კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ პირველი ხართ, ვინც ამ საფლავზე ყვავილები დადოო..." - როგორ ეძებს პოლონური წარმოშობის ქართველი ქალი ომში დაკარგულ ქართველებს
"თქვენ პირველი ხართ, ვინც ამ საფლავზე ყვავილები დადოო..." - როგორ ეძებს პოლონური წარმოშობის ქართველი ქალი ომში დაკარგულ ქართველებს

ათ წელ­ზე მე­ტია პო­ლო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა მეგი სტემ­პე­ნი, გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ ქარ­თველ მე­ომ­რებს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ეძებს... თავ­და­პირ­ვე­ლად, დიდი ბა­ბუ­ით და­ი­წყო - ჭოლა თე­დო­რა­ძე სხვებ­თან ერ­თად საბ­ჭო­თა არ­მი­ა­ში გა­იწ­ვი­ეს და მას შემ­დეგ, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა... ბა­ბუ­ის ძებ­ნი­სას უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი იპოვ­ნა და ოჯა­ხებს მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ეს პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

“ქა­ლაქ ქემ­ნიც­ში არის საბ­ჭო­ე­თის სა­საფ­ლაო, აქ და­ვი­წყე ბა­ბუ­ას ძებ­ნა და იმ­დე­ნი ქარ­თვე­ლი ვი­პო­ვე... პირ­ვე­ლი იყო სამ­ხედ­რო ტყვე - 1920 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი და 1942 წელს და­ღუ­პუ­ლი დი­მიტ­რი პოზ­ვერშვი­ლი... ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა იყო. ოჯახს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­აჩ­ნდა. და­ვი­წყე მისი ოჯა­ხის ძებ­ნა, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რო­გორ და რა­ნა­ი­რად უნდა მე­პო­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დახ­მა­რე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დი ყვე­ლას, ვის­თა­ნაც კი ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და... 6 თვე ვე­ძებ­დი და ბო­ლოს ვი­პო­ვე მისი ოჯა­ხი, ზეს­ტა­ფო­ნე­ლი ყო­ფი­ლა...” - იხ­სე­ნებს ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში და ამ­ბობს, რომ საფ­ლა­ვი დღემ­დე ძა­ლი­ან მოვ­ლი­ლია.

შემ­დეგ, იმ ად­გი­ლებ­ში და­ი­წყო ძებ­ნა, სა­დაც სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბი იყო. ასე იპო­ვა შტა­ლა­გის ტყვე­თა ბა­ნაკ­ში და­ღუ­პუ­ლი ფა­სა­ნა­უ­რე­ლი ნი­კო­ლოზ ქავ­თა­რა­ძე. ლამსდორ­ფის ბა­ნა­კი, რო­მე­ლიც ახლა პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს, 1941 წელს თა­ვად ტყვე­ებ­მა აა­შე­ნეს, - 1941 წელს და მშე­ნე­ბე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, ზამ­თარ-ზა­ფხულ, ღია ცის ქვეშ უწევ­დათ ყოფ­ნა და ძილი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, იქ 40 ათა­სი ტყვე და­ი­ღუ­პა...

“რო­გორც კი ვი­გებ­დი, რომ ამა თუ იმ ქა­ლაქ­ში საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­საფ­ლაო იყო, მივ­დი­ო­დი და სა­ა­თო­ბით, ხში­რად რამ­დე­ნი­მე დღის გან­მა­ლო­ბა­ში დავ­დი­ო­დი და ქარ­თულ გვა­რებს ვე­ძებ­დი... რამ­დენ­ჯერ­მე მა­ღა­ლი თოვ­ლის გამო, ფორ­თხვი­თაც მო­მი­წია გა­და­ად­გი­ლე­ბა. ტყე­ში იყო სა­საფ­ლაო და იქამ­დე გზა გაკ­ვა­ლუ­ლი არ იყო... ჩემი მე­უღ­ლე დამ­ცი­ნო­და, თუმ­ცა, ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ეს­მო­და... ეს იყო აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ქემ­ნიც­ში, სა­დაც დი­მიტ­რი ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლის საფ­ლა­ვი ვი­პო­ვე...” – გვიყ­ვე­ბა ის.

მი­სი­ვე თქმით, სა­საფ­ლა­ოს დამ­ლა­გე­ბელ­მა უთხრა, რომ ყო­ველ 9 მა­ისს, საბ­ჭო­თა მე­ომ­რე­ბის საფ­ლა­ვებს ყვა­ვი­ლე­ბით ამ­კო­ბენ, თუმ­ცა, ქარ­თვე­ლი ტყვეს საფ­ლავს მნახ­ვე­ლი არას­დროს ჰყო­ლია...

“იცო­და, რომ დი­მიტ­რი ქარ­თვე­ლი იყო და გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, თქვენ პირ­ვე­ლი ხართ, ვინც ამ საფ­ლავ­ზე ყვა­ვი­ლე­ბი და­დოო... მისი ოჯა­ხის წევ­რი ვე­გო­ნე. ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობ­და, კი, ოჯა­ხის წევ­რი ვარ-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე - შო­რე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი, ნამ­დვი­ლად მისი ოჯა­ხის წევ­რი ვი­ყა­ვი..." - იხ­სე­ნებს მეგი.

ერთი სი­ტყვით, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა ბა­ბუა ვერ იპო­ვა, თუმ­ცა, ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლის შე­სა­ხებ ოჯა­ხებს ინ­ფორ­მა­ცია მი­წო­და...

“შემ­დეგ, ქა­ლაქ დრეზ­დე­ნის ფონ­დი მოვ­ძებ­ნე და და­ვი­წყე ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ფონდთან, მათ მა­ჩუ­ქეს წიგ­ნი, სა­დაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჯა­რის­კა­ცე­ბის საფ­ლა­ვე­ბის მი­სა­მარ­თე­ბია... შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ სა­ი­ტე­ბიც გად­მო­მიგ­ზავ­ნეს და თან­და­თან სხვე­ბის ძებ­ნა და­ვი­წყე... ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი იყო ერთი ჯა­რის­კა­ცის - არ­ტაშ ქი­სიშ­ვი­ლის საფ­ლა­ვის პოვ­ნა, - რო­მე­ლიც ჩემი ქმრის და­ბა­დე­ბის დღე­ზე 18 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლა და ჩემი და­ბა­დე­ბის დღეს 6 ივ­ლისს და­ი­ღუ­პა... უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბა იყო, - ჩვენ ორნი პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვით ვინც ამ­დე­ნი წლის მერე მის საფ­ლავ­ზე მი­ვი­და და მისი და­ბა­დე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე­ებ­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ცოლ-ქმა­რი აღ­მოვ­ჩნდით” – იხ­სე­ნებს მეგი სტემ­პე­ნი.

ძებ­ნის პრო­ცე­სის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა გა­და­წყვი­ტა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნა გა­ა­კე­თოს, რათა უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ა­წო­დონ და ამის მი­ხედ­ვით იპო­ვოს ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბი.

“ვიცი, რომ ქემ­ნიც­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ტყვე და­ი­ღუ­პა. ქა­ლაქ­ში ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის ქარ­ხა­ნა იყო და იქ ამუ­შა­ვებ­დნენ ტყვე­ებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით იღუ­პე­ბოდ­ნენ - ზოგი ლა­ზა­რეთ­ში, ბევ­რი კი, დახ­ვრი­ტეს...“ - გვიყ­ვე­ბა ის.

P.S მეგი სტემ­პე­ნი მზად არის, ქარ­თულ ოჯა­ხებს უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­როს გერ­მა­ნია-პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით იპო­ვოს სხვა ქვეყ­ნის არ­ქი­ვებ­შიც.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაქრო შანშიაშვილი
0

გურჯაანის რაიონიდან ჰყავდა მეუღლე ელენე და ქალ ვაჟი რუსუდანი და ნოშრევანი ჩემი პაპიდის ქმარია გთხოვთ მომაძებნინოთ წინასწარ გიხდით მადლობას

კახა გოგილაშვილი
0

ვეძებ შაქრო შანშიაშვილს გურჯაანიდან კაჭრეთიდან ჰყავდა მეუღლე ელენე და ორი შვილი რუსუდანი და ნოშრევანი გთხოვთ მომაძებნინოთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"თქვენ პირველი ხართ, ვინც ამ საფლავზე ყვავილები დადოო..." - როგორ ეძებს პოლონური წარმოშობის ქართველი ქალი ომში დაკარგულ ქართველებს

"თქვენ პირველი ხართ, ვინც ამ საფლავზე ყვავილები დადოო..." - როგორ ეძებს პოლონური წარმოშობის ქართველი ქალი ომში დაკარგულ ქართველებს

ათ წელზე მეტია პოლონური წარმოშობის ქართველი გოგონა მეგი სტემპენი, გერმანიაში ცხოვრობს და მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომრებს საკუთარი ძალებით ეძებს... თავდაპირველად, დიდი ბაბუით დაიწყო - ჭოლა თედორაძე სხვებთან ერთად საბჭოთა არმიაში გაიწვიეს და მას შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება... ბაბუის ძებნისას უამრავი ქართველი იპოვნა და ოჯახებს მათზე ინფორმაცია მიაწოდა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

“ქალაქ ქემნიცში არის საბჭოეთის სასაფლაო, აქ დავიწყე ბაბუას ძებნა და იმდენი ქართველი ვიპოვე... პირველი იყო სამხედრო ტყვე - 1920 წელს დაბადებული და 1942 წელს დაღუპული დიმიტრი პოზვერშვილი... ძალიან უცნაური გრძნობა იყო. ოჯახს წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიაჩნდა. დავიწყე მისი ოჯახის ძებნა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ და რანაირად უნდა მეპოვა, სოციალური ქსელის დახმარებით დავუკავშირდი ყველას, ვისთანაც კი ხელი მიმიწვდებოდა... 6 თვე ვეძებდი და ბოლოს ვიპოვე მისი ოჯახი, ზესტაფონელი ყოფილა...” - იხსენებს ქართველი გოგონა AMBEBI.GE-სთან საუბარში და ამბობს, რომ საფლავი დღემდე ძალიან მოვლილია.

შემდეგ, იმ ადგილებში დაიწყო ძებნა, სადაც საკონცენტრაციო ბანაკები იყო. ასე იპოვა შტალაგის ტყვეთა ბანაკში დაღუპული ფასანაურელი ნიკოლოზ ქავთარაძე. ლამსდორფის ბანაკი, რომელიც ახლა პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, 1941 წელს თავად ტყვეებმა ააშენეს, - 1941 წელს და მშენებელობის დასრულებამდე, ზამთარ-ზაფხულ, ღია ცის ქვეშ უწევდათ ყოფნა და ძილი. მთლიანობაში, იქ 40 ათასი ტყვე დაიღუპა...

“როგორც კი ვიგებდი, რომ ამა თუ იმ ქალაქში საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაო იყო, მივდიოდი და საათობით, ხშირად რამდენიმე დღის განმალობაში დავდიოდი და ქართულ გვარებს ვეძებდი... რამდენჯერმე მაღალი თოვლის გამო, ფორთხვითაც მომიწია გადაადგილება. ტყეში იყო სასაფლაო და იქამდე გზა გაკვალული არ იყო... ჩემი მეუღლე დამცინოდა, თუმცა, ჩემი გულისტკივილი ესმოდა... ეს იყო აღმოსავლეთ გერმანიაში, ქალაქ ქემნიცში, სადაც დიმიტრი ფოცხვერაშვილის საფლავი ვიპოვე...” – გვიყვება ის.

მისივე თქმით, სასაფლაოს დამლაგებელმა უთხრა, რომ ყოველ 9 მაისს, საბჭოთა მეომრების საფლავებს ყვავილებით ამკობენ, თუმცა, ქართველი ტყვეს საფლავს მნახველი არასდროს ჰყოლია...

“იცოდა, რომ დიმიტრი ქართველი იყო და გაოცებული მიყურებდა, თქვენ პირველი ხართ, ვინც ამ საფლავზე ყვავილები დადოო... მისი ოჯახის წევრი ვეგონე. ცრემლები მახრჩობდა, კი, ოჯახის წევრი ვარ-მეთქი, ვუპასუხე - შორეული საქართველოდან მოსული ქართველი, ნამდვილად მისი ოჯახის წევრი ვიყავი..." - იხსენებს მეგი.

ერთი სიტყვით, ახალგაზრდა ქალმა ბაბუა ვერ იპოვა, თუმცა, ძალიან ბევრი ქართველის შესახებ ოჯახებს ინფორმაცია მიწოდა...

“შემდეგ, ქალაქ დრეზდენის ფონდი მოვძებნე და დავიწყე ურთიერთობა ამ ფონდთან, მათ მაჩუქეს წიგნი, სადაც საბჭოთა კავშირის ჯარისკაცების საფლავების მისამართებია... შემდეგ ინტერნეტ საიტებიც გადმომიგზავნეს და თანდათან სხვების ძებნა დავიწყე... ყველაზე ემოციური იყო ერთი ჯარისკაცის - არტაშ ქისიშვილის საფლავის პოვნა, - რომელიც ჩემი ქმრის დაბადების დღეზე 18 დეკემბერს დაბადებულა და ჩემი დაბადების დღეს 6 ივლისს დაიღუპა... უცნაური შეგრძნება იყო, - ჩვენ ორნი პირველი ვიყავით ვინც ამდენი წლის მერე მის საფლავზე მივიდა და მისი დაბადების და გარდაცვალების დღეებზე დაბადებული ცოლ-ქმარი აღმოვჩნდით” – იხსენებს მეგი სტემპენი.

ძებნის პროცესის გასაადვილებლად, ახალგაზრდა ქალმა გადაწყვიტა ოფიციალური მოთხოვნა გააკეთოს, რათა უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების მონაცემები მიაწოდონ და ამის მიხედვით იპოვოს ქართველი მეომრები.

“ვიცი, რომ ქემნიცში უამრავი ქართველი ტყვე დაიღუპა. ქალაქში ავტონაწილების ქარხანა იყო და იქ ამუშავებდნენ ტყვეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით იღუპებოდნენ - ზოგი ლაზარეთში, ბევრი კი, დახვრიტეს...“ - გვიყვება ის.

P.S მეგი სტემპენი მზად არის, ქართულ ოჯახებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების პოვნაში დაეხმაროს გერმანია-პოლონეთის ტერიტორიაზე, ასევე ინტერნეტ რესურსის გამოყენებით იპოვოს სხვა ქვეყნის არქივებშიც.