს გხდის და გრძნობ, რო­გორ ადის-ჩა­დის მთელს სხე­ულ­ში „ლიფ­ტე­ბი“. რა­ღა­ცით ჰგავს სიყ­ვა­რულს. ან ხა­რის­ხი­ა­ნი ფლირ­ტის დროს აფარ­ფა­ტე­ბულ პეპ­ლებს... ჰგავს კი არა, იგი­ვე ქი­მი­აა. ში­ნა­გა­ნი მორ­ფი­ნია - ენ­დორ­ფი­ნი.

თუ ამ სი­ხა­რუ­ლის გან­ცდას ყურს და­უგ­დებ, ის გკარ­ნა­ხობს, რომ ის იგი­ვე სი­ხა­რუ­ლია, რო­მელ­საც კარგ ფორ­მა­ში ყოფ­ნი­სას გა­ნიც­დი; ანუ - არ ჭა­მოო, გკარ­ნა­ხობს და არ ჭამ. ვარ­ჯიშს ვი­წყებ 3 თვის თავ­ზე. ჯერ ცოტა ად­რეა. ასე მი­კარ­ნა­ხა ჩემ­მა სი­ხა­რუ­ლის გან­ცდამ.

ერ­თად ლა­მა­ზად ჩა­ვა­წი­კწი­კე თეთ­რი მა­ი­სუ­რე­ბი, ფე­რა­დი ელას­ტი­კე­ბი, ბო­ტა­სე­ბი მაქვს უკვე სა­დღაც 15 ლა­მა­ზი ახა­ლი წყვი­ლი. ჩემს გარ­დე­რობს ას­დის გრი­ლი სუნი - კალ­ვინ კლა­ი­ნის ეი­ფო­რია, სი­ქეი N1, ბერ­ბე­რის ბითზ, შა­ნე­ლის შან­სი, დი­ო­რის დი­ო­რი შან­სი, ივ რო­შეს მცე­ნა­რე­ე­ბი, ტერი მი­უ­გ­ლე­რის ვუ­მე­ნი­თი - ხი­ზი­ლა­ლა და ლეღ­ვი, აგენტ პრო­ვო­კა­ტო­რის ბოლო სუ­ნა­მო, კლა­რინ­სის ლურ­ჯი ენერ­გი­ის მომ­ცე­მი, კლი­ნი­კის ჰე­ფ­ფი, ესტე ლა­უ­დე­რის ნე­ბის­მი­ე­რი... და ა.შ. და ა.შ. მოკ­ლედ, უსი­გა­რე­ტო­ბას აქვს სა­კუ­თა­რი სუ­ნიც, გრი­ლი და ფარ­ფა­ტა. სუნი კი ჩემი დი­სერ­ტა­ცი­ის ნა­წი­ლია!" - წერს კუნ­ჭუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რითი ჰგავს არმოწევა სიყვარულს? - პოსტი მათთვის, ვისაც სიგარეტზე თავის დანებება სურს...

რითი ჰგავს არმოწევა სიყვარულს? - პოსტი მათთვის, ვისაც სიგარეტზე თავის დანებება სურს...

2018 წლის 1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალება. ბევრი პროტესტს გამოთქვამს აღნიშნულის გამო, ბევრი კი სიხარულით შეხვდა ინიციატივას, რადგან მოწევისთვის თავის დასანებებლად ახალი მოტივაცია გაუჩნდა.

ჟურნალისტი ესმა კუნჭულია ერთ-ერთია, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაანება თავი თამბაქოს და მის მომხმარებლებს თავის საინტერესო გამოცდილებას ვრცელი პოსტით უზიარებს:

"არასოდეს არ მეგონა რომ დავანებებდი. იმიტომ, რომ არ მინდოდა, მიყვარდა მოწევა. ყავა, სიგარეტი, პოზა... აქამდე ვერც სოფელში გადმოსვლამ და აქაურმა ოზონმა მიშველა; ვერც ტაქიკარდიამ შემაშინა და ვერც ბავშვის ხათრმა...

სიგარეტის დანებება გადავწყვიტე, როცა ჭკვიანურად გავაცნობიერე, რომ მტანჯავს, მათამაშებს, ჩემს ფიქრზე ბატონობს, შეხვედრებისას ვეძებ აივანს, აეროპორტებში აქოთებულ მოსაწევ წერტილებს, მოლაპარაკებებისას - მაიძულებს მის სურვილებს ავყვე, თემა შევამოკლო, გადავდო, დრო მოვიპარო, რომ გავიდე სადმე ჰაერზე და გავაბოლოო!

არ მიომია. თითიც არ გამინძრევია. ვაღიარე, რომ მმართავს და რომ ნარკომანი ვარ. შემეცოდა ჩემი თავი და აი, იმ შეცოდების კოშმარმა განცდამ გამოიწვია გაქცევა. ის დარჩა - პოზა, აეროპორტებში წამება, მოლაპარაკებების დროის მოპარვა და მე მივატოვე.

მოკლედ, არ მიომია, უბრალოდ დამავიწყდა მისი არსებობა. ჩვენ არასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. ერთმანეთს შევეშვით.

პ.ს. ვინც აი, ამ წამს, ჩემი პოსტის შემდეგ დაანებებთ თავს - დაიმახსოვრეთ - პირველი 7 დღე და 21-ე დღეა ცოტა მძიმედ გადასატანი, როცა არ იცი შენი, ყოფილი ნარკომანის წიკები როგორ მოიშორო. სიგარეტი კი არ გინდა, ხელებით ეძებ და ხელებს უნდა მიხედო.

სხვა დღეებში ლიწინით მიდის - სიხარულის განცდა. გიხარია, რომ არამწეველი ხარ. სიგარეტზე დახარჯულ დროს იყენებ ყველაფერში... ვეღარ უძლებ უძილობას, ღამის ნაფასებს, ღამის კლუბებისა და გვიანამდე სტუმრების ხმაურს... აღარც მწეველების კუტოკში ხარ, ჭამის შემდეგ ჯგროდ რომ გადიან რესტორნის წინ მოსაწევად.

ადრე წვები და დილით 7 საათზე დგები (სკოლის მერე არ ავმდგარვარ ასე ყოველ დღე, გადაბმულად 7-ზე). გრძნობ, რომ „ეწევი“ სხვა რამეს, ეწევი და კაიფობ სხვა რამით - სიხარულის განცდით!

ეს არის გრძნობა, რომელიც რაღაცნაირად მსუბუქს გხდის და გრძნობ, როგორ ადის-ჩადის მთელს სხეულში „ლიფტები“. რაღაცით ჰგავს სიყვარულს. ან ხარისხიანი ფლირტის დროს აფარფატებულ პეპლებს... ჰგავს კი არა, იგივე ქიმიაა. შინაგანი მორფინია - ენდორფინი.

თუ ამ სიხარულის განცდას ყურს დაუგდებ, ის გკარნახობს, რომ ის იგივე სიხარულია, რომელსაც კარგ ფორმაში ყოფნისას განიცდი; ანუ - არ ჭამოო, გკარნახობს და არ ჭამ. ვარჯიშს ვიწყებ 3 თვის თავზე. ჯერ ცოტა ადრეა. ასე მიკარნახა ჩემმა სიხარულის განცდამ.

ერთად ლამაზად ჩავაწიკწიკე თეთრი მაისურები, ფერადი ელასტიკები, ბოტასები მაქვს უკვე სადღაც 15 ლამაზი ახალი წყვილი. ჩემს გარდერობს ასდის გრილი სუნი - კალვინ კლაინის ეიფორია, სიქეი N1, ბერბერის ბითზ, შანელის შანსი, დიორის დიორი შანსი, ივ როშეს მცენარეები, ტერი მიუგლერის ვუმენითი - ხიზილალა და ლეღვი, აგენტ პროვოკატორის ბოლო სუნამო, კლარინსის ლურჯი ენერგიის მომცემი, კლინიკის ჰეფფი, ესტე ლაუდერის ნებისმიერი... და ა.შ. და ა.შ. მოკლედ, უსიგარეტობას აქვს საკუთარი სუნიც, გრილი და ფარფატა. სუნი კი ჩემი დისერტაციის ნაწილია!" - წერს კუნჭულია.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს