საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, შესაბამისი შეტყობინება საკონსულოში შესულია.
„საკონსულომ შეიტყო აღნიშნული შემთხვევის შესახებ. მიმდინარეობს დეტალების გარკვევა. საკონსულო მუშაობს როგორც ქუვეითურ მხრესთან, ასევე კავშირზეა მოქალაქეების ოჯახის წევრებთან“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
არსებული ინფორმაციით, ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული. ისინი ქართული მხარისგან დახმარებას ითხოვენ.